კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ღალატობს ზოგიერთი ქალი ქმარს და როდის ნანობს ის ამ საქციელს

ფსიქოლოგები დავობენ: სინდისის ქენჯნა ღალატის შემდეგ ქალს უფრო აწუხებს თუ მამაკაცს. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მამაკაცებს ეს განცდა საერთოდ არ გააჩნიათ და ისინი ღალატის შემდეგაც ისე მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ქალები კი ღალატის შემდეგ მთელი ცხოვრება იტანჯებიან. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ რეალურად, ეს ასე არ არის, რადგან, ადამიანები ინდივიდუალურები არიან... შესაბამისად, ინდივიდუალურია მათი რეაქციებიც.

თინიკო (39 წლის): იცით, როგორ ვგრძნობ თავს? როგორც არარაობა. განადგურებული ვარ და არ ვიცი, ჩემი ეს პერიოდი როდემდე გაგრძელდება. ჩემი ადრინდელი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო, წარმოუდგენლად განსხვავებული იმ მდგომარეობისგან, რომელიც ახლა მაქვს. რა თქმა უნდა, დამნაშავე თავად ვარ, მაგრამ, ნამდვილად არ ვარ ერთადერთი დამნაშავე.
– ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ, რაც ჩავიდინე, მარტო ჩემი ბრალი არ არის. ზოგადად, ცალმხრივად დამნაშავეები არ არსებობენ. ბევრი რამ არის ადამიანის საქციელის განმსაზღვრელი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი გავიმართლო ან ჩემი საქციელი სხვას გადავაბრალო. ვერც სინდისს შემიმსუბუქებს იმის გაცნობიერება, რომ ვიღაცამ მიბიძგა ამისკენ...
– „ამისკენ“, ანუ, ღალატისკენ?
– როგორი მძიმე მოსასმენია ეს სიტყვა ახლა და რამდენი ფარული აზრი დევს მასში, ახლა ვაცნობიერებ. თუმცა, უკვე გვიანაა. ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ მოხდა, რომ ასეთი რაღაც დამემართა-მეთქი. არ ვიცი, შეიძლება, ჩემი სისულელეა მთავარი მიზეზი... ჩემი ქმარი უკვე ხშირად მეკითხება – რა გჭირს, რა გემართებაო. მე კი ხმას ვერ ვიღებ, რადგან არაფერი მაქვს სათქმელი. მეშინია, ჩემი ქმრის დაჟინებული მზერის, შეკითხვებზე ხომ, საერთოდ, მაჟროჟოლებს. ერთადერთი პასუხი მაქვს: „არაფერი, უბრალოდ, დავიღალე“. სინამდვილეში კი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. საშინელება ყოფილა, როცა საკუთარ თავს ეომები. გარეგნულად ეს არ ჩანს, მაგრამ სერიოზული შინაგანი ბრძოლები მაქვს... ვერ მოვიტყუები – ვერ ვიტყვი, რომ ღალატზე არ მიფიქრია. ალბათ, ამაზე ყველა ქალს უფიქრია და ყველა კაცსაც.
– ამბობენ, კაცები ნაკლებად ფიქრობენო...
– ეგ როდის – ღალატამდე თუ ღალატის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ფიქრობენ კაცები ან, საერთოდ, ფიქრობენ თუ არა... თუმცა, არც იმ ვერსიის მჯერა, რომ მამაკაცები ინსტინქტის დონეზე მოქმედებენ და არაფერი ადარდებთ. მაგალითად, ვიცი, რომ კაცებს ძალიან ეშინიათ, მათი „ცელქობის“ ამბავი არ გამჟღავნდეს და სააშკარაოზე არ გამოვიდეს.
– მაგის ხომ თქვენც გეშინიათ?
– რა თქმა უნდა. ნამდვილად არ მინდა, ოჯახი დამენგრას – ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იქნება. არ მეგონა, აქამდე თუ მივიდოდი. შორს მიმავალი ურთიერთობა არ დამიგეგმავს და არც გამითვალისწინებია. მოწყენილობით დაიწყო ეს ყველაფერი...
– ანუ, მოწყენილი იყავით და რომანი ამიტომ გააბით?
– როგორ მრცხვენია ამის აღიარების, მაგრამ, ნამდვილად ასე იყო. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებას განახლება სჭირდებოდა: მომაკლდა ყურადღება, მომაკლდა რაღაც ისეთი, რაც დეპრესიაში მაგდებდა და მაღიზიანებდა. თითქოს ვიღაცისგან იმის დამტკიცება მჭირდებოდა, რომ ისევ მომხიბლავი ვარ და ისევ ვიქცევ კაცების ყურადღებას.
– მეუღლისგან ამას ვეღარ გრძნობდით?
– იცით, რაშია საქმე? ცხოვრება ძალიან ულმობელი რამ არის – ბევრ ისეთ შესანიშნავ მომენტს კლავს ან აფერმკრთალებს, მაშინვე რომ ვერ ხვდები, მაგრამ მერე ნელ-ნელა გიუარესებს ყოველდღიურობას. ვერ ვიტყვი, რომ მე და ჩემს ქმარს ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება გვქონდა. ძალიან ნორმალურად თანავარსებობდით, თუმცა, მგონი, ზედმეტად შევეჩვიეთ ერთმანეთს. ეს კარგიც არის და ძალიან ცუდიც. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მისი ან ჩემი ბრალია. რაღაც ეტაპზე კომუნიკაცია გაწყდა, ის კომუნიკაცია, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის უნდა არსებობდეს – ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ის ტიპი კომპლიმენტებით მავსებდა. ისეთ რაღაცეებს მწერდა, თავი ისევ თვრამეტი წლის გოგოდ ვიგრძენი და ამან შემცვალა – შინაგანად გამაახალგაზრდავა. უნდა ვაღიარო, რომ ეს მეტად სასიამოვნო განცდა იყო. თითქოს ფრთები შემესხა. იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ სხვა რამეზე ვეღარ ვიფიქრე, გონების ხმას ვეღარ მოვუხმე და გამაფრთხილებელი სიგნალიც არ ჩამერთო. არ ვიცი, სიტყვებით როგორ ავხსნა ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა, მაგრამ იმ განცდამ სხვა ემოციები დაჩრდილა. ახლა, რა თქმა უნდა, ვნანობ და ძალიან მაწუხებს სინდისი. ვნერვიულობ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ, ვეღარაფერს შევცვლი – დროს უკან ვერ დავაბრუნებ. ყველაზე ცუდი კი, იცით, რა არის? ამ ამბის შემდეგ, ანუ, ამ ღალატის შემდეგ, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ქმართან. სიყვარულიც გაგვიახლდა და ყველა მიძინებული ემოციაც. გახარებული და გაკვირვებულია. მეორე სუნთქვა გაგვეხსნაო, ამბობს და მე ვკვდები ამის გაგონებაზე...
– იმ მამაკაცთან კიდევ გაქვთ ურთიერთობა?
– არა. ვაიძულებ თავს, რომ მასზე აღარ ვიფიქრო და აღარ შევხვდე, თუმცა, ვაღიარებ, რომ მინდა – მთელი სხეული მთხოვს მასთან სიახლოვეს. სულ ერთხელ გვქონდა სიახლოვე, მაგრამ, ვერაფრით ვივიწყებ. თან, მრცხვენია... არ უნდა შევხვედროდი. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ამას – ჩემი ქმარი არ იმსახურებდა ასეთ მოქცევას.
– ანუ, ზოგიერთი ქმარი იმსახურებს, რომ ცოლმა უღალატოს?
– დიახ, იმსახურებს. ზოგი კაცი ისეთია, ერთთან კი არა, ათთან მაინც უნდა უღალატოს ცოლმა. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ქმარი მყავს, მაგრამ, ისეთი ერთგულია, ისეთი მეოჯახე და თავგადაკლული მამაა, მეტირება...
– ესე იგი, თუ ქმარი ღალატობს, დასაშვებია და სასურველი, რომ ცოლმა შურისძიების მიზნით უღალატოს?
– ასე რომ ყოფილიყო, სინდისი ასე ძალიან არ შემაწუხებდა და საკუთარ თავსაც ადვილად ვაპატიებდი, რასაც ახლა ვერ ვაკეთებ. ვერც იმას ვახერხებ, რომ ქმართან ინტიმური სიახლოვისას ისეთივე აღვირახსნილი ვიყო, როგორც იმასთან ვიყავი... მანქანაში მოხდა ეს და ვერაფრით ვაცნობიერებ, როგორ დავთანხმდი... თითქოს იქ მე კი არ ვიყავი, ვიღაც სხვა, უცხო ქალი აკეთებდა ამ ყველაფერს. მანამდე ყავა დავლიეთ და თვალებით მეფერებოდა... ყველაფერი თავისთავად გამოვიდა. მგონი, ორივეს ძალიან გვინდოდა. როცა მის მკლავებში ვიყავი, არაფერი მახსოვდა და არაფრის მრცხვენოდა... იყო მხოლოდ ერთი – ნეტარებისა და სიამოვნების უზარმაზარი განცდა. სინდისმა და საღმა აზრმა ძალიან გვიან გაიღვიძა. სხვათა შორის, ისიც ჩემნაირ მდგომარეობაში იყო. მითხრა, ცოლს პირველად ვუღალატეო. მეც პირველად ვუღალატე ქმარს და ეს ურთიერთობა აღარ უნდა გავაგრძელოთ-მეთქი. დამეთანხმა, მაგრამ ახლა მაინც მირეკავს, მწერს და შეხვედრას მთხოვს.
– თქვენ პასუხობთ?
– არა, რადგან, ვიცი, რომ პასუხი ურთიერთობის გაგრძელება იქნება – ვერ შევიკავებ თავს და, არ მინდა, რომ მძაფრმა სინანულმა მომკლას, ისედაც არ ვარ კარგ მდგომარეობაში. სახლში ისეთი დაღლილი და ემოციებისგან დაცლილი დავბრუნდი, არაფრის თავი არ მქონდა. მთელი კვირა გავურბოდი ჩემს ქმარს როგორც საუბარში, ისე საწოლში... მერე რაღაც შეიცვალა ჩემში და, ვცადე, ქმართან სიახლოვით დამევიწყებინა ის, რაც სხვასთან განვიცადე. რაღაც ეტაპზე თითქოს მიშველა, მაგრამ, სინდისს ვერ ვუხერხებ ვერაფერს – ვერ ვისვენებ. ჩემს უახლოეს მეგობარს მოვუყევი ამ ყველაფრის შესახებ და დამცინა – შეირგე და მოისვენეო. თითქოს ასეთი ადვილი იყოს... ხომ ცხოვრობენ ქალები, რომლებიც ღალატობენ ქმრებს და არაფერი აწუხებთ? მე რატომ განვიცდი ასე?

скачать dle 11.3