კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხარჯავს ქართველი თავისი ენერგიის ნახევარს ქართველისგანვე თავდაცვაში და რატომ უნდა გახდნენ ქართველი ერის ფსიქოთერაპევტები პოლიტიკოსები

ქართველები არც სხვაზე უარესები ვართ, არც უკეთესები, მით უფრო, რომ ყველა ერი გამორჩეული და ინდივიდუალურია, თავისი დადებითი და უარყოფითი ეროვნული თვისებებით. თუმცა ისეც ხდება, რომ ჩვენივე ხასიათის თვისებებს, ხშირად დადებითსაც, მოწინააღმდეგე ჩვენივე მანიპულირების საშუალებად იყენებს, ანუ ჩვენს თვისებებსვე ამუშავებს ჩვენს დასამარცხებლად. რა თვისებებით ხასიათდება ქართველი ერი, რა არის მისი ნაკლი, რატომ არის იოლი მისით მანიპულირება, რისი გამოსწორებაა აუცილებელი და რა წარმოგვაჩენს დადებითად?  –  ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის დახმარებით შევეცდებით.

 

– ქართული ხასიათის ძირითად თვისებებად რა შეიძლება, მივიჩნიოთ?
– როდესაც ერზე ვლაპარაკობთ, შეიძლება, განვაზოგადოთ ის თვისებები, რომლებიც ახასიათებთ ერის შემადგენელ ერთეულებს, ანუ პიროვნებებს. და ქართველებს, ამ მხრივ, ახასიათებენ, როგორც ემოციურ ხალხს. ჩვენ გვახასიათებს სამხრეთელი ერებისთვის ჩვეული ემოციურობა და ეს ემოციურობა იმპულსურობაშიც შეიძლება, გადადიოდეს. ასევე, გვახასიათებს ინტელექტუალობა და ეს ემოციურობა და ინტელექტუალობა ზოგ ასპექტში შეიძლება, დაპირისპირებულ თვისებებადაც კი განვიხილოთ.
– ანუ არაემოციურად, ძირითადად, არაინტელექტუალები იქცევიან?
– სწორედ ამის თქმა მინდა. ქართველები ემოციურობასთან ერთად ინტელექტუალურადაც გამოვირჩევით, ანუ განსხვავებით ზოგიერთი ერისგან, რომლებსაც არ ახასიათებთ ლტოლვა მეცნიერებისკენ, შემეცნებისკენ და მხოლოდ ემოციურები არიან ან დაკავებულები არიან თავიანთი არტისტული ბუნების გამოხატვით. ქართველებს გვახასიათებს ემოციურობის საწინააღმდეგო თვისება, როგორიცაა შემეცნებისკენ ლტოლვა და მეცნიერება საქართველოში ოდითგანვე ძალიან განვითარებული იყო. სადაც კი საჭირო იყო, ქართველი გამოირჩეოდა ინტელექტუალობით; ემოციურობა და ინტელექტუალობა ურთიერთსაპირისპირო თვისებებია, მაგრამ ორივე გვახასიათებს. ასევე, ძალიან არტისტული ხალხი ვართ. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ქართული თეატრი და კინო ასეთ მაღალ დონეზეა, იგივე შეიძლება, ითქვას ლიტერატურაზე. ქართული სიმღერა, ცეკვა. ესეც ქართული არტისტული ბუნების გამოვლენაა.  ურთიერთსაპირისპირო ინტონაციებს გამოხატავს. ანუ კოსმოპოლიტიც არის და ნაციონალური კულტურის წარმომადგენელიც. აინტერესებს, რა ხდება მსოფლიოში, თუმცა მცირერიცხოვანი ერია. მთელ ევროპაში პირველი მენშევიკები, რომლებმაც ხელში აიღეს სახელმწიფოს მართვა, ქართველები იყვნენ და ეს იყო ქართული ხასიათის  ინტერნაციონალური მიდრეკილების გამოხატვა. მეორე მხრივ, ქართულ  ტრადიციებს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ჩვენ არ ვართ გუშინ გაჩენილი ერი და გაცილებით დიდი ისტორია გვაქვს, ვიდრე ნახევარ ევროპას.
– ემოციურობა ნიშნავს, რომ გონება, რაციო გადადის უკანა პლანზე. ეს დადებითი თვისებაა თუ უარყოფითი?
 – ემოციურობა ადამიანის ძალიან კარგი მახასიათებელია, თუმცა ჩვენ გვახასიათებს, ასევე, ემოციურობის ისეთი მხარე, როგორიცაა იმპულსურობა. იმპულსურობა კი ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური თვისებაა ჩვენი ხასიათის, რამაც არაერთხელ დაგვაზიანა პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენთან მომხდარი გადატრიალებები, თუმცა გარე ძალების ჩარევით მოხდა, მაგრამ არც შიდა ძალები აკლებდნენ ხელს და როდესაც დღეს ვუსმენთ იმ შიდა ძალებს, თუ როგორ მსჯელობენ მომხდარზე, ეტყობათ, რომ მათი ქცევა უმეტესწილად იყო იმპულსური და გარე ძალები მანიპულირებენ ერის იმ თვისებებით, რომლებიც ადვილად სამართავია. და, ზოგადად, იმპულსური ადამიანები ძალიან იოლი სამართავები არიან.
– იმპულსურობა ერთადერთია, რასაც იარაღად იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ?
– იმპულსურობა ემოციურობის ერთი ასპექტია, თუმცა, როდესაც ადამიანი მოაზროვნეცაა და ემოციურიც, ეს კარგია. არიან ერები, რომლებსაც ემოციები განდევნილი აქვთ, მაგალითად, უნგრელებზე, ლიტველებზე, ფინელებზე ამბობენ, რომ ისინი გამოირჩევიან ემოციების განდევნით, ემოციების მკაცრი კონტროლით და ამის შედეგად ასეთ საზოგადოებებში ხშირია სტრესები და თვითმკვლელობები, დამახასიათებელია ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. თუმცა ჩვენი ნაკლი ჰედონიზმიცაა, მაგრამ ჰედონიზმზე, როგორც ცალსახად უარყოფით თვისებაზე, ვერ ვილაპარაკებთ. გააჩნია, რა სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში ხდება, მაგრამ ჩვენს რეალობაში ჰედონიზმი ხშირად ნეგატიური შედეგის მომტანია და ნარკომანიაა ამის უკიდურესი გამომჟღავნება. ასევე, ჰედონიზმის გამოვლენაა სიამოვნებაზე ორიენტირებული სმა-ჭამა, ანუ ლუარსაბ თათქარიძეობა.
– თუმცა ეს სიცოცხლით ტკბობის სურვილის და უნარის მაჩვენებელიცაა.
– თუ ეს მხარე, რაციონალურად კონტროლდება ადამიანის მიერ და თავისი ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის სოციალურ კულტურას. იმ ასპარეზს, რომელში ცხოვრებაც სასიამოვნოა. მაგრამ კრიზისულ ვითარებებში, რომლებიც ჩვენ არ გვაკლია ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ეს ჰედონიზმი შეიძლება, გადაიზარდოს ისეთ მწვავე პრობლემაში, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და იმ ტიპის ნორმის მიღმა არსებულ ქცევაში, რომელიც პრიმიტიული სიამოვნების მიღების გამოხატულებაა. მეორე მხრივ, ჩვენ ღვინის კულტურას წარმოვადგენთ, ესეც ჰედონისტურია და ღვინოსთან დაკავშირებულია უამრავი დადებითი რამ: სუფრა, პიროვნებათშორის ურთიერთობები, ოჯახური ტრადიციები, ზეიმი, დროსტარება, რომლებიც ზოგად ადამიანური კულტურის ნაწილია. ასე რომ, ჰედონიზმი, უდავოდ, გვახასიათებს და ჰედონიზმის საპირისპიროა ასკეტური ცხოვრების წესი და ქართველები არ გამოვირჩევით ამ ასპარეზზე, თუმცა გვყავს ასეთი ადამიანები, მაგრამ, ზოგადად, არ გვახასიათებს ასკეტიზმისთვის დამახასიათებელი შეუპოვარი მიზანსწრაფობა, პედანტური შრომის უნარი და ქართველები არ გამოვირჩევით შრომის კულტურით. ესეც ჩვენი ერთგვარი ნაკლია, რაც აისახება ქართულ ეკონომიკაში.
მე შევეხე ქართველი ერისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და მათ პლუს-მინუსებს, მაგრამ, როდესაც ჩვენზე ლაპარაკობენ თანამედროვე ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ისინი მაინც განგვიხილავენ, როგორც პოსტაბჭოთა სივრცის შემადგენელ ერთეულს. ამან დაღი დაასვა ჩვენს ხასიათს და საბჭოთა იდეოლოგიამ ერთმანეთს დაგვამსგავსა სრულიად განსხვავებული ერები. ამდენად, როდესაც ამ სივრცეზე ლაპარაკობენ, მაინც პოსტსაბჭოთა სივრცედ მოგვიხსენიებენ და ამით იმის თქმა უნდათ, რომ საბჭოთა პერიოდში რეპრესირდა ჩვენი ეროვნული ხასიათი და მისი ადგილი დაიკავა საბჭოთა იდეოლოგიამ და იმ ფასეულობებმა, რომლებიც მოიტანა საბჭოთა მენტალიტეტმა. და მართლაც საბჭოთა იდეოლოგია მოვიდა სისხლით და მახვილით და მოერია ჩვენს ეროვნულ ხასიათს. მორევა იმით გამოიხატება, რომ ქართველებსაც გვახასიათებს ჰომო-სოვეტიკუსის თვისებები და როდესაც ჩვენს ნაკლზე ვლაპარაკობთ, ხშირად გვეშლება, რა არის ის თვისება, რაც მოგვდგამს ეროვნული ხასიათიდან და რა ჩამოგვიყალიბდა საბჭოთა გავლენით. ეს თვისებები ხშირად გვერევა ერთმანეთში. მაგალითად, ისინი, ვისაც არ უყვართ ქართული კულტურა და ასეთი ადამიანი ცოტა არ არის.
– მე მგონია, რომ ვისაც არ უყვარს, ავტომატურად რცხვენია კიდეც, რომ ქართველია.
– „ნაციონალების“ დროს განათლების სისტემა, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამკვიდრებდა იდეოლოგიას, რომ ქართული ცუდია და პოსტ-საბჭოთა თვისებებსაც მიაწერდა ქართულ ხასიათს. დღესაც უშვებენ ამ შეცდომას. კიდევ ერთი, რაც გვახასიათებდა საბჭოთა კავშირამდეც და გვახასიათებს ახლაც, არის არასახელმწიფოებრივი აზროვნება. ეს ჩვენი მართლაც დიდი ნაკლია. სახელმწიფოებრივ აზროვნებას აყალიბებს კარგად ორგანიზებული სახელმწიფო და სახელმწიფოს არარსებობამ ჩამოგვიყალიბა ეს ნაკლი. ჩვენი, ასევე, დიდი ნაკლია სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობის არქონა. ეს უნდა აღდგეს და ის უნდა აღადგინოს სახელმწიფომ. დღევანდელი დღის პრიორიტეტი არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რაც არა მარტო ასეთი დაცულობის განცდას გამოიწვევს, არამედ ისეთ მოულოდნელ შედეგს გამოიღებს, როგორიცაა ქართული ეკონომიკის გაძლიერება. თითქოსდა რა კავშირია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ნდობით არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ არ ხარჯავენ ენერგიას იმისთვის, რომ დაიცვან თავი ერთმანეთისგან, რაც ახასიათებს უნდობლობის მქონე ადამიანებს. ისინი თავიანთი ენერგიის ნახევარს ახარჯავენ თავდაცვას. ანუ ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ნდობით არიან, თავიანთ ძალებს აერთიანებენ და ვიღებთ ერთს პლუს ერთს. ასეთი ადამიანების საზოგადოება ძლიერ ეკონომიკას ქმნის, ვიდრე იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან.
– დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან დაწყებული დღემდე ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთი არ ცვლის ჩვენთან ურთიერთობის სცენარს და ჩვენც ყოველთვის ვებმებით მის მახეში. ის წარმატებით მანიპულირებს ჩვენს იმპულსურობაზე. ემოციური აღგზნების პერიოდში ჩვენ იმასაც კი დავიჯერებთ, რადგან გონება გვეთიშება, რომ გვითხრან, აფხაზმა სეპარატისტებმა ქართველი ბავშვები შეჭამეს საუზმედო ან ოსმა სეპარატისტებმა იბანავეს ქართველების სისხლითო. ამდენად, ძალიან იოლია ჩვენი წამოკიდება ნებისმიერ მომენტში, თუ ძლიერ ემოციას გამოიწვევენ.
– არა მარტო ეს, ჩვენით მანიპულირება იოლია პიროვნებაში თვითობის არარსებობის შემთხვევაშიც.
– პიროვნების თავისთავადობას გულისხმობთ?
– უფრო მეტად თვითობაში ვგულისხმობ მეს მთლიანობის განცდას. რომ მე არ იყოს გაშლილი, რაც მეოცე საუკუნიდან მოყოლებული სენია. განწყობის თეორიის თვალსაზრისით რომ შევხედოთ ადამიანს, ჩვენ გაგვაჩნია ინდივიდის დონის განწყობები, რომლებიც გულისხმობს ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას; სუბიექტის დონის განწყობები, რაც გულისხმობს ჩვენი აზროვნების სტილს და მესამე დონე –  სოციალური განწყობები, რომლებიც ადამიანებს შორის ურთიერთობას არეგულირებს სოციუმში. თვითობის ეს სამივე დონე ადამიანში უნდა იყოს თავსებადი და არაკონფლიქტური, ხოლო ქართველის შემთხვევაში ინდივიდის, სუბიექტისა და პიროვნული განწყობები კონფლიქტურია. ინდივიდის განყობები უპირისპირდება სუბიექტის განწყობებს. სუბიექტის განწყობები დაპირისპირებულია პიროვნულ განწყობებთან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენით მანიპულირება ძალიან ადვილია ამ დონეზეც კი. მაგალითად, ადვილია გაჭირვებული ადამიანის მანიპულირება ინდივიდის განწყობებით, რომ ის თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ წავიდეს იმის გამო, რომ ელემენტარული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. და ხშირად გავიგონებთ, რომ მირჩევნია, გავყიდო ვაშლი ან მანდარინი და სახელმწიფო ინტერესები არ მაინტერესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი კუჭის მოთხოვნილებები; და ჩვენ ვიცით ამით მანიპულირების შემთხვევები: სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ებმარგოს დაწესება. იგივე ითქმის სუბიექტის განწყობების დონეზეც: მაგალითად, ასეთი განწყობების, საბჭოთა დროს 37 მანეთად დავფრინავდით მოსკოვში, კაპიკები ღირდა ასანთი და დენი, სტალინი დადიოდა ერთი კიტელით, თავზე მოხვევაც ძალიან იოლია ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე, ადვილია პიროვნული განწყობების თავზე მოხვევაც: ქართველები, როგორც უკვე გითხარით, ინტერნაციონალურები ვართ და ადვილად გადმოვიღებთ იმას, თუ რა არის მოდაში გლობალურ საზოგადოებაში და ის მისაღები ხდება ჩვენი საზოგადოების 99 პროცენტისთვის, იმდენად ვართ ორიენტირებულნი არა საკუთარ მეზე, არამედ –  სხვაზე. თვითობის არმქონე ადამიანი იდენტიფიკაციას ახდენს სხვა სოციალურ გარემოზე და იდენტიფიკაციებს ახდენს სრულიად სხვა სოციალურ გარემოსთან, რომელიც ჩვენი რეალობისთვის არაადეკვატურია. ასეთი სოციალური განწყობებიც შეიძლება. ძალიან დამანგრეველი იყოს. ასეთი ადამიანი დაბნეულია, ვიღაც სხვა ჰგონია საკუთარი თავი. ამიტომ ჩვენით მანიპულირება ამ სახითაც ხდება.
– თვითობას რა გვაპოვნინებს?
– ფსიქოთერაპია
– ამდენი ფსიქოთერაპევტი სად ვიპოვოთ?
– ერისთვის ფსიქოთერაპევტები არიან პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ამ თვითობის მატარებლები არასდროს იყვნენ და, საუბედუროდ, ჯერჯერობითაც არ არიან.

скачать dle 11.3