კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ფეხებში იწვა ანრი ბიბინეიშვილი სამი თვის განმავლობაში და როდის დაემსხვრა მას ყველა ოცნება

ანრი ბიბინეიშვილი დღეს თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. სასწავლებლად,  ბათუმიდან თბილისში რომ ჩამოსულიყო, არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. ის წარსულიდან ყველაზე მძიმე პერიოდად სტუდენტობას მიიჩნევს – მას არაერთი ქუჩაში გათენებული ღამე ახსოვს. ერთი შეხედვით, ძალიან მხიარული ადამიანი, თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე გვესაუბრა.

ანრი ბიბინეიშვილი: ვიზრდებოდი ბათუმის დრამატულ სპექტაკლებზე. ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა,  რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს.” ყოველდღე თეატრში ვიყავი, თუ სადმე დავინახავდი მსახიობებს, ყველანაირი მოწიწების გარეშე მივდიოდი და ვეუბნებოდი: გამარჯობა, თქვენი გაცნობა მინდა-მეთქი. უკვირდათ, ვინ ხარ, შვილო, რა გინდაო. როდესაც სამსახიობოზე გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, უზარმაზარი პრობლება წარმოიშვა ჩემს წინაშე. ბათუმში არსებული ხელოვნების აკადემია დახურეს, ხოლო თბილისში სასწავლებლად ჩამოსვლა დიდ სირთულეს წარმოადგენდა ჩემი ოჯახისთვის. მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება – სწავლის საფასური რომც გადაეხადათ, ელემენტარულ საარსებო პირობებს ვერ შემიქმნიდნენ. იყო მეორე გარემოებაც, დედას არ უნდოდა, გავმხდარიყავი მსახიობი. რადგანაც ბათუმელი ვიყავი, სურდა, მეზღვაური გამოვსულიყავი. თუმცა, ეს პროფესია ჩემში არ იყო და ვერ შევძლებდი. მან კატეგორიულად განმიცხადა, რომ ვერ გაწვდებოდა ჩემს თბილისში სწავლას. მე მაინც წამოვედი დედაქალაქში. უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირველი შესარჩევი ტური წარმატებით გავიარე. კომისიის თქმით, ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი. მეორე ტური, 13 ივნისს, ჩემს დაბადების დღეზე მქონდა, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. კომისიის წევრებმა მითხრეს, რომ მქონდა ორგანული „ლ”. ვერ გავიგე რას გულისხმობდნენ, რბილი „ლ” რომ ეთქვათ, ნათელი იქნებოდა. ამიტომ, ჩავეკითხე და მითხრეს, რომ პირის აპარატის ისეთი დეფორმაცია მქონდა, რომელსაც ვერასდროს გამოვასწორებდი. თუმცა, სინამდვილეში  არანაირი „ლ” არ მქონია. მოკლედ, მოხდა ისე, რომ იქიდან წამოვედი გულგატეხილი. მაშინ დამემსხვრა ყველა ოცნება. დავბრუნდი ბათუმში, ერთ საღამოს დედას ვეკამათე რაღაც თემაზე და ვუთხარი, რომ სახლიდან მივდიოდი. დილით დედა შემოდის ჩემს ოთახში, მაღვიძებს  და მეუბნება, ნანა ბოჭორიშვილმა დარეკა, ხვალ უნდა გამოცხადდე თბილისშიო. თავიდან ეგონა, კონფლიქტის გამო თუ დავარეკინე ვინმეს, მაგრამ მერე მის თვალწინ გადავრეკე და როგორც გაირკვა,  ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის აუყვანია ჯგუფი სამსახიობო და ტელეჟურნალისტიკის განხრით და შესარჩევ ტურზე უნდა ჩავსულიყავი.  უკვე მეორედ ჩამოვედი თბილისში, ამოვყავი უზარმაზარ ქალაქში თავი. პირველად, იმდენად ბეცი აღმოვჩნდი, თურმე ოპერის წინ ვიდექი და ვკითხულობდი ოპერის შენობა სად არის-მეთქი. ეს შეიძლება, ვიღაცისთვის საქილიკო იყოს, მაგრამ ჩემთვის დიდი სირცხვილი და ტკივილია. მეორედ, ვაგზლიდან სრულიად შემთხვევით, აღმოვჩნდი მარჯანიშვილზე. გერმანიის საელჩოს ვეძებდი, ბოლოს ვერ ვიპოვე და გავაჩერე ტაქსი. ჩემი უკანასკნელი თეთრიც ტაქსის მძღოლს მივეცი. საბოლოოდ, ჩავირიცხე უნივერსიტეტში 86 ქულით. ამ დღეს გავიგე, რომ ჩემი მეორე ტურში ჩაჭრის მიზეზი არარეალური იყო.
– მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?
– პირველი, ვისაც დავურეკე, მშობლები იყვნენ. მაშინ, ტელეფონი არ მქონდა და სასწავლო ნაწილს ვთხოვე (იცინის). ძალიან გაუხარდათ, გულწრფელად. ალბათ, იმ თვე-ნახევარში დედაჩემმა დაინახა, რაც მინდოდა და როგორ განვიცდიდი ამ ყოველივეს. ის ყველაზე ბედნიერი ქალი იყო იმ მომენტში, რადგან მე ვიყავი ბედნიერი. შეიძლება, მას საერთოდ არ უხაროდა ჩემი პროფესია, მაგრამ მე ვიყავი გაგიჟებული სიხარულით. დადებითი ემოციისგან არაადეკვატური გავხდი – ბოლო ხმაზე ვყვიროდი. იმდენად ხმამაღლა გამოვხატე ეს სიხარული, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მითხრა, თუკი მსგავს საქციელს გააგრძელებ, ჯგუფს დატოვებო (იცინის).
– სტუდენტობას როგორ გაიხსენებ?
– სტუდენტობის დროს ძალიან ბევრი იმედგაცურება და არაერთი ქუჩაში განათენები ღამე იყო. ხან სად ვცხოვრობდი, ხან სად. თეატრალურში ჩაბარებისას გავიცანი ნიკა გაბელია. შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს, 7 ნოემბერს ერთად მოვხვდით დარბევაზე, კარგად გვცემეს, მოვიწამლეთ კიდეც. მაშინ, ნიკამ მითხრა, ჩემთან დარჩი, დედაჩემი მოგივლისო. შემდეგ, შემომთავაზეს მათთან ცხოვრება. ორი წელი დავყავი ნიკას ოჯახში. ამ თემაზე მარტივად საუბარი არ შეიძლება. რაც მათ გააკეთეს, ეს ადამიანობის უზარმაზარი მაგალითია. ვიღაცის შვილი იყოლიო სახლში და მოუარო ისე, როგორც საკუთარს, ძალიან რთულია, უფრო მეტიც, ერთეულების ხვედრია. 3 თვე, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ფეხებში ვიწექი. ესენი იყვნენ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სასწავლო ნაწილი და მისი მეუღლე. პარალელურად, შევიძინე კიდევ ერთი მეგობარი – რატი პაპიძე. მასთანაც გამიჩნდა კერა. მახსოვს, ჩემი ჯგუფელების სიტყვები, ოღონდ შენ სწავლას არაფერი მოაკლო და  ჩვენ გიქირავებთ ბინასო, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, თვითონაც ხომ სტუდენტები იყვნენ. სტუდენტობის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული და მძიმეა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ნიკა გაბელიას, მის დედიკოს, დებს; ჩემს ნიკა გველესიანს, ნანუკა ბოჭორიშვილსა და მის მეუღლეს; ჩემს რატის და მის დედიკოს, ჩემს ჯგუფელებს. ბოლოს, დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის, მან მომცა უფლება, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გამორიცხულ სტუდენტს, მეთამაშა საკურსო და სადიპლომო სპექტაკლი. მისი წყალობით მოვხვდი თუმანიშვილის თეატრშიც.
– სწავლის პარალელურად, მუშაობდი? დედამ რა გითხრა, როდესაც პირველად გნახა სცენაზე?
– ყოველ ზაფხულს ვმუშაობდი ბათუმში, ისე ვერ ვახერხებდი. დედაჩემის მიერ გამოგზავნილი 40, 50, 100 ლარი ჩემთვის მილიონი იყო, ბოლომდედაც კი ვერ ვხარჯავდი. იმიტომ კი არა, რომ ბევრი იყო, არამდე ვიცოდი, ის ფული რამდენად აკლდებოდა ჩემს ოჯახს. ყველაზე მძიმედ მახსენდება ჩემი პირველი დაბადების დღე, რომელიც დედას გარეშე, თბილისში აღვნიშნე, მაშინ 18 წლის გავხდი. დედაჩემმა გამომიგზავნა წერილი, რომელსაც დღემდე ვინახავ და სიტყვა-სიტყვით მახსოვს.  მასში წერია: „დედი, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო იმედო, ყველაზე მეტად განვიცდი იმას რომ პირველ დაბადების დღეს და 18 წელს, ჩემ გარეშე აღნიშნავ, ჩემს გვერდით არ ხარ.  მაგრამ, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ არსებობ. მიყვარხარ, გკოცნი და იცოდე, რომ სულ გახსოვდეს შენი წარსული. იყავი მარადჟამს ბედნიერი და მიგეღწიოს იმისთვის, რაც გსურს.” ბოლოს, P.S-ის ვარიანტში მიწერილი ჰქონდა: დედა, მეტი არ მაქვს, მაპატიე და კონვერტში 200 ლარი იყო გახვეული. დედა პირველად ჩემს სპექტაკლს დაესწრო, როცა ვითამაშე „ჰარალეთში”. მისი კომენტარი იყო: „დედა, ვიტირე, კაი იყო, დედა, ნამეტანი, მარა იმ უპატრონო კაცს რო თამაშობდი, ისე ამეტირა, ისე რა ვიცი”. მისთვის სიტყვა უპატრონო, ყველაზე დამთრგუნველი აღმოჩნდა. რაღაცეებთან გაავლო ხაზი. მოკლედ, ბევრს ძალიან ლაღი ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში, დიდ სევდას ვატარებ და საკმაოდ რთული წარსული მაქვს გამოვლილი.
– როდის გამოჩნდა შენს ცხოვრებაში მარიამ ახობაძე, მალხაზ ქვირივიშვილის ყოფილი მეუღლე?
– მარიამი პირველად ტელევიზიიდან მომეწონა, ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული. თუმცა,  არანაირი ბილწი აზრი არ გამივლია, უბრალოდ, მომეწონა ის, რომ რაღაცით მგავდა. არანაირად არ მიცდია მისი გაცნობა. მას ჰქონდა ოჯახი, ამ თემას კი მე უზარმაზარი მოწიწებით ვეპყრობი. ის, სრულიად შემთხვევით, მეგობრებთან ერთად გავიცანი. თუმცა, ორივე გავქრით, არ შევხმიანებივართ ერთმანეთს არანაირი საშუალებით. ოთხი თვის შემდეგ, ჩვენ ისევ შემთხვევით შევხვდით, დავინახე, ხალხი ორად გაიყო, ვიღაცა მოვიდა ჩემთან და ძალიან მაგრად ჩამეხუტა – ეს იყო მარიამი. გამიკვირდა, როგორ მიცნო, უზარმაზარი წვერი მქონდა და  გაბურძგნული ვიყავი.  მერე  მითხრა, რომ თვალებით გიცანიო. იქიდან წამოვიდა ურთიერთობა და წელიწად-ნახევარი გასტანა. როდესაც ჩვენი ურთერთობა დაიწყო, ის უკვე გაცილებული იყო ქმართან და მე, პირადად, დღემდე არ ვიცნობ მალხაზ ქვრივიშვილს. დავშორდით იმიტომ, რომ ზედმეტად ერთნაირები ვიყავით. გამუდმებით ვეჭვიანობდით ერთმანეთზე. ახლა მეგობრები ვართ.

скачать dle 11.3