ამნეზირებულები
ჩემი შენ გითხარიო…
იმ მარტივი მიზეზით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდა, პრეზიდენტი ფორმალური ფიგურაა და კრიზისების განმუხტვა ევალება, რამეთუ არბიტრია, სრულიად ახალ რეალობაში მოვხვდით, როდესაც პრეზიდენტსა და მთავრობა-პარლამენტს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, რაც ფრიად მოსაწონია: იმიტომ რომ, ჯერ ერთი, აქამომდე მსგავსი არაფერი გვინახავს და, მეორეც – ჩვენი პოლიტძალებიც იბრძმედებიან პოლიტიკურ ორთაბრძოლებში.
ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შეახსენა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა.
მოკლედ და კონკრეტულად, პრეზიდენტი ბრძანებს: „არაერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელიც დღეს უმრავლესობის რიგებშია, გმირულად, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა ამ მიმართულებით ცვლილებებისთვის წლების განმავლობაში… ქართული დემოკრატია ვერ იქნება ბოლომდე სტაბილური, თუ ჩვენ პარლამენტში არ გვეყოლება ძლიერი პოლიტიკური პარტიები – არა მარტო სამთავრობო, არამედ ოპოზიციური. მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც სწორედ იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ბევრად უფრო კომფორტულ სათამაშო მოედანს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოში პოლიტიკური პარტიები კი ის სტრუქტურებია, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება.“
პრეზიდენტის ლოგიკა სავსებით მისაღებია და ისიც ცხადია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება მართლაც არის კოალიციის წინასაარჩვენო დაპირება, ზუსტად ისევე, როგორც პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება – საპრეზიდენტო სასახლეზე უარის თქმა, ანუ ყველა ისე სცოდავს, როგორც მისთვის ხელსაყრელია?! –