კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიიღეთ განათლება ყველაზე იაფად და ხარისხიანად – ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში!

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი მთელ საქართველოში ცნობილია განათლების კერად, სადაც სტუდენტებისთვის ყველაზე დაბალი გადასახადია; გარდა ამისა, – ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სწავლება, მთლიანად სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, საკუთარი ტექნოლოგიური ბაზები, ტელევიზია  და წლის მაღალქულიანი აბიტურიენტებისთვის მანქანა და სხვა ძვირად ღირებული საჩუქრები. რატომ უნდა აირჩიონ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი და  რითაა გამორჩეული სწავლის პროცესი, ამის შესახებ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ლაშა კანდელაკიშვილი გვესაუბრება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბატონი ლაშა საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა რექტორია – ის 23 წლის ასაკში გახდა უნივერსიტეტის რექტორი და უკვე 9 წელიწადია, სტუდენტების განათლებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. 

– ბატონო ლაშა, როდის დაარსდა ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი და როგორია მისი ამოცანები?
–  ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წელს. ის სწავლების ევროპული მოდელის გამოყენებით, ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი სპეციალისტების აღზრდაზე. ჩვენი უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გამოცდილი, აკადემიური პერსონალითა და მოწვეული სპეციალისტებით. მათ დიდ ნაწილს განათლება მიღებული აქვს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ხარისხიან, ინოვაციაზე დაფუძნებულ სწავლებას. თუმცა ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს, რისთვისაც სტუდენტებს  საქართველოში ყველაზე დაბალ გადასახადს სთავაზობს – 1575 ლარს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ ფაქტორით და გამორჩეულობით ვამაყობთ. მე მსურს, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს და ვცდილობთ, ამ პროცესში ერთ-ერთი ხელშემწყობი ჩვენც ვიყოთ.
 ჩვენი უნივერსიტეტი  სრულადაა ორიენტირებული სტუდენტებზე, რისთვისაც, ხარისხიან განათლებასთან ერთად, საუნივერსიტეტო გრანტებსა და უცხოეთში სწავლის შესაძლებლობასაც ვთავაზობთ. აქვე გეტყვით, რომ აბიტურიენტების ცნობარში ჩვენი ნომერია 171.
– როგორც შევიტყვეთ, თქვენი უნივერსიტეტი ყოველწლიურად სოლიდური პრიზებით ასაჩუქრებს  წარჩინებულ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს.
– სწორი ინფორმაცია გაქვთ. საჩუქრები გადაეცემა სამ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს, რომლებიც პირველ, მეორე ან მესამე პრიორიტეტად აირჩევენ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს და მიიღებენ მაღალ ქულებს, ჩვენგან დასაჩუქრდებიან: „მერსედესის“  მარკის ავტომობილით (I ადგილი), ლეპტოპით (II ადგილი) და  პლანშეტით (III ადგილი), წლის ბოლოს კი საჩუქრად ავტომანაქანას მიიღებს ასევე ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტი, ხოლო წარჩინებული სტუდენტი გაემგზავრება ენის შემსწავლელ კურსებზე ლონდონში; Golders Green College-ში. გვაქვს სხვა წამახალისებელი საჩუქრებიც.
– ბატონო ლაშა, თქვენი უნივერსიტეტის სწავლების პროცესზეც გვიამბეთ, რა ფაკულტეტების არჩევა შეეძლებათ აბიტურიენტებს?
– ჩვენი უნივერსიტეტი ახორციელებს აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა; სამართალი; ბიზნესის ადმინისტრირება; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები; ინფორმაციული ტექნოლოგიები. ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს აქვს სასწავლო კორპუსები თბილისსა და ლაგოდეხში. ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზით, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, საკუთარი ტელევიზიითა და შესაბამისი პროგრამებისთვის აუცილებელი ინვენტარით, რაც ყველა პირობას ქმნის ხარისხიანი განათლების მისაღებად. ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ამოცანას წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით არსებული გამოწვევების შესატყვისი ღირებულებების მქონე სტუდენტის განსავითარებლად აკადემიური გარემოს შექმნა.
უნივერსიტეტის მისიაა, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების შეთავაზებით, შრომის ბაზართან და აკადემიურ სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საგანმანათლებლო ნოვაციების ამსახველი მოწინავე დარგების განვითარებით, საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ევროპული საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტში, ახალი ხედვის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაქცევა.
– თქვენ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა რექტორი ხართ. სტუდენტებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– მინდა გითხრათ, რომ 23 წლის გახლდით, რექტორად რომ დავინიშნე და საოცარი პასუხისმგებლობით  შევუდექი საქმიანობას. დღეს მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ახალგაზრდობას მოაქვს ახალი იდეები და ენერგია, მე ვმეგობრობ ჩემს სტუდენტებთან და ვამაყობ ამით!

скачать dle 11.3