როდის არის ბიზნესის დაგეგმვა და ახალი საქმის წამოწყება მომგებიანი
იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ვარსკვლავების რჩევები: რას გიწინასწარმეტყველებენ ისინი, როდის არის სასიკეთო და იღბლიანი პერიოდი ასტროლოგიურად, როდის ჯობია ახალი საქმის დაწყება, სასიყვარულო კავშირების დამყარება თუ საცხოვრებლის შეცვლა.
წლის განმავლობაში არსებობს კონკრეტული დღეები და თვეები, როცა ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამ დროს წამოწყებული საქმე სამომავლოდ სარფიანი გამოდგება თქვენთვის და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებასაც მოგიტანთ.
თუ გსურთ, მეტი სარგებელი მიიღოთ საქმიდან და ბიზნესიდან, მიზნობრივად დააბანდოთ სახსრები, სწორად დაგეგმეთ როდის უნდა დაიწყოთ საქმიანობა და როდის გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულება.
იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ როდის დგება თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, უნდა შეგეძლოთ მისი გამოთვლა. ათვლა უნდა დაიწყოთ თქვენი დაბადების თვიდან. ასე რომ, განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი პერიოდი საფინანსო და კარიერული კუთხით.
მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ აგვისტოში, თქვენთვის პირველ თვედ ითვლება სექტემბერი, თუ სექტემბერში – ოქტომბერი, თუ მარტში – აპრილი და ასე შემდეგ.
პირველ თვეში მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე. მეტი დაკვირვება გმართებთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, რადგან მომავალში დიდია დანაკარგების რისკი. ამ პერიოდში წამოწყებულ საქმეში მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ზოგადად, კარიერულ და საფინანსო სფეროში ამ პერიოდში ცვლილებებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
მეორე თვეში საქმე გააზრებულად წამოიწყეთ, თუ გინდათ, რომ მან ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანოთ. ამ პერიოდში არ გირჩევთ საქმის ვალით დაწყებას. დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა და პარტნიორების მხრიდან ღალატი. თუ დრო ითმენს, ახალი საქმე მომავლისთვის გადადეთ.
მესამე თვეს შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ნაბიჯი საფინანსო სფეროში და წამოიწყოთ ნებისმიერი ახალი საქმიანობა. მართალია, ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს აუცილებლად მოგიტანთ სამომავლოდ მოგებას.
მეოთხე თვე ის პერიოდია, როცა უფრო მეტი დაფიქრება გმართებთ, რათა სწორად განსაზღვროთ ნებისმიერი საქმე. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ დაიწყებთ ამ დროს ახალ საქმეს, რათა მერე სანანებელი არ გაგიხდეთ.
მეხუთე თვეს თქვენთვის სარისკო პერიოდი დგას ახალი საქმისა და ბიზნესის წამოსაწყებად. მაღალია მოტყუების მცდელობა პარტნიორების მხრიდან და, ასევე, შეცდომების დაშვების ალბათობაც.
მეექვსე თვე ყველაზე ნაყოფიერი და სარფიანი პერიოდია საქმის წამოსაწყებად და ბიზნესში ფულის დასაბანდებლად. იყავით შრომისუნარიანი, იმოქმედეთ მიზანდასახულად, მოახდინეთ ძალების სწორად მობილიზება და მომავალში ყოველივე ეს სასურველ შედეგს გამოიღებს.
მეშვიდე თვე საკმაოდ რთულია საქმესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. არ წამოიწყოთ საქმე დამოუკიდებლად და ნურც რამე ნაბიჯს გადადგამთ ახლობლების რჩევების გარეშე.
მერვე თვეს ნუ გარისკავთ. კარგად დაფიქრდით, სანამ რამე საქმეს დაგეგმავთ. ამ პერიოდში კოსმოსიდან ნეგატიური ენერგიები მოდის დედამიწაზე და ის მეტად უწყობს ხელს, შეცდომა დაუშვათ ბიზნესში ან საქმეში. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.
მეცხრე თვეს შეგიძლიათ, თამამად მოაგვაროთ საქმესთან და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები; ასევე, დაგეგმოთ ახალი საქმე. იმოქმედეთ მიზანდასახულად და თქვენი ფინანსური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება ახლო მომავალში.
მეათე თვეს იმოქმედეთ დამოუკიდებლად და კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.
მეთერთმეტე თვე სასიამოვნო ცვლილებებით იქნება სავსე. იყავით მეტად აქტიური – ეს ფინანსებსა და შემოსავლებს გაგიორმაგებთ. ეს ის პერიოდია, როცა სიზარმაცის გამო შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
მეთორმეტე თვე ყველაზე რთულია საქმისა და ბიზნესის კუთხით. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ბრმად ნუ ენდობით ბიზნესში სხვებს და ნურც რამის შეცვლას შეეცდებით საქმიან სფეროში.
სარისკო საქმის დაგეგმვა, იქნება ეს მცირე ბიზნესი თუ ელემენტარული სამუშაო, მაშინ უნდა წამოიწყოთ, როცა თქვენთვის, ასტროლოგიური კუთხით, მომგებიანი დროა. ამის გარკვევა არც ისე ძნელია, სამაგიეროდ კი ბევრ პრობლემას, წინააღმდეგობასა და უიღბლობას აირიდებთ თავიდან.