კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიანიშნებს რუსეთის მიერ „იუჟნაია ოსეტიას“ საზღვრის გადმოწევა, რომ დასავლეთსა და მოსკოვს შორის გარიგება არა მხოლოდ უკრაინის, სამხრეთ კავკასიის შესახებაც შედგა

ექვსეულმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი და რფ, ირანის საკითხზე და ირანთან შეთანხმებას მიაღწია. ეს აშშ-სა და რფ-ს პრეზიდენტებმა სატელეფონი საუბრით აღნიშნეს, რომელიც ბარაკ ობამას ინიციატივით შედგა. ამ შეთანხმებას თვით რუსმა ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა გარიგება უწოდა უკრაინის ხარჯზე და უკრაინის მონაწილეობის გარეშე (თვით-მეთქი, ვინაიდან ბ-ნი ილარიონოვი გამოირჩევა თავისი ანტიკრემლური და მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციით). შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ აშშ რუსეთს უკრაინაში დაუჭერს მხარს, ხოლო რუსეთი – ამერიკას სირია-ირანის მიმართულებით. ამავე პოზიციას იზიარებს ებრაელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი, ოღონდ ამ სქემაში სირიის შესახებ გარიგებას პრინციპულს არ უწოდებს. მეორე მხრივ, თუკი მხარეები გარიგდნენ უკრაინით, სავარაუდოა, რომ იგივე პერსპექტივა ელის სამხრეთ კავკასიასაც, თუკი ჩვენს რეგიონში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს გავიხსენებთ. რა მიანიშნებს უკრაინით ვაჭრობაზე დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის და როდის გაგრძელდება გეოპოლიტიკური აუქციონი სამხრეთ კავკასიაზე, – ამ თემაზე აბრაამ შმულევიჩი გვესაუბრება.

 

–   რამ გაფიქრებინათ, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის გარიგება შედგა უკრაინის შესახებ?
– ის, რომ დასავლეთს არ სურდა, მხარი დაეჭირა უკრიანისთვის, იმთავითვე იყო ცხადი, კონფლიქტის დაწყებისთანავე, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვეს, შეესრულებინათ ბუდაპეშტის მემორანდუმი. მისი მიხედვით, ინგლისი, საფრანგეთი და აშშ არიან უკრიანის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები, ყირიმის ანექსია კი არაფერია, თუ არა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, მაგრამ დასავლეთს არანაირი პოლიტიკური ქმედებები არ გაუტარებია ამის საწინააღმდეგოდ. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ამ მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ დასავლეთი პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში მოილაპარაკებდა პუტინთან უკრაინის თემაზე. ეს უფრო ადრეც მოხდებოდა, პუტინი რომ ამდენად აგრესიული არ ყოფილიყო. ახლა ირანის თემა გამოჩნდა და დასავლეთმა გამოიყენა შესაძლებლობა.
– თქვენთვის ეს მხოლოდ ყირიმის მოვლენების შემდეგ გახდა ცხადი? მაშინვე, როგორც კი არეულობა დაიწყო უკრაინაში მაიდნის სახით, არ ელოდით, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდებოდა?! დაძაბულობის კერები მცირე ქვეყნებში ხომ, როგორც წესი, გარიგების საფუძველი ხდება ხოლმე დიდი ქვეყნებისთვის?
– მათ, ვინც გამოდიოდა მაიდანზე, უნდოდათ იანუკოვიჩის კორუმპირებული ხელისუფლების ჩამოგდება, რომლებსაც ქვეყანა მიჰყავდათ ფსკერისკენ. ეს იყო ნამდვილი რევოლუცია, ადამიანებს უნდოდათ უკეთესი ცხოვრება, მათ მოუნდათ ტირანის ჩამოგდება და ეს ღირსეული აქციაა.
– დასავლეთის დახმარების იმედი მაშინ რეალური იყო? როგორც პოლიტოლოგისთვის ცხადი არ იყო, რომ ვაჭრობის ობიექტი მზადდებოდა?
– არა, იმიტომ რომ, პუტინი წავიდა დიდ რისკზე და საბოლოოდ, მოიგო კიდეც, მაგრამ ეს მაშინ არ იყო ცხადი. თუმცა მე არ ვიზიარებდი ჩემი კოლეგების აზრს, რომ ამერიკა ძალისმიერად ჩაერეოდა ამ კონფლიქტში და ეჭვქვეშ დააყენებდა საერთაშორისო სამართალსა და შეთანხმებებს.
– დასავლეთმა არ დააყენა ეჭვქვეშ საერთაშორისო სამართალი, როდესაც აღიარა კოსოვო? თუ იფიქრეს, რომ კოსოვოს აღიარებდნენ და პუტინი ამას მიიღებდა, როგორც გარდაუვალობას?
– ასეც მოხდა. რუსეთს არაფერი გაუკეთებია. რუსეთი შეეგუა ამას.
– როგორ არ გაუკეთებია?! რუსეთმა საპასუხოდ აღიარა ჩვენი ორი რეგიონი? ანუ მიჰყვა თამაშის ახალ წესს.
– უკრაინაში სხვა პროცესებია, პუტინს უნდა იმპერიის აღორძინება და არაღიარებული ქვეყნების პრობლემა ახლა ხომ არ გაჩენილა?! გახსოვთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში არა მხოლოდ „იუჟნაია ოსეტია“ და აფხაზეთი გამოეყო, არამედ ყარაბაღი და დნესტრისპირეთიც. თუმცა ქართული, მოლდოვური და აზერბაიჯანული სეპარატიზმი განსხვავდება ერთმანეთისგან. კონფლიქტები, ასე თუ ისე, გაიყინა. ის, რაც 2008 წელს მოხდა, იყო აგრესია და პუტინმა დაარღვია სტატუსკვო, გამოაძევა „იუჟნაია ოსეტიიდან“ და აფხაზეთიდან, კოდორის ხეობიდან, ქართველები.
– კოდორის ხეობა არასდროს მიეკუთვნებოდა აფხაზეთის ტერიტორიას.
– ამ ტერიტორიების სტატუსიც შეცვალა. მაშინ, როდესაც მანამდე რუსეთი ირიბად აღიარებდა საქართველოს უფლებას ამ ტერიტორიებზე, 2008 წლის შემდეგ კი ანექსიის აშკარა კურსი აიღო. მას ხელი არავინ შეუშალა და პუტინმა გადაწყვიტა სხვა ნაჭრების მითვისებაც. ის დარწმუნებული იყო, რომ უკრაინა თავიდან ბოლომდე მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ უკრაინელი ხალხი აღდგა. პუტინისთვის, მისი რეჟიმისთვის სასიკვდილო საფრთხეა, თუ უკრაინა გახდება აყვავებული სახელმწიფო, რადგან მაშინ რუსეთის მოსახლეობა ამას შეხედავს, როგორც მაგალითს: თუ ერთი ტირანის, იანუკოვიჩის, ჩამოგდება შეიძლება, რატომ არ შეიძლება მეორე ტირანის ჩამოგდება?!
– მე მახსოვს, თქვენ ზუსტად იმავეს ამბობდით საქართველოზე, რომ პუტინისთვის სასიკვდილოა ქართული რეფორმები. ანუ ეს ლოგიკა უკრაინაზეც ვრცელდება?
– მართალია, რეფორმები, რომლებსაც ატარებდა საქართველო, თუ იმითაც დასრულდებოდა, რომ საქართველო გამოვიდოდა რუსეთის გავლენისგან, სასიკვდილო იქნებოდა რუსეთისთვის. მიაქციეთ ყურადღება, პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთივე რეჟიმებია, როგორიც მოსკოვში, უფრო უარესებიც და უფრო კორუმპირებულები. ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც შეიძლება, იცხოვროს ადამიანურად, პუტინისთვის დიდი საფრთხეა. მით უმეტეს, თუ ეს მოხდება საქართველოსა და უკრაინაში, იმიტომ რომ, ეს ორი ქვეყანა ყველაზე ახლოსაა რუსეთთან. მათთვის საქართველო უფრო ახლობელია, ვიდრე სომხეთი და ტაჯიკეთი.
– თუმცა სომხებს ყოველთვის ანებივრებდა იმპერია. ისე, საინტერესო სიახლოვეა: გცემს, ესე იგი, უყვარხარ.
– რუსები უცნაური ხალხია, ისინი მიჩვეულები არიან, მოეპყრან სხვა ხალხებს, როგორც მონებს, მაგრამ ქართული კულტურა მათთვის უფრო ახლობელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, უკრაინის გამოკლებით. პუტინის აგრესია იმან გამოიწვია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ რუსეთთან, შეეცადნენ, უარი ეთქვათ საბჭოთა მემკვიდრეობაზე. ის, რაც მოხდა უკრაინაში, სავსებით ნათელია: პუტინი დიდ რისკზე წავიდა, დაიწყო რა ომი; თუმცა მეორე მხრივ, დასავლეთი მოიქცა იდიოტურად და განაგრძობს ასე მოქცევას. ის იქცევა ისევე, როგორც მოიქცა 1938 წელს და სავსებით სამართლიანად ადარებენ დღევანდელ სიტუაციას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე არსებულს. ეს კი ნიშნავს, რომ დასავლურ დემოკარტიას არაფერი უსწავლია.
– თუ ის შედგა, ჩვენ არ ვიცით გარიგების დეტალები. ფინალი რა იქნება: დაინაწილებენ უკრაინას ტორტივით?
– რუსეთის გარდა უკრაინის მიმთვისებელი არავინაა.
– იმას ვგულისხმობ: რომ ნაწილი დასავლური ორიენტაციის იქნება, ნაწილი –  სეპარატისტების და ნაწილი, ყირიმი, რუსეთის?
– ეს იგივეა, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა. შექმნას კონფლიქტები, რომ ამით დაიჭიროს ის კოლონიები, რომლებიც მოისურვებენ დამოუკიდებლობას. ყარაბაღისა და თქვენი კონფლიქტები იყო ინსპირირებული მოსკოვის მიერ გორბაჩოვის ხელშეწყობით, ასევე, გახსოვთ სომეხთა დარბევა ბაქოში, სუმგაითის არეულობა. ყველგან ჩანს საბჭოთა სპეცსამსახურების კვალი. ეს კონფლიქტები შეიქმნა იმისთვის, რომ საბჭოთა ორბიტაზე შეენარჩუნებინათ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს ტექნოლოგია მუშაობს და ცხადია, პუტინს იმავეს გაკეთება უნდა უკრაინაშიც. მას სურს იმ ორი სეპარატისტული ანკლავის შექმნა უკრაინაში, რომ ისინი გამოიყენოს მუდმივი დაძაბულობის კერებად. ისინი მუდმივად მოითხოვენ დამოუკიდებლობას უკრაინისგან და შესაძლოა, პუტინმა მოითხოვა ამ ტერიტორიების გაფართოებაც და შესაბამისად, სეპარატისტებმაც კიდევ რაღაც ტერიტორიების მითვისება დაიწყონ. პუტინს უნდა „იუჟნაია ოსეტიისა“ და აფხაზეთის მეორე ვარიანტი შექმნას, რომ უკრაინა წამოცმული ჰყავდეს ანკესზე. ეს გამოიწვევს ეკონომიკურ დესტაბილიზაციას, იმიტომ რომ, არავინ ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც არის სასაზღვრო კონფლიქტები, საომარი მოქმედებები. არც ინვესტიციები იქნება, ევროპის კავშირიც არ მიიღებს თავის რიგებში. შემდეგი ნაბიჯია უკრაინის დამორჩილება ეკონომიკურად და უკრაინის რევოლუციის შედეგის სრული ლიკვიდაცია. პლუს უკრაინის ქცევა რუსეთის უარეს ვარიანტად.
– თუკი გარიგება შედგა უკრაინაზე, მგონია, რომ რიგშია მთელი სამხრეთ კავკასია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
–  შესაძლოა, ასეც იყოს. მეტიც, უკრაინაზე ადრეც. „იუჟნაია ოსეტიას“ ყოველთვის უნდოდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. მაგრამ პუტინმა სწორედ ახლა, ირანის თემაზე მოლაპარაკებების შემდეგ, გადმოსწია „საზღვარი“ მოულოდნელად და ეს არ არის შემთხვევითი.
– მე მგონია, რომ ძალიანაც მოსალოდნელი იყო უკვე 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ, რადგან ოკუპანტები მიჰყვებიან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს, თუმცა, მგონია, რომ ამ ჟესტით დასავლეთს აჩვენა, როცა მომინდება, მაშინ მივისაკუთრებ საერთაშორისო მილსადენებსო. თან, ეს ირანის კონტექსტშიც მნიშვნელოვანია: ირანის ენერგომატარებლები თუ გაივლიან სამხრეთ კავკასიაზე, ისინი გაივლიან საქართველოზეც და რუსეთმა გზავნილი გაუგზავნა დასავლეთს.
– მე არ მგონია, რომ ეს იყო გზავნილი დასავლეთისთვის, იმიტომ რომ, არანაირი რეაქცია არ ჰქონია დასავლეთს.
– აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, დონალდ ტუსკი ჩავიდა ადგილზე და ნახა სადემარკაციო ნიშნები.
– მაგრამ ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს.
– აბა, ჩვენ გამო რომ არ იომებენ, ეს ჩვენ ვიცით 2008 წლიდან უკვე?
– მათ შეეძლოთ უფრო ხისტად რეაგირება. მე მგონია, რომ „საზღვრის“ გადმოწევა იყო გარიგების საგანი და იმიტომაც ირეაგირა დასავლეთმა ასე რბილად.
– თუ გარიგება შედგა, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენ წინააღმდეგობას?
– ხალხის წინააღმდეგობას ყოველთვის აქვს აზრი.
– გასაგებია, მაგრამ შედეგი? ჩვენი ჯარი რომ შეეხოცოს? რადგან, და თუ გარიგება დადებულია, მაინც შესრულდება?
– რატომაც, არა?! მე არ ვამბობ, რომ საქართველოს უნდა დაეწყო ომი,  უბრალოდ დასავლეთის რეაქცია უკიდურესად არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. არსებობს ორი ვალუტა, რომლებსაც შეუძლია შეინარჩუნოს ხალხის დამოუკიდებლობა: ოფლი და სისხლი. აგიტაციას არ ვეწევი, მაგრამ თუ არ იომებთ, თქვენ გაგანადგურებენ, როდესაც საქმე გაქვთ ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც უნდა თქვენი დაპყრობა, თუ მზად არ ხართ საომრად,  თქვენ დაგიპყრობენ, იმიტომ რომ, თქვენ ნაცვლად არავინ იბრძოლებს. არის ამის მშვენიერი მაგალითი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი: ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი. არმია იმისთვისაა, რომ იბრძოლოს და დაიღუპოს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის ერთი დეტალი: საქართველოში 2002 წლიდან დაიწყო აშშ-მა ჩვენთან წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელიც ამზადებს ქართველ სამხედროებს და ისინი მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მისიებში, დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ „ნატოს“ ქვეყნებში, ოღონდ ისინი გაწვრთნილნი არიან კოალიციის და არა საქართველოს სამხედრო მიზნების მისაღწევად. სხვათა შორის, არც სააკაშვილს გაუკეთებია რამე იმისთვის, რომ ეს რეალობა შეეცვალა. ბუნებრივია, მოუმზადებელი არმია ვერ იომებს პროდუქტიულად, მე კი არ მინდა, რომ ისინი უბრალოდ დაიხოცონ.
– სააკაშვილის შემთხვევაში მან გადააფასა დასავლეთის დახმარების იმედი. დასავლეთი არავის დაეხმარება, მაგალითად, ისრაელმა საკუთარი ძალებით მიაღწია შედეგებს.
– თქვენ, ეტყობა, გაგიმართლათ ხელმძღვანელების მხრივ.
– არა, ხალხის დამსახურებაა ეს.
– თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა ხელს არ შეუწყობდა, მარტო ხალხი ამას ვერ გააკეთებდა.
– მაგრამ, უპირველესად, ეს არის ისრაელის ხალხის დამსახურება, მაგრამ ჩვენ რომ დასავლეთის რეკომენდაციები გაგვეთვალისწინებინა, ისრაელი დიდი ხნის წინათ შეწყვეტდა არსებობას. ამიტომ იგივეა თქვენთან მიმართებაშიც. თუ თქვენ ელოდებით, რომ გაგათავისუფლებთ ვინმე სხვა, ეს მცდარი მოლოდინია.

скачать dle 11.3