კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ მართლმადიდებელი სამღვდელო იერარქიის საფეხურები.
პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელო იერარქია სამ საფეხურად განლაგდება: დიაკვანნი, მღვდელნი, ეპისკოპოსნი. მღვდელს მიენიჭება დეკანოზისა და მთავარუხუცესის ხარისხი; ეპისკოპოსს – პატრიარქის. მღვდელსა და დიაკვანს მივმართავთ: „მამაო“, ეპისკოპოსს – „მეუფეო“. ტაძარში ღვთისმსახურების დროს სამღვდელოება წოდებების მიხედვით განლაგდება. დიაკვანი მღვდელს ეხმარება ღვთისმსახურებაში. საეკლესიო მსახურებას ასრულებენ მედავითნე, მნათე, სტიქაროსანი და მგალობლები.
კითხვა: რა ევალება ქრისტიანს თავისი მშობლების წინაშე?
პასუხი: ქრისტიანი ვალდებულია, არ მიმართოს მშობელს უხეშად და ყვედრებით, ყველაფერში უნდა იყოს მათი ბეჯითად გამგონე, რაც არ ეწინააღმდეგება ღვთისა და სამოქალაქო კანონებს. ასევე, ქრისტიანი უნდა ემსახუროს მშობლებს და შემწედ ექმნეს მათ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით მათი მოხუცებულობის ჟამს და რაც უმთავრესია, უნდა ილოცოს მშობლებისთვის სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.
კითხვა: აუცილებელია თუ არა შინ ლოცვის დროს მიცვალებულებისთვის ცალკე სანთელი დავანთოთ?
პასუხი: არ არის აუცილებელი. თუ, მაგალითად, „დილის ლოცვებს“ ვკითხულობთ, რომელშიც ცოცხლებისა და მიცვალებულებისთვის ერთნაირად ვლოცულობთ შეგვიძლია, ერთი სანთელი დავანთოთ.
კითხვა: თუ ადამიანს ვინმეზე ან რამეზე აქვს შეთქმული, შეიძლება თუ არა, სხვამ შეასრულოს ეს პირობა?
პასუხი: თუ ამ ადამიანს პირობის შესრულებაში რაიმე საპატიო მიზეზი აბრკოლებს, შეიძლება.

скачать dle 11.3