კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღიზიანებს ბეგრაუნდად საკუთარი მკერდი მერსი სულხანიშვილს და რის გამო ვარდება ის უხერხულ სიტუაციებში

წამყვანი, პროდიუსერი, ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობს და დღეს მას ტელევიიზის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია. განსაკუთრებით კი საკუთარი არჩევანი მოსწონს – ჟურნალისტის პროფესია და ის რეჟიმი, რომელიც დღეს მას აქვს.

მერსი სულხანიშვილი: ტელევიზიის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია საკუთარი თავი. ადრე, ალბათ, ვერც ვიფიქრებდი, ასე თუ დავფუძნდებოდი ტელევიზიაში. რაც მთავარია, მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ძალიან რომ მინდოდა, იმიტომაც ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, დავამთავრე. ზოგადად, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების რეჟიმით.
– როგორი რეჟიმი გაქვს?
– საქმიანი ადამიანი ყველაფრისთვის ანაწილებს დროს. შესაბამისად, როგორი დატვირთულიც უნდა იყო, თუ სწორად ანაწილებ, ყველაფერისთვის დაგრჩება დრო. ვერ წარმომიდგენია, როდესაც ამბობენ: იმას ვერ ვასწრებ, ამას ვერ ვაკეთებ, ესე იგი, დროს ვერ ანაწილებ სწორად. სხვათა შორის, ბავშვობიდან ვიცოდი დროის ფასი და მქონდა დროის შეგრძნება. არ მიყვარს არაპუნქტუალური ხალხი, სულ რომ აგვიანებენ. ერთხელ ან ორჯერ შეიძლება მოხდეს „ჩეპე“, მაგრამ სულ – არა. როცა დროზე ხარ დამოკიდებული, მერე შენც ირევი ავტომატურად. 51-ე სკოლაში ქართულის მასწავლებელი მყავდა, კლარა ჩხაიძე, რომელიც ჩვენი ექსპრეზიდენტის მასწავლებელიც იყო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი. მის გაკვეთილზე წარმოუდგენელი იყო დაგვიანება, ჯობდა, არ შესულიყავი.
– ზოგი წვეულებაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სპეციალურად აგვიანებს, რომ მერე ეფექტი მოახდინოს, ყურადღების ცენტრში მოექცეს. შენ მოქცეულხარ ასე?
– არა. როცა რაღაც ივენთია, რომელიც 8 საათზე იწყება და გარკვეულ დრომდე გრძელდება, მიდი, როცა გინდა, მთავარია მეორე დღეს არ გაგახსენდეს მისვლა. ეფექტის მოსახდენად არასდროს დამიგვიანია.
– სამაგიეროდ, შენი თამამი ჩაცმულობით ხომ გიცდია ამის გაკეთება, თუ ეს ეფექტისთვის, ყურადღების მისაქცევად არ ყოფილა?
– თამამი – ეს სიტყვა იმდენად არ მიყვარს, არა მხოლოდ ჩემზე, სხვებზეც. თამამი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. შეიძლება, ამას დაარქვა სექსუალური, არაორდინარული. საერთოდაც, არ მიმაჩნია, რომ რეალურად თამამი ვარ. თამამი რომ ვიყო, შეიძლება, ბევრ რამეში ბევრად უფრო მოგებული ვყოფილიყავი. წელიწადზე მეტი გავიდა და ეს მკერდი მაინც ბეგრაუნდად მომსდევს – მანამდეც არსებობდა მერსი და მერეც. ეს ერთი ჩვეულებრივი იმიჯი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ მოდის სფეროში აქტიურად ვიყავი, არაორდინარული გარდერობი მქონდა – ეს იყო ჩვეულებრივი მომენტი. ახლაც მოდის კვირეულზე ვერ ჩავიცვამ იმას, რაც სამსახურში ან ჩართვაზე მაცვია. ბევრ ექსპერიმენტს ვატარებდი მაშინ, თუნდაც თმის ფერთან დაკავშირებით. ახლა გავჩერდით მე და გოგასუსი ქერაზე. მის ექსპერიმენტებს მივყვებოდი, რადგან მაშინ ეს საჭირო იყო – ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. ექსპერიმენტები მიყვარს, ოღონდ თუ საჭიროა. საჭირო იყო და გავაკეთე.
–  მკერდი ბეგრაუნდად მომყვება დღემდეო და ეს გაღიზიანებს?
– მაღიზიანებს, რადგან მე ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ვიღაცის ყურადღება მიმექცია. მაშინ რომ მცოდნოდა, ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, არ გავაკეთებდი. ამას ვერც წარმოვიდგენდი, რადგან, რით უნდა გააკვირვო ადამიანი? მკერდი ყველას აქვს. არ მეგონა, ეს თუ სალაპარაკო იქნებოდა. ამის გამო რამდენჯერმე უხერხულ სიტუაციაშიც ჩავვარდი. პოპულარობა 15-წუთიანი რაღაცაა, თუ საქმით არ გაამაყარე, აზრი არ აქვს. ჩემს შემთხვევაში, ეს ყველაფერი დააბალანსა საქმემ, საზოგადოება მიხვდა, რომ ეს ერთხელ იყო რაღაც. რა თქმა უნდა, არ ვნანობ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მორიგი იმიჯი იყო, ისევე, როგორც ლურჯად, სტაფილოსფრად გადაღებილი თმით ერთი-ორ გადაცემაში მისვლა.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
– ზოგადად, პოზიტივზე მიყვარს საუბარი, სირთულეებზე ღიად არ ვსაუბრობ. ყველას ცხოვრებაშია სირთულეები, მაგრამ ესეც ერთი ეტაპია, გადაულახავი არაფერია. ნებისმიერი სიტუაციიდან არის გამოსავალი, უბრალოდ, ამას უნდა მიხვდე.
– როგორი დამოკიდებულება გაქვს დაშვებული შეცდომების მიმართ?
– თუ ერთსა და იმავე შეცდომას მეორედ დაუშვებ, ესე იგი, შენ, უბრალოდ, სულელი ხარ. ანდა, შენ მიმართ ადამიანი რომ ორჯერ დაუშვებს ერთსა და იმავე შეცდომას, ჯობია, გაერიდო. ერთი და იგივე შეცდომა ჩემს ცხოვრებაში გამორიცხულია. შეცდომაზე ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის სწავლობს. უბრალოდ, მეორედ აღარ უნდა დაუშვა, თორემ, შეცდომებს ყოველ წუთს ვუშვებთ.
– თვისება, რაც შენში განსაკუთრებულად მოგწონს და არ მოგწონს?
– ალბათ, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ პროფესია სწორად ავირჩიე, არ შევმცდარვარ. თუ გარეგნობას გულისხმობ – ალბათ, თვალები, ეს ხუმრობით. რომ ვუყურებ 2-3 წლის წინანდელ მერსის, თუნდაც, როგორი ვიყავი, როგორ ვიქცეოდი, დღეს რადიკალურად ვარ შეცვლილი. რომ გადავხედავ ხოლმე, ვამბობ – ბავშვი ვიყავი. სკოლის პერიოდში მაკიაჟით, ქუსლებით, გაპრანჭული რომ დავდიოდი და დღეს, რომ ვიხსენებ, დედას შევხედავ ხოლმე და ვეკითხები: მაიკო, რატომ, რატომ? ალბათ, ასაკობრივი იყო.
– შენი სკოლისდროინდელი გაპრანჭვები მოწონებას ან სიყვარულს ხომ არ უკავშირდებოდა?
– არა, არა. ის, რომ ვიღაც მომწონს და ეს მისთვის გავაკეთო, ასეთი რაღაცეები არ მახასიათებს. მაგ ასაკშიც ჩამოყალიბებული, სერიოზული გოგო ვიყავი. სკოლის ასაკში სიყვარული ვერ წარმომიდგენია. არ მესმოდა იმ ადამიანების, ზარი რომ დაირეკებოდა და გარბოდნენ: მესამე სართულზეა ის ბიჭი, მე რომ მომწონსო. მე არ ვიყავი ასეთი, არ შემეძლო.
– პირველად როდის გიყვარდა?
– სიყვარულზე დეტალურად საუბარი არ მიყვარს. თუმცა, ვერ წარმომიდგენია დამოკიდებულება: ქერა, ცისფერთვალება და სპორტსმენი უნდა იყოსო, რომ ამბობენ გოგონები. შეიძლება, მოგეწონოს ისეთი, როგორზეც ვერასდროს იფიქრებდი. უცებ და ერთი მანერით, ერთი გამოხედვით მოგეწონოს. მე ვარ ის ტიპაჟი, რომელიც საქმეს და პირად ცხოვრებას ერთმანეთში არ ურევს. რაღაც მომენტში, შეიძლება, გაღიმებული დებილივით დადიხარ, მაგრამ იცი, როგორი მომენტია: საქმე არის შენი ცხოვრების თანამგზავრი, პირადში შეიძლება, დღეს ყველაფერი კარგად იყოს და მერე აიროს. ამ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?
– პირადში ყველაფერი კარგად არის. მე სულ შეყვარებული ვარ. თუმცა, მე რომ ვინმემ თავი მომაწონოს, ეს ადვილი არ არის. მე თუ თავი მომაწონეს – ყოჩაღ! შეიძლება, რამე განსაკუთრებული არ გააკეთოს, მაგრამ მაინც მომეწონოს. ჩემთვის ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანი უნდა იყოს განათლებული, შემდგარი, ანუ ჩამოყალიებებული აზროვნებით, ზრდილობიანი, მოწესრიგებული, მოკლედ, ძალიან ბევრი კრიტერიუმი მაქვს. და კიდევ, ის რაღაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს „ის რაღაც“ რა არის, მეც არ ვიცი. როგორ, როდის? – ამას ვერ გათვლი წინასწარ.

скачать dle 11.3