კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აპირებენ ხელის მოწერას იტალიაში და ჯვრისწერას თბილისში თიკა მახალდიანი და თემო პირველაშვილი

რამდენიმე დღის წინ თიკა მახალდიანი თემო პირველაშვილზე დაინიშნა, რომელიც დაახლოებით შვიდი წელია, იტალიაში ცხოვრობს. თიკას გაცნობის შემდეგ თემო თბილისში რამდენიმე თვე დარჩა, თიკას გულიც მოიგო, დანიშნა და სამომავლოდ თიკა და თემო ერთად იტალიაში აპირებენ საცხოვრებლად გადასვლას. მე ამ მოსიყვარულე წყვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ ოჯახის შექმნას და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ.

თიკა მახალდიანი: ჩემი საქმრო თემო პირველაშვილია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში.
თემო პირველაშვილი: რამდენიმე წელია, იტალიაში ვცხოვრობ და იქ ვმუშაობ. თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა, ჩემი ოჯახის იქ ყოფნამ დიდი როლი ითამაშა. ყველანაირ სამსახურში ვმუშაობდი: „გრუზჩიკადაც“, ძაღლების გამსეირნებლადაც და ასე შემდეგ. იქ ქართველი მეგობარი მყავს და, კიდევ, იტალიელი მეგობარი, რომელიც ბევრ რამეში დაგვეხმარა. ახლა მაქვს ჩემი საქმე, რომელიც მიყვარს და სიამოვნებით ვაკეთებ. თიკას მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობდი. თბილისში რომ ჩამოვედი, სალომე ბაკურაძისა და მისი მეუღლის, ლაშა ბასლანძის (რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია), წყალობით გავიცანი. მას შემდეგ, რაც იტალიაში წავედი, არ ჩამოვსულვარ, ეს პირველი ჩამოსვლა იყო.
თიკა: მე და სალომე ერთად ვიყავით. მითხრა, ლაშა ბიჭებთან ერთად არის, უნდა მივაკითხო და შენც წამოდიო. გავყევი და იქ გავიცანი თემო. მხოლოდ მივესალმეთ ერთმანეთს, მაშინ არც მიმიქცევია ყურადღება. მერე მეორე დღეს ვნახე სალომესთან სახლში.
თემო: ლაშამ დამირეკა: ჩვენთან მოდი და იტალიური „ბლუდა“ გაგვიკეთეო. დილით დავურეკე – რამდენი კაცი იქნებით-მეთქი. მე, სალომე და თიკა ვიქნებითო. მოკლედ, მივედი და მაშინვე დავბზრიალდი სამზარეულოში.
თიკა: გავიფიქრე: ყოჩაღ, აი, ბიჭი – სამზარეულოშიც ტრიალებს-მეთქი. სხვათა შორის, იმ დღეს დიეტაზე ვიყავი, მხოლოდ ერთი ლუკმა გავსინჯე და გემრიელი იყო. გული დამწყდა, რომ ვერ მივირთვი გემრიელად. სხვათა შორის, იმ საღამოსვე მომწერა. მე ყოველთვის ძნელად მომწონდა ხოლმე, მაშინ არც მიფიქრია არაფერი, არც მომწონებია. უბრალოდ, კარგი ბიჭია-მეთქი, აღვნიშნე...
თემო: საღამოს სპაგეტი ქართულ დალევაში გადავიდა. ნასვამზე გავბედე და მივწერე.
თიკა: ნელ-ნელა მეც „შემომეწონა”. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია, თან, მასში ვაჟკაცური თვისებები დავინახე. ისეთი თვისებები აქვს, რომ მომეწონა და შემიყვარდა.
თემო: თიკა, უპირველეს ყოვლისა, პატარა ბავშვია; როგორც პატარა ბავშვს, ისე ვეფერები და მეც უკვე ბავშვივით გავხდი – გამათინეიჯერა.
– თქვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა?
– 10 წელი. ახლა უფრო ახალგაზრდულად ვგრძნობ თავს, ვიდრე 25 წლის ასაკში. საქართველოში უფრო სხვანაირი ვიყავი. იტალიამ ძალიან შემცვალა და, თავისთავად – თიკამაც. რომ ჩამოვედი, სალომე „ერთი ერთში“ გამოდიოდა და მაქსიმალური ყურადღება ამაზე გვქონდა გადატანილი. სახლში შეკრებებმა და ხშირმა ურთიერთობამ განაპირობა ჩვენი ერთად ყოფნა. უცებ განვითარდა ყველაფერი. 14 თებერვალს თიკას დაბადების დღეა, პიცერიაში ვისხედით და პიცას ვჭამდით. თიკა უცებ გავიდა და მე ხელსახოცის ქვეშ ბეჭედი დავუდე.
თიკა: ძალიან ლამაზი ოქროს ბეჭედი მაჩუქა, მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა, თან, ბეჭედიც მომეწონა. მას მერე სულ მიკეთია. მანამდე უკვე ვიყავით ერთად, მაგრამ ეს უკვე სერიოზული ნაბიჯი იყო. 14 თებერვლის ღამეს კი უცებ სადღაც გავარდა, ისეთი თქეში იყო... გალუმპული ვარდების თაიგულით  დამადგა თავზე – ეხერხება სიურპრიზების კეთება და მიხარია, რომ ასეთი ადამიანია.
– იტალიიდან რომ ჩამოხვედი, ამდენ ხანს აპირებდი დარჩენას თუ თიკამ დაგტოვა?
თემო: ნოემბერში ჩამოვედი და იანვარში მქონდა ბილეთი აღებული. ჯერ ცოტათი გადავწიე, მერე კიდევ ცოტათი და დღემდე შემოვრჩი თბილისში. 23-ში მივფრინავ, თიკას საბუთებსაც მოვაწესრიგებთ და მაქსიმუმ ორ კვირაში წამოვა ჩემთან. იტალიაში ვიქნებით. ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ვგეგმავთ ქორწილს და ერთად ჩამოვალთ.
თიკა: წინასწარ მგონია, რომ დიდხანს ვერ გავძლებ იტალიაში. ალბათ, წავალ-წამოვალ – არ მინდა, თბილისს მოვწყდე. იქაც რამეს გავაკეთებ, იქნებ, ბარში დავიწყო მუშაობა.
თემო: ჩემგან არანაირი შეზღუდვა არ ექნება. თიკას ყოველი მოსმენისას ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. თან, ყოველთვის ვიდეოს ვიღებ, მერე რამდენჯერმე ვუსმენ და უფრო მეტად ბედნიერი ვარ ხოლმე. ინტერვიუც რომ აქვს, მერე ვახვევ და, თუ რამე მომეწონება, ვურჩევ. ისე მალე გაქრა ჩვენ შორის ბარიერი, თითქოს დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს.
– სალომე და ლაშა აქტიურობდნენ?
თიკა: არ იცოდნენ. მე ვუთხარი ლაშას, შენი მეგობარი მწერს-მეთქი. კარგი ბიჭიაო.
თემო: კარგი ბიჭია, მაგრამ, თუ გინდა, ვეტყვი და არ მოგწერსო.
თიკა: ვუთხარი: ჯერ არ მიშლის ხელს, იყოს და, თუ შემიშლის, მე თვითონ გავცემ პასუხს-მეთქი.
თემო: ეს ერთსა და იმავე დღეს მოხდა. თიკამ დილით უთხრა და საღამოს სალომესთან და ლაშასთან ერთად ვიყავი, სადღაც მივდიოდით. თიკაც წამოვა-მეთქი... ლაშასთან ისეთი სიყვარული და ურთიერთობა მაქვს, აღარ გამოდიოდა, რომ მისთვის არ მეთქვა, უბრალოდ, დროს ვარჩევდი. რომ ვუთხარი (ჩვენ ერთმანეთში ცოტა ვჭორაობთ), წამიერად ცოლ-ქმარი გაჩუმდა და მერე სხვა თემაზე გააგრძელეს საუბარი. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავი ეს წამიერი გაჩუმება რას ნიშნავს-მეთქი. აღმოჩნდა, რომ კარგს ნიშნავდა – ლაშაც და სალომეც დღემდე გვერდში მიდგანან, დიდი ოჯახივით ვართ.
– რამდენიმე დღის წინ ნიშნობა გქონდათ.
თიკა: ესეც უცბად მოხდა, დაგეგმვის გარეშე. რადგან მიდის, მეც უნდა წავიდე. ოჯახს ხომ ვერ გადავახტები; თან, გვინდოდა, ან ჯვარი დაგვეწერა, ან ხელი მოგვეწერა და, საბოლოოდ, დავინიშნეთ.
თემო: მივდივარ და, მინდოდა, გული საგულეში მქონოდა. თიკასთან ოჯახში მივედით მე და მამაჩემი, მეჯვარეები და მეგობრები. სამწუხაროდ, დედაჩემი, ჩემი ძმა იტალიაში არიან, ამიტომ ოჯახის ყველა წევრი არ ყოფილა.
– ეს თქვენი პირველი განშორებაა?
თიკა: დიახ და ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მერე ძალიან „ვიგრუზები“.
თემო: ქორწილს თბილისში გადავიხდით, რადგან იტალიაში ყველა ვერ ჩამოვა, თორემ, მე იტალიაში მინდოდა, რადგან იქ ძალიან ლამაზი ტრადიციები აქვთ. მოკლედ, ჯვარს თბილისში დავიწერთ, ხელს კი იტალიაში მოვაწერთ.
– თემო, როგორი ურთიერთობა აქვს თიკას შენს შვილთან?
– 15 წლის ბიჭი მყავს. თავიდან ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ მიიღებდა, უბრალოდ, ცოტა მორიდებით იყო. მერე თიკამ იაქტიურა და ახლა ძმაკაცები არიან, უფრო და უფრო დამეგობრდებიან.
თიკა: მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, კარგად აღზრდილი ბიჭია. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ მერე გავუგეთ ერთმანეთს.

скачать dle 11.3