ნიკა გრიგოლიას ანეკდოტები
ზარი ბიზნესმენის ტელეფონზე:
– ეხლა კარგად მომისმინე... თუ არ გადამიხდი 100 000 დოლარს, ან შვილს მოგტაცებ, ან მანქანას დაგილეწავ, ან სახლს დაგიწვავ...
– თუ ძმა ხარ, კარგად გადაწყვიტე, რა გინდა, ჩამოყალიბდი და მერე დამირეკე!
***
– გაიგე, ბახვა? თურმე ატომური ბომბი ერთი მილიონი ევრო ღირს.
– უფ, ნეტავ ჩემს ეზოში ჩამოვარდეს, მაგრამ, მე მაგის ბედი სა მაქვს!..
***
ნარკომანი ეკითხება დედას:
– დეე, რომელ საათზე დავიბადე?
– გამთენიისას, ოთხ საათზე.
– აუუ, ესე ადრე გაგაღვიძე? მაპატიე, რა...
***
გურულს ეკითხება მეზობელი:
– სა იყავი, კირილე?
– სანადიროდ, სიდედრიზა საჩუქარი მინდოდა დაბადების დღიზა.
– მერე, ე ზღარბი მეინადირე?
– ხო, ტყავს გავაძრობ და მივართუმ, ჩეიფინოს ტუფლში, ნამეტანი ჩქარი სიარული იცის და...
***
– რამდენი წლისაა თქვენი შვილი?
– შვიდის.
– მერე, რატომ არის ასეთი გამხდარი?
– ექვსის მერე არ ჭამს!
***
– უტვინო ქალები მოგწონს?
– არა.
– მწეველი და ლოთი ქალები?
– უი, რაში მჭირდება!
– ისეთები, რომლებმაც საუზმისა და სადილის მომზადება არ იციან?
– გადააშენე იქით!
– აბა, მაშინ, რას გადაეკიდე ამ ჩემს ცოლს? დაანებე თავი!
***
ადვოკატი მიმართავს გარდაცვლილის ნათესავებს:
– სანამ ანდერძს წაგიკითხავთ, მინდა გარდაცვლილის ქვრივს მივმართო: ცოლად გამომყვებით?
***
ტელეფონი რეკავს:
– ალო!
– უკაცრავად, არმენა სახლშია?
– არმენა ვანშია.
– როდის ჩამოვა?
– დაიბანს და გამოვა, რა..
***
ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– უჰ, იმდენი წავიკითხე სიგარეტისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე, რომ, გადავწყვიტე, ხვალიდან თავს ვანებებ!
– კონკრეტულად რას ანებებ თავს, სიგარეტს თუ სასმელს?
– კითხვას!