კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში არ გაუმართლა „სლავიანსკი ბაზარზე“ სოფი სააკაშვილს და რის გამო დაჩაგრეს ის

ნიჭიერი მომღერალი სოფი სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა  „სლავიანსკი ბაზრიდან”, სადაც მესამე ადგილი აიღო და სხვადასხვა ქვეყნიდან საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღო.

სოფი სააკაშვილი: უფრო მეტი მოლოდინი მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ისეთი რაღაცეები ხდებოდა, რომ ეს მესამე ადგილიც უკვე ძალიან მაგარი იყო. მონაწილეები მეუბნებოდნენ „ლაქი“ ხარ, მესამე ადგილი რომ მოგცესო. როდესაც ჟიურიში არ ზის შენი ქვეყნის წარმომადგენელი, ძალიან რთულია, იქ რამე გააკეთო. ბელორუსიის პრეზიდენტი არა მხოლოდ გახსნას, დახურვასაც დაესწრო და ეს უკვე იმას  ნიშნავდა, რომ მათი კონკურსანტი აუცილებლად უნდა გასულიყო საპრიზო ადგილზე. მოკლედ, ყველაფერი ასე დაიწყო: მე და დედა ჩავედით მინსკში, სადაც სამი დღის განმავლობაში გვქონდა ფიმბერგის ორკესტრთან რეპეტიციები. მანამდე ორკესტრთან ერთად არ მიმუშავია და, რომ დავდექი, ხელები მიკანკალებდა. ყველა მონაწილე ასე იყო, ბელორუსის გარდა. კი გაგვიკვირდა, მაგრამ, მერე გავიგეთ, რომ ფიმბერგის ორკესტრის სოლისტი ყოფილა. ფიმბერგს ქართული ღვინო მივართვით. სხვათა შორის, ბევრს ჰქონდა საჩუქრები ჩამოტანილი, მაგრამ  არავისგან არ იღებდა, მხოლოდ ჩვენ გამოგვართვა – ქართული ღვინო ძალიან მიყვარს და უარს ვერ გეტყვითო. დედაც გაიხსენა, რომელსაც თავის დროზე მის ორკესტრთან ჰქონდა რეპეტიციები. დიდი სიამოვნებაა ორკესტრთან ერთად მუშაობა, იმხელა ენერგია და ძალა მოდის უკნიდან. უბრალოდ, თავიდან ცოტა დავიბენი, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი: ყველა ინსტრუმენტს ვუყურებდი – რომელი დაუკრავს, ახლა ეს რას გააკეთებს-მეთქი. მერე მივხვდი, რომ მე კი არ უნდა მივყვე მათ, ისინი უნდა გამომყვნენ მე და ბატონმა ფიმბერგმაც მითხრა: ამათ ნუ უსმენ, ესენი მე მაბარია, იმღერე და გამოგყვებიანო. სხვათა შორის,  გოგონები, რომლებიც ვიოლინოზე უკრავდნენ, ერთმანეთს წინასწარ პროგნოზს უზიარებდნენ: ეს გავა პირველ ადგილზე, ეს – მეორეზეო. მე პირველი ადგილი მიწინასწარმეტყველეს, მაგრამ მესამეზე გავედი – არ გამართლდა მათი პროგნოზი.
– როგორ გაგრძელდა საკონკურსო დღეები?
– მერე წავედით ვიტებსკში. ისე ციოდა, ყველანი გაციებულები ვიყავით. თავიდან ჩატარდა შიდა კონკურსი და 21 ქვეყნიდან 15 გადაგვიყვნეს ნახევარფინალში. მიკერძოებების მომენტი ყოველწუთს იგრძნობოდა.
– რას გულისხმობ?
– მაგალითად, ბულგარელი ბიჭი საიდან აღმოჩნდა მეორე ადგილზე, ვერავინ გაიგო, რადგან, ყველას ეგონა, რომ ნახევარფინალშიც ვერ გადავიდოდა. გაოცებულები დავრჩით. ყველა, ვისაც თავისი წარმომადგენელი ჰყავდა მონაწილეებს შორის, თითო ქულით ნაკლებს მიწერდა, რომ მერე თავისი კონკურსანტისთვის უფრო მეტი ქულა დაეწერა. პირველ დღეს ძალიან დამჩაგრეს. ბელორუსული სიმღერა ვიმღერე. თან, მეორე ნომერი ვიყავი და, როდესაც დასაწყისში გამოდიხარ, მაღალ ქულებს არ გიწერენ – ფიქრობენ, რომ მერე შეიძლება უკეთესი გამოვიდეს. აქედან გამომდინარე, ამაშიც არ გამიმართლა – 77 ქულა დამიწერეს.  შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ ვიმღერე და დარწმუნდებით, რომ მართლა დამაკლეს ქულები. ანრი ჯოხაძეც იქ იყო, ბავშვების ჟიურიში იჯდა და მითხრა, ძალიან დაგაკლეს ქულებიო, ყველა ამას ამბობდა. სიმართლე გითხრათ, როგორც კი ჩავედი, მივხვდი, რა სიტუაციაც იყო. პირველად არ ვყოფილვარ ამ კონკურსზე, თან, მამაჩემი 20 წელია, დადის ამ კონკურსზე და მითხრა, რა სიტუაციაც დამხვდებოდა. ვინც ზის ჟიურიში, იმას გაჰყავს თავისი წარმომადგენელი. ასე იყო უკრაინის შემთხვევაშიც – მისი წარმომადგენელიც იჯდა ჟიურიში და ჩვენი ადგილები გაყვეს. მე არავინ მეჯდა ჟიურიში და მესამე ადგილი წვალების, ანუ, ჩემი შრომის შედეგად ავიღე.  ჩეხეთიდან ბიჭი იყო, ორივე დღეს ერთი და იგივე სიმღერა იმღერა და 79 ქულა დაუწერეს. საოცრებები ხდებოდა, არაადეკვატური ქულები იწერებოდა.
– რა ხდებოდა მეორე დღეს?
– მეორე დღემ უკეთესად ჩაიარა. ჯეიმს ბრაუნის სიმღერა ვიმღერე. ალბათ, შერცხვათ და ვეღარ დამიწერეს დაბალი ქულები, მაგრამ, წინა დღეს უკვე ისეთი დაკლებული მქონდა... თუმცა, ვერც ის მაკადრეს, 21-ე ადგილზე გავეყვანე. პირველ დღეს ჟიური ალბათ მიხვდა, რომ ბევრს დააკლეს ქულები და ისეთი დაბნეულები იყვნენ, ვერ გათვალეს ვერაფერი; ამიტომ, მეორე დილით ადრე მოვიდნენ რეპეტიციაზე, რომ ენახათ, ვინ როგორ მღეროდა. შესაბამისად, მერე ვეღარ დამაკლეს ქულები. ჟიურის თავმჯდომარე იყო ფოლად ბულბულოღლი. პირველი გამოსვლის შემდეგ დამიძახა და მითხრა, შემდეგისთვის კარგად მოემზადეო. „გრანპრი“ ყაზახმა ბიჭმა აიღო, რომელიც ძალიან პოპულარული ყოფილა თავის ქვეყანაში, მისი მშობლები ასტანაში ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და მათ მითხრეს, ძალიან მოგვეწონე და გვეგონა, პირველ ადგილზე გახვიდოდიო. მერე იმ ბიჭმა შემომთავაზა დუეტის ჩაწერა და, ასევე, მითხრა ტურნეში მივდივარ და ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვალო. გარდა ამისა, კონკურსზე ასევე იმყოფებოდა ქალბატონი ასტანიდან, რომელიც, თუ არ ვცდები, მათი მუსიკალური წარმომადგენელი იყო და მან მთხოვა, იქნებ ჩამოხვიდე ჩვენთან და ჩვენს მომღერლებს მასტერკლასები ჩაუტაროო, რადგან, არა მხოლოდ მას, სხვებსაც განსაკუთრებულად მოსწონდათ ჩემი ტექნიკა. კონკურსების პლუსი ეს არის, რომ ხალხს ეცნობი და მერე მათი მხრიდან მოდის შემოთავაზებები, საკონტაქტო ინფორმაციების გაცვლა. კუბიდანაც შემომთავაზეს ჩასვლა ფესტივალზე, ასევე ინგლისიდან; ბაქოდან კი ჩემს მეგობარს, აიდანს, რომელიც ასევე კონკურსში მონაწილეობდა, მისწერეს: თუ ეცლება, სექტემბერში ჩამოვიდეს და კონცერტი ჩაგვიტაროსო.
– როდის გაიგე, მესამე ადგილზე რომ გახვედი?
– მეორე დღეს მეორე გამოვედი და არ ვიცოდი, რომელ ადგილზე გავიდოდი, იმედიც არ მქონია. კონკურსის შემდეგ ამოვიდნენ სცენაზე და გვითხრეს: სავარაუდოდ, საქართველო და უკრაინა გაიყოფთ მესამე ადგილსო. სხვათა შორის, უკრაინელს ქართველი პედაგოგი ჰყავდა. შოკში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ბევრ კონკურსანტს ქართველი ვოკალის პედაგოგი ჰყავდა, ზოგი კი მოსამზადებლად საქართველოში ჩამოდიოდა. ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ჩვენს სამუსიკო სკოლას ასე აფასებენ.
– დედა, ალბათ, ძალიან ნერვიულობდა.
– ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა. სხვათა შორის, მერე სცენაზე მიიწვიეს და „თბილისოს“ გარკვეული მონაკვეთი შევასრულეთ.
– რა მოგცეს საჩუქრად?
– დიპლომი, ყვავილები და  სტატუეტი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ფულადი ჯილდოც იყო, მაგრამ, შუაზე გავიყავით და ბევრი არაფერი გამოვიდა. სხვათა შორის, დაჯილდოების დღეს ჟიურის რამდენიმე წევრი მოვიდა – მითხრეს, მაგარი ხარო. მადლობა-მეთქი, – სხვა რა უნდა მეთქვა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– შეყვარებული არ მყავს. მივხვდი, რომ საქმის პარალელურად ვერ დავუთმობ სხვა ადამიანს დიდ დროს. ის, ალბათ, ამას ვერ გაიგებს, თუმცა, ეს დიდად არ მაინტერესებს, რადგან, თუ ჩემი არ ესმით, არც მე მაინტერესებს სხვისი აზრი. ახლა მშვიდად, კარგად ვარ. ბოდიში, მაგრამ, ვერ გამოვნახავ დროს. ვცდილობდი, რომ დრო გამომენახა, მაგრამ, არ დაფასდა და ამიტომ აღარ უნდა გამოვნახო. ბევრი გეგმა მაქვს და არ მაინტერესებს სხვა რაღაცეები.

скачать dle 11.3