სამაჯური თქვენი ხელით
ამ ორიგინალური, თანამედროვე სამაჯურის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. დახედეთ სურათებს: აიღეთ ჩვეულებრივი „ელვა შესაკრავის“ სამი ცალი ნახევარი და ერთ მხარეს სამივე მჭიდროდ დაამაგრეთ ან წებოვანი ლენტით, ან სპეციალური რკინის სამაგრით, შემდეგ კი დაწანით და ბოლოებიც ზუსტად ისევე დაუმაგრეთ. გაუკეთეთ შესაკრავი და – სამაჯური მზად არის.