ღვეზელი ვანილით
საჭირო ინგრედიენტები: 8 კვერცხი, 250 გრამი მარგარინი, 230 გრამი ფქვილი, 2 სადილის კოვზი წყალი, 1 ლიტრი რძე (თბილი), 2 ჩაის კოვზი ტკბილი ვანილი, 300 გრამი შაქარი, ცოტა შაქრის პუდრი.
მომზადების წესი: ჯამში გაადნეთ მარგარინი. კვერცხის ცილები კარგათ ათქვიფეთ მიქსერით; ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გულები, შაქარი, ვანილი და წყალი და ეს ნაკრებიც მიქსერით ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეათქვიფეთ გამდნარი მარგარინი, ფქვილი, ჯერ 500 მილილიტრი თბილი რძე – თან აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შემდეგ კი დარჩენილი 500 მილილიტრი და ისევ ათქვიფეთ. ამ მასას შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა (ცომი სქელი წვნიანის კონსისტენციას მიიღებს, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, ასეც უნდა იყოს). გამოსაცხობ ფორმას კარგად წაუსვით მარგარინი (ფორმის სასურველი ზომაა 45სმX25სმ), მოაყარეთ ცოტა ფქვილი და ჩაასხით ცომი. მოათავსეთ აირღუმელში 175 გრადუსზე 80 წუთის განმავლობაში. ბოლომდე რომ გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრი.