კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 14 ოქტომბერს, დილის საათებში. როგორია მისი კარმული მისია და რა გაითვალისწინოს, რომ ცხოვრებაში ადვილად მიაღწიოს წარმატებებს?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება სამშობლოს – თავისი ქვეყნის სიყვარულს, სამშობლოს ისტორიის, ეთნოგრაფიის ცოდნას, ადათ-წესების პატივისცემას, მორალურ-ეთიკური ნორმების დაცვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეკრძალება უცხოეთში წასვლა, მაგრამ, მისი ყოველი ნაბიჯი სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს. ამას გარდა, უნდა მოაგვაროს ოჯახური ურთიერთობები. მეტად დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო და დაეყრდნოს ცოდნის ბაზას. შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებს ან ორგანიზაციებს შორის.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 17 აგვისტოს, დილის 5-ის ნახევრიდან 5 საათამდე. მაინტერესებს, რა პროფესიები იქნება ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია: პოლიტიკის ფართო სპექტრი; საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო; მწერლობა, იურისპრუდენცია, სამართალდამცავი სტრუქტურები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე; მედიცინიდან – სტომატოლოგია, ტრავმატოლოგია, ფარმაცევტიკა, აფთიაქების ბიზნესი; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სფერო; პედაგოგიკა, ლინგვისტიკა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ სფეროში ელის წარმატებები სამომავლოდ?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ იყოს ინიციატივიანი, აქტიური, შეუპოვარი; უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა; იყოს კეთილშობილი, ოპტიმისტი; ჰქონდეს საკუთარი ძალების რწმენა. უნდა იყოს შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, მიზანმიმართული, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი – ეს მისთვის წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიური მისიაა. ასევე, ვურჩევ, მიენდოს ინტუიციას და შეძლოს საიდუმლოს შენახვა. პროფესიებიდან კი კარგია: სასწრაფო დახმარების სამსახური, რეანიმატოლოგია, ფსიქიატრია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, არატრადიციული მედიცინა, მათ შორის: სუჯუკ-თერაპია, ჰომეოპათია, ექსტრასენსის კვალიფიკაცია, ფიტოთერაპია; ასევე, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო სფერო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, დიზაინი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

скачать dle 11.3