სოკოს საუზმე
საჭირო ინგრედიენტები: 6 ცალი მოზრდილი ქამა სოკო, 1 ჩაის ჭიქა მოხარშული ბრინჯი, ზეთი, 100 გრამი მაგარი ყველი, 1 კვერცხი, 6 ცალი პომიდორი ჩერი, 1 თავი ხახვი, მარილი, სალათის ფურცლები.
მომზადების წესი: 1 ჭიქა უკვე მოხარშული ბრინჯი მოათავსეთ თასში, შეურიეთ გახეხილი ყველი და ჩაახალეთ კვერცხი. სოკოს თავებს მოაშორეთ ძირები და მოაყარეთ მარილი. სოკოს ფეხები და ხახვი დაჭერით, ერთად მოშუშეთ ძალიან ცოტა ზეთში. ჩაუმატეთ ბრინჯიანი ყველი და კარგად ამოურიეთ. ამ მასით ამოავსეთ სოკოს ქუდები, პირქვე დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20-25 წუთი. მზა „ქუდები“ დააწყვეთ თეფშზე დაფენილ სალათის ფურცლებზე. ცხელიც გემრიელია და ცივიც.