ხვეულა ბრინჯითა და კრევეტებით
საჭირო ინგრედიენტები: 3 ცალი თხელი ლავაში, 120 გრამი მოხარშული (რუხი) ბრინჯი, 120 გრამი მსხვილი კრევეტები, 120 გრამი გახეხილი სტაფილო, 2 კბილი ნიორი, ზეითუნის ზეთი. ცოტა აჯიკა, მარილი, ქინძის ღერო.
მომზადებსი წესი: ცხელ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და მოშუშეთ სტაფილო. ჩაუმატეთ ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ხრაკეთ 3 წუთი. უყავით მარილი, ჩაყარეთ კრევეტები და ბრაწეთ კიდევ 2 წუთი – ესაა შიგთავსი. მთელი ლავაში დაჭერით 3 ნაწილად, გაშალეთ ფიცარზე და წაუსვით ბრინჯიანი მასა, ცოტ-ცოტა აჯიკაც ჩაუმატეთ და გადაახვიეთ. შეკარით ქინძის გრძელი ღეროთი და მიირთვით.