ქათამი პომიდორში
საჭირო ინგრედიენტები: ქათმის მკერდის ფილეს 1 დიდი ნაჭერი, 7 ცალი ქამა სოკო, 9 ცალი პატარა, მრგვალი პომიდორი „ჩერი“, 4 ცალი მწვანე ზეთისხილი (უკურკო), 1 კბილი ნიორი, 1 კონა ქონდარი, ცოტა თეთრი მშრალი ღვინო, ზეითუნის ზეთი, მარილი, შავი პილპილი, ცხარე წიწაკა.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი ოდნავ დაბეგვეთ, ორივე მხრიდან შებრაწეთ ზეთში, დანამეთ თეთრი ღვინით და დადეთ თეფშზე. ნიორი დაჭერით თხელ ფირფიტებად, ზეთისხილი შუა-შუა, პომიდორი – თხელ ბრტყელ რგოლებად, სოკო კი – ფირფიტებად.
ქონდარი დაჭერით მსხვილად.
იმავე ტაფაზე, რომელზეც ხორცი შეწვით, დაამატეთ ზეთი, მოშუშეთ მასში ნიორი, ცხარე წიწაკა, ზეთისხილი და პომიდორი. დაუმატეთ ცოტა ცხელი წყალი, უყავით მარილი, პილპილი, ჩაუმატეთ სოკო, მოაყარეთ ქონდარი და შუაში ჩადეთ ქათმის ფილე. ტაფას დაახურეთ თავსახური და შუშეთ კიდევ 5-6 წუთი. ამოიღეთ ლანგარზე და მიირთვით თბილი.