რატომ არ იყო ლარის კურსის თამაში გლობალური მოვლენების შედეგად განვითარებული და რა საფრთხეა ქალაქში კვლავ მოსალოდნელი
13 ივინისის ტრაგედიიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. ის, რაც ამ დღეს მოხდებოდა, რთულია ვინმეს ეწინასწარმეტყველა. ჩვენი რესპონდენტი ასტროლოგი, ბატონი დავით ბუტიკაშვილია, რომელმაც აღნიშნულ დღეს ასტროლოგიური რუკა გაშალა. მისივე თქმით, ის, რაც მოხდა, არ იყო ეკოლოგიური კატასტროფა, ეს უფრო არაპროფესიონალიზმით იყო გამოწვეული. რა მოხდება 28 აგვისტოს შემდეგ, როდესაც შავი მთვარე „სასწორში” გადავა და არსებობს თუ არა კიდევ რაიმე საფრთხე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– 13 ივნისს, ტრაგედიის დროს, რუკა გახსენით, რა დაინახეთ?
– ტრაგედიის დღეს ასტროლოგიური რუკა იმიტომ გავხსენი, რომ ნეგატიური ასპექტები მეპოვა. 13 ივნისს შავი მთვარე „ქალწულის” ზოდიაქოში იმყოფებოდა. საერთოდ, ასტროლოგიური თვალსაზრისით, „ქალწული“ პროფესიონალიზმს განაგებს. როდესაც შავი მთვარე „ქალწულის“ ზოდიაქოში მოძრაობს, ის ავლენს მანკიერებებს და ყველასთვის ნათელს ხდის მათ. ამ დროს, სადაც ყველაზე დაბალია პროფესიონალიზმი, იქ იქმნება კატასტოფის ალბათობაც. ეს ტრაგედია არა ეკოლოგიური მიზეზებით იყო გამოწვეული, არამედ არაპროფესიონალიზმით. უფრო გასაგებად რომ აგიხნასთ, კონკრეტულ დღეს მოსალოდნელი იყო საგზაო შემთხვევბი, რომლებიც პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად იქნებოდა გამართული. მომხდარის შემდეგ, ლოგიკურად აეწყო ის, რასაც რუკა გვამცნობდა. ყოველი გაუმართავი დეტალი ერთმანეთს დაემატა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. მას შემდეგ, არაერთი შემთხვევა მოხდა თბილისში, ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსები და ასე შემდეგ. კვლავ არსებობს საფრთხე, თუმცა ზუსტად რომელ ადგილებში დევს ნაღმი, ამის თქმა გამიჭირდება, ისევე როგორც მსხვერპლთა რაოდენობის დასახელება. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ. ეს არ იყო ეკოლოგიური კატასტროფა, უფრო ადამიანის ფაქტორმა და არაპროფესიონალიზმმა განაპირობა.
– შესაძლებელი იყო ასტროლოგიური რუკის მეშვეობით, ტრაგედიამდე ამ ყოველივეს დანახვა?
– შესაძლებელი იყო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა. თან, მე როგორც ასტროლოგი, ვხედავ ბუნებრივ კატაკლიზმებს, ისეთს, რომლებსაც ადამიანი ვერ აიცილებს. ამ ყოველივეს დამატებული არაპროფესიონალიზმი კი, სად გამოხეთქავს ამის დადგენა რთულია. კიდევ განვმეორდები, კვლავ არსებობს საფრთხე ქალაქში, ვინიდან ჯერ კიდევ შავი მთვარე „ქალწულში” მოძრაობს. ასტროლოგია ძალიან ფართო ცნებაა და მისი მეშვეობით ბევრი რამის დადგენაა შესაძლებელი. ასტროლოგებს შეუძლიათ, შეადგინონ სპეციალური რუკა და მსგავსი მოვლენები განსაზღვრონ. იყვნენ ასტროლოგები, რომლებმაც სპეციალური ინდექსი გამოიყვანეს და როდესაც სისხლისმღვრელი ომები ახლოვდებოდა, ეს გრაფიკი ნულს გადიოდა. 1939 წელსაც ნულოვან ინდექსს გადიოდა და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მომავალში, 2022 წელს გადის ნულოვან ინდექსს, თუმცა ეს ომის მაუწყებელი არაა. ამ დროს სოციალური ცვლილებები დაიწყება დედამიწაზე და 30 წელი გაგრძელდება. 2052 წლის შემდეგ დედამიწა ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი სახელმწიფო, მოხდება გლობალიზაცია, რომლის დალაგებასაც კიდევ 30 წელი დასჭირდება. ამ მოვლენას მსოფლიო ვერ გაექცევა. ასევე, ეს იქნება ყველაზე მშვიდი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში.
– ლარის კურსთან მიმართებაში რა შეიცვლება?
– როდესაც შავი მთვარე „ქალწულში“ შევიდა, პირველი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება ლარის კურსთან მიმართებაში მოხდა. ლარის კურსმა დაიწყო თამაში, თუმცა ეს არ იყო გლობალური მოვლენების შედეგად განპირობებული, აქაც არაპროფესიონალიზმთან გვქონდა საქმე. როდესაც შავი მთვარე გამოვა „ქალწულიდან” და ეს 28 აგვისტოს მოხდება, ის „სასწორში” შევა. ამ დღიდან დაიწყება ლარის კურსის დასტაბილურება და მომდევნო 9 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად იცვლის სახეს. უკვე, ლარის კურსი ექსტრემუმის წერტილს მიუახლოვდა და 28 აგვისტომდე გასტანს მისი თამაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლება იპოვის მისი დასტაბილურების გზას, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ არაპროფესიონალებს ჩამოაცილებს ამ საქმეს.
– ანუ, პოლიტიკაშიც გარკვეული ცვლილებები იქნება... მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში რა შეიძლება მოხდეს, როდესაც შავი მთვარე „სასწორში” იქნება?
– ამ დროს ცხრათვიანი მძიმე პერიოდი ეწყებათ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, რადგან „სასწორი“ საქართველოში მედიას განაგებს. მნიშვნელობა არ აქვს ეს ტელევიზია იქნება, პრესა თუ სხვა საინფორმაციო საშუალება, ყველა მათგანს შეეხება. სერიოზული კონკურენციული ბრძოლა დაიწყება და ბევრი მათგანი ვერ გაუძლებს ამ ყოველივეს. სახელმწიფოებს შორისაც გაიზრდება დაძაბულობა. შესაძლოა, ისეთი გარიგებების ნგრევაც გამოიწვიოს შავმა მთვარემ „სასწორში“, რომლებიც აქამდე მყარად არსებობდა. აუცილებად გაიზრდება იურიდიული შეცდომები, რომლებიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და შესაბამისი რეაქციაც მოჰყვება მათი მხრიდან. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ოჯახების ნგრევაც. პოლიტიკაშიც მოსალოდნელია ცვლილებები და მე თუ მკითხვათ, მინისტრი გარკვეულ პოზიციაზე მისი ზოდიაქოს ნიშინის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული.
– ანუ, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი როლი ენიჭება ასტროლოგიას? ამ კუთხით რომელ ნიშნებს გამოარჩევდით?
– დიახ, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტორს. თუკი, შუმერები და ის ხალხი, რომლებმაც ისტორია შეგვიქმნეს, ითვალისწინებენ ასტროლოგიას, დღეს რატომ არ უნდა ხდებოდეს ასე?! არავინ იფიქროს, ის ხალხი უვიცი იყო, მათ მიერ შექმნილი პირამიდების ტექნოლოგია დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება 21-ე საუკუნის მკვლევრებისთვის. ბევრად წარმატებული იქნება მუშაობის შედეგი, თუ ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ კონკრეტულ პოზიციაზე ადამიანის დანიშვნისას. როდესაც რონალდ რეიგანი კალიფორნიის გუბერნატორი ხდებოდა, ვიდრე შუაღამეს 9 წუთი არ გადასცდა ფიცი არ დადო. ყველას აინტერესებდა, რა ხდებოდა. მან ძალიან კარგად იცოდა საკუთარი ჰოროსკოპი და ისე მოქმედებდა, როგორც მის პირად რუკაში იყო აღნიშნული. დავინტერესდი ამ საკითხით და გავხსენი რეიგანის ასტროლოგიური რუკა, 9 წუთი იმიტომ იყო მისთვის გადამწყვეტი, რომ იმ დროს მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის გაიხსნა წარმატების კარიბჭე. მას შემდეგ ის ორჯერ გახდა პრეზიდენტი და დამეთანხმებით, წარმატება მისი მუდმივი თანამგზარი იყო. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, ყველაზე ამბიციურები პოლიტიკაში არიან „ლომები”, მკაცრები და წესრიგის დამამყარებლები – „კუროები”, ყველაზე დემოკრატიული – „მერწყულები.” ფინანსური სიმდიდრისკენ მიდრეკილება კი „კუროებს” აქვთ.