შნიცელი პარმეზანით ონისე ონიანისგან
საჭირო ინგრედიენტები: 1 კვერცხი, 20 გრამი გახეხილი პარმეზანი, 5 სადილის კოვზი ზეთი, 2 თხელი ნაჭერი ღორის ხორცი, 3 სადილის კოვზი ძმარი, მწიკვი შაქარი, 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 500 გრამი პომიდორი, 2 სადილის კოვზი დაკეპილი ოხრახუში, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კვერცხი გათქვიფეთ, დაუმატეთ გახეხილი ყველი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ხორცის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და პილპილი, ამოავლეთ კვერცხისა და ყველის მასაში და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან კარგად შებრაწეთ. სანამ ხორცი შეიწვება, კარგად აურიეთ ერთმანეთში ძმარი, მარილი, პილპილი, შაქარი და ზეითუნის ზეთი. პომიდორი დაჭერით, მოაყარეთ ოხრახუში და მოასხით მომზადებული სოუსი. შნიცელები პომიდვრის სალათასთან ერთად მიირთვით.