კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომა რცხილაძის ანეკდოტები

– რას საქმიანობ?
– ადამიანის ორგანოებით ვვაჭრობ.
– რა ნაძირალა ხარ, გული არ გაქვს?
– დღეს არა, ხუთშაბათს მექნება!
***
გურიაში დედა ეძახს შვილს:
– სა მიხვალ ბონდოია?
დუმილი.
– ბონდოიე, სა მიხვალ-მეთქი?
კიდევ არ ისმის პასუხი.
– ბონდოიე, სა მიხვალ-მეთქი, რომ გეკითხები, გამეცი პასუხი! სა მიხვალ?
– იქინე.
– ვერ იტყვი მერე?!

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები


ორი ქუთაისელი შეთანხმდა: რომელიც პირველი მოკვდება, ცოცხალს სიზმარში გამოეცხადება და ეტყვის, არსებობს თუ არა საიქიოში ფეხბურთიო. მართლაც, გარდაიცვალა ერთი, მეორე ღამეს მეგობარს სიზმარში გამოეცხადა და ეუბნება:
– ორი ამბავი უნდა გითხრა – კაი და ცუდი.
– ჯერ კაი ამბავი მითხარი.
– ფეხბურთს აქანა ნამდვილად თამაშობენ.
– ცუდი რაღააა?
– ხვალინდელ მატჩში სასტავში ჩაგწერე და არ დეიგვიანო, იცოდე!
***
გურული ცოლ-ქმრის დიალოგი:
– შარვალი გაწმინდე?
– კი.
– პიჯაკი?
– კი.
– ტუფლები?
– უი, არა, დამავიწყდა..
– რეიზა? ჯიბეები რომ არ აქვს, იმიზა?
***
ტიპს ეკითხებიან:
– რომელ სიგარეტს ეწევი?
– „მარლბოროს“, „ვინსტონს“, „პრიმას“...
– რატომ, მრავალფეროვნება მოგწონს?
– არა, გამვლელს გააჩნია.
***
მწეველი და მსმელი ძმაკაცები საუბრობენ:
– მოდი, მოწევას თავი დავანებოთ.
– რატომ?
– წარმოიდგინე, რამხელა ეკონომიაა ფინანსურად.
– მაშინ, მოდი, სმასაც შევეშვათ.
– დაიცა, თუ ძმა ხარ, ამდენი ფული რა ჩემ ფეხებად გინდა?
***
კაცი ხტება მერვე სართულის ფანჯრიდან. მეზობელი ეძახის:
– შე ოხერო, რას აკეთებ? ცოლმა რქები დაგადგა, ფრთები კი არა!
***
ვაკელი ცოლი ფანჯრიდან იყურება და ქმარს გასძახის: ძვირფასო, ჩადი ახლავე ეზოში!
– რა მოხდა?
– ჩემი შვილი და შენი შვილი ჩვენს შვილს სცემენ.

скачать dle 11.3