კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, განსხვავებული უნდა იყოს თუ არა ერთმანეთისგან წელიწადის სხვადასხვა დროს გამოსაყენებელი ტონალური საშუალებების ტექსტურა, ანუ, რა ნიშნის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ტონალური კრემი ან პუდრა ზაფხულისთვის ან წლის სხვა სეზონისთვის?
პასუხი: როგორც წესი, წლის ნებისმიერ დროს გამოსაყენებელი ტონალური საშუალების ტექსტურა უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპის და არა სეზონის მიხედვით.
კითხვა: როდის და როგორ უნდა წავისვა ტონალური კრემი, რომ უკეთ დაიფაროს კანის ხარვეზები?
პასუხი: საერთოდ, ტონალური კრემი, თუნდაც ყველაზე მრავალფეროვანი და სრულყოფილი შემადგენლობის მქონე, წლის ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერ ამინდში უნდა წაისვათ კანის სრულყოფილი მოვლის ანუ ყველა აუცილებელი პროცედურის ჩატარების დასრულებიდან 5-7 წუთის შემდეგ, რათა მოხდეს კომპონენტების სრულად შეწოვა. სახლის პირობებში წასმა ხდება თითების ბალიშების მსუბუქი მირტყმით („სტოკატოებით“), განსაკუთრებით ამ ადგილებზე, რომლებსაც მაქსიმალურად სჭირდება კორექტირება. პროფესიონალი ვიზაჟისტები უპირატესობას ანიჭებენ სპონჟს.
კითხვა: გამიგია, რომ იოგას ვარჯიშებით არის შესაძლებელი მადის დათრგუნვა. თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ ხდება ეს?
პასუხი: ეს ვარჯიში, რომელსაც „ტალღა“ ეწოდება, შეგიძლიათ შეასრულოთ დამჯდარმა ან ფეხზე მდგარმა (როგორც თქვენ გირჩევნიათ):
1) ზურგი გამართეთ და ხელები ჩამოუშვით. ღრმად ჩაისუნთქეთ და მუცელი მაქსიმალურად გამობერეთ. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 15-20 წამი.
2) ამოისუნთქეთ ნელა და მაქსიმალურად „შეზნიქეთ“ მუცელი. ასე გაჩერდით 15-20 წამის განმავლობაში; შემდეგ ისევ გაიმეორეთ პირველი ნაწილი, მერე – მეორე და ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე.

скачать dle 11.3