კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაქვს გამონაყარი. რომ დავთესო, ამით რას დავადგენ – რა იწვევს გამონაყარს თუ რა წამალი მოუხდება მას?
პასუხი:  გამონაყარის ელემენტიდან აღებული ნაცხის დათესვა დაადგენს გამომწვევს და ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობას.
კითხვა: ჩემს საქმროს თვალებთან გამოსდის პატარა წანაზარდები ხორცმეტებივით. რა საშუალებით შეიძლება მათი მოცილება?
პასუხი:  თვითნებურად ნუ შეეცდებით წანაზარდების მოშორებას. მიმართეთ დერმატოლოგს ან ონკოდერმატოლოგს.
კითხვა: ჩემს შვილს დაბადებიდან ჰქონდა წითელი ლაქები შუბლზე და თავზე. ახლა წლინახევრისაა და ოდნავ გაუღიავდა. მაინტერესებს, რისი ბრალია ეს ლაქები და გადაუვა თუ არა?
პასუხი:  ჰემანგიომები (ეს არის სისხლძარღვების ემბრიონული პათოლოგია) ძირითადად, უკუგანვითერაბას განიცდის 7 წლამდე.  ქირურგიული გზით მოშორება საჭიროა მაშინ, თუ ჰემანგიომა ზომაში მატულობს.
კითხვა: ცოლ-ქმარი 4 თვეა, ერთად ცხოვრობს და ურთიერთობა ჯერ არ ჰქონიათ. 30 წლისაა ცოლი და ქალიშვილია. ძლიერი ტკივილი აქვს და ქმარს ვერ იკარებს. მაინტერესებს, როგორ აისახება ეს ქმრის ფსიქოლოგიაზე? შეიძლება, ამდენ ხანს ასე მშვიდად იყოს კაცი? ქალი აპირებს ექიმთან მისვლას.
პასუხი:  აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება ვაგინიზმი და მკურნალობის გარეშე,  თავისით არ გადის. აუცილებელია სექსოპათოლოგის კონსულტაცია, სასურველია, მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში არასრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა ასახვას ჰპოვებს ურთიერობებზე.
კითხვა: დღეს გამიკეთეს შრატი – ვირთხამ მიკბინა. ჯერ მაინტერესებს, ტეტანუსი უნდა გაეკეთებინათ თუ არა, იმიტომ რომ, არ გაუკეთებიათ და მეორე – რის ჭამა არ შემიძლია და რა პერიოდი სჭირდება ამას დაახლოებით?
პასუხი:  ცხოველის ნერწყვში შეიძლება იყოს როგორც ტეტანუსის გამომწვევი, ისე ცოფის ვირუსი. ამიტომ, კანის დაზიანების შემთხვევაში, ცოფის ვაქცინაციასთან ერთად, საჭიროა ტეტანუსის აცრაც. ნაკლებად მნიშვნელოვანი ჭრილობების დროს იმუნიზაცია საჭიროა, თუ ტეტანუსზე უკანასკნელი აცრის შემდეგ გასულია 10 წელზე მეტი. რაც შეეხება კვებას, არც ვაქცინაციის, არც მის შემდგომ პერიოდში, არავითარი საკვები არ იკრძალება, გარდა ალკოჰოლიანი პროდუქტებისა.
კითხვა: ყველაზე ძალიან მაინტერესებს B და C ჰეპატიტის ვირუსი რამდენ გრადუსზე კვდება? მანიკიურის ხელსაწყოების გასასტერილებელი 200-გრადუსიანი სტერილიზატორი მაქვს და 2 წუთით ვასტერილებ ხოლმე – თუ შველის ეგ? თუ არადა, როგორ შეიძლება, სხვანაირად რომ გავასტერილო?
პასუხი:  200-გრადუსიან სტერილიზატორში 2 წუთი არ არის საკმარისი, მეტია საჭიროა – 15-20 წუთი. კარგად წაიკითხეთ, ინსტრუქციაში ყველაფერი იქნება ახსნილი.

скачать dle 11.3