კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კენჭაძე
საკმაოდ დიდი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლები რაჭიდან არიან, მაგრამ, ბევრი ცხოვრობს გურიის ტერიტორიაზე. გურული კენჭაძეების ერთ-ერთ წინაპარს რაჭაში კაცი შემოჰკვდომია და მისი გაგურულება ამ ფაქტს უკავშირდება.
გადმოცემით, გვარის წინაპრებს კენჭების მოგროვება ჰქონიათ ჩვევად და გვარი კენჭაძე აქედან არის წარმოშობილი.
„ბაჯს მცხოვრები კენჭაძე ბაგრატ მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1544 წელი).
„ხუვნიფუს მცხოვრები კენჭაძე, მკერვალი, გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1541 წელი).
ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელები – კენჭა და კენჭო.
კენჭაძეების გვარი გვხვდება როგორც იმერეთში, რაჭასა და გურიაში, ასევე, სამეგრელოშიც და ეს დამოწმებულია მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების საბუთებში.
საქართველოში 1 158 კენჭაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 298, თბილისში – 238, ქობულეთში – 128. არიან სხვაგანაც.
გორგოშიძე
გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.
გორგა უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება.
ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.
სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.
გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ერთ-ერთ ნაწარმოებ გვარს – გორგაეთს.
ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელი და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვა – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.
გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძეს და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.
გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.
გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.
ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ კორნათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ იქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.
1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.
საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
ჯაჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაჯანა.
ჯაჯანაშვილების მეორე გვარია თვაური.
1836 წლის აღწერით, ღვევის სასოფლო საზოგადოებაში მოიხსენიებიან დიმიტრი, დავით და იაკობ თვაურები, იგივე ჯაჯანაშვილები.
საქართველოში 231 ჯაჯანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 173, თბილისში – 35, კასპში – 6. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა
ნონა დათეშიძემ

скачать dle 11.3