კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხუთი საიდუმლო

თმის მოვლა სახუმარო საქმე არ არის. მოვლილი თმა ქალის მომხიბვლელობის 50 პროცენტს (თუ მეტს არა) „ქაჩავს“, თუმცა, თუკი არ იცით რამდენიმე ელემენტარული „საიდუმლო“, შესაძლოა, მონდომების მიუხედავად, ძალიან სწრაფად დაგეშალოთ დახვეული ლოკონები; თმამ მოკლე დროში დაკარგოს მოცულობა, ან, პირიქით, ზედმეტად და არათანაბრად აფუმფულდეს; ღერებს მიეცეს არაჯანსაღი ელფერი ან სათანადოდ ვერ გაისწოროთ თმა. ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ შემთხვევას თავისი მიზეზი (ანუ „საიდუმლო“) გააჩნია, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც არანაირი დისკომფორტი არ შეგექმნებათ.
მივყვეთ თანმიმდევრობით:
1) ლოკონების სწრაფად დაშლის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დასახვევად იღებთ თმის სქელ „კონას“, რის გამოც თმა ვერ ასწრებს გაშრობასა და დაფიქსირებას და, სწორედ ამიტომ, მალე უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას, ანუ – იშლება. ეს რომ არ მოხდეს, დასახვევი თმის ყოველი მწკრივი უნდა იყოს თხელი და ცხელ მაშაზე დახვევისას გუნებაში ნელა დაითვალეთ მხოლოდ 5-მდე (მეტი საჭირო არ არის, თორემ თმა დაიწვება).
მეორე მიზეზი შესაძლოა იყოს სწორედ დასახვევი ნივთიერებების სიმძიმე, ეს კი, ძირითადად, თხელ თმას ემართება. გახსოვდეთ, რომ თხელ თმას კატეგორიულად არ უხდება გელი. უმჯობესია, შეარჩიოთ თერმოდამცავი სპრეი და ქაფი და დახვევის წინ წაისვათ ღერების მთელ სიგრძეზე, თმის ძირებიდან დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის დაშორებით.
2) თუ არ გსურთ, რომ ვარცხნილობის გაკეთების შემდეგ თმამ დაკარგოს მოცულობა, არ დაუშვათ მთავარი შეცდომა – არ დაიხვიოთ ტენიანი თმა. აუცილებელია, დახვევამდე თმა სრულად გაიშროთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვათ მოცულობის მიმცემი სპრეი ან მუსი თმის ძირიდან ღერების ბოლომდე (რათა მოცულობა ძირიდანვე მიეცეს).
კიდევ ერთი შეცდომაა სტაილინგის გადაჭარბებით გამოყენება. მუსის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი ცალი კაკლის ზომას, სპრეი კი მცირე რაოდენობით უნდა მიისხუროთ ღერების მთელ სიგრძეზე. გაშრობისას თავი წინ უნდა გქონდეთ გადახრილი, თმის ძირები კი თითებით წამოსწიეთ.
თუ თხელი თმა გაქვთ, გაშრობის შემდეგ აუცილებლად შეისხურეთ ლაკი გაშლილი მკლავის მანძილიდან.
3) თმის არათანაბრად და უფორმოდ აფუმფულებას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – თქვენ ზედმეტად ცხელი ფენით გაიშრეთ თმა, რის გამოც ღერები გადახურდა და ფორმა დაკარგა. ეს რომ არ მოხდეს, ფენი ჩართეთ ნელთბილ რეჟიმზე, ბოლოს კი ხელისგულებზე თხლად წაისვით თმის ზეთი და მსუბუქად გადაისვით თავზე.
4) თმა ჯანსაღ ელფერს კარგავს იმ შემთხვევაში, თუ დახვევის ან სხვა ნებისმიერი ვარცხნილობის გაკეთების დროს მას სტაილინგით გადატვირთავთ. გახსოვდეთ: არასდროს გამოიყენოთ 3-ზე მეტი კომპონენტი.
5) თმა სათანადოდ არ სწორდება? მიმართეთ მარტივ, მაგრამ უკვე ნაცად მეთოდს (ოღონდ, ამაში დამხმარე დაგჭირდებათ): დაჯექით ისე, რომ თმა მაგიდაზე მთელ სიგრძეზე გაიშალოს. თქვენმა დამხმარემ ერთი ხელით თმა უნდა ჩამოვარცხნოს, მეორე ხელით კი სავარცხელს ცხელი უთო მიადევნოს. თუ ბუნებრივად სწორი თმა გაქვთ, უთოს 2-ჯერ გასმა ეყოფა, ხოლო თუ ხვეული –  3-ჯერ.

скачать dle 11.3