კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდება რატი დურგლიშვილის პირადში და რატომ ცხოვრობს ის ფანტაზიაში

  დაახლოებით ერთ წელზე მეტია, რატი დურგლიშვილმა სოლო კარიერა დაიწყო და რამდენიმე სიმღერა ჩაწერა. მალე მის მსმენელებს საშუალება ექნებათ, მომღერლის ალბომს როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზეც  მოუსმინონ. რატის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, რომელსაც ინტერვიუდან შეიტყობთ.


რატი დურგლიშვილი: ორი ახალი ქართულენოვანი  სიმღერა ჩავწერე. ერთს ჰქვია „იგრძენი სივრცე”, რომლის პრემიერა, ვიდეორგოლთან ერთად, სექტემბერში იქნება; მეორის სახელწოდებაა – „ვინ ხარ შენ”, რომელიც უკვე ტრიალებს რადიოებში. ეს არის ძალიან რიტმული სიმღერა, მისი მელოდია თავიდან პანკის სტილში იყო დაწერილი, მაგრამ შემდეგ თითქოს დისკოდ გადაკეთდა, თუმცა ბოლოდე ამ ჟანრსაც არ მიეკუთვნება. ამ სიმღერისთვის კლიპი არ გადაგვიღია და გვაქვს ძალიან მაგარი იდეა, რომელსაც მინდა დიდი გამოხმაურება მოჰყვეს და ბევრმა ქართველმა მიიღოს მონაწილეობა. გთავაზობთ, თავად გადაიღოთ ვიდეო და გამოგვიგზავნოთ. პირველი ვარიანტის მიხედვით, მისი შინაარსი შეიძლება იყოს მოგონებები, რომლებსაც ეს სიმღერა დაგიტოვებთ; მეორე – საქართველოს სხვადასხვა კუთხის ჩვენება და, ბოლოს – საცეკვაო, მხიარული განწყობის შექმნა. ეს შეგიძლიათ გადაიღოთ სელფითაც და ვიდეოკამერითაც, უბრალოდ, ხარისხი უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი, რათა ჩვენ შევძლოთ გამოყენება. ამ წამოწყებაში, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანის ხასიათი გამოჩნდება. ბოლო დროს ბევრი ნეგატივი მოხდა, ამიტომ, მინდა, კარგი აურა შემოვიტანო ქვეყანაში და პოზიტივით ვიცხოვროთ.
– უცხოეთში ვისთან თანამშრომლობ?
– სხვადასხვა პროდიუსერთან ვთანამშრომლობ, ძალიან დიდი ქსელია და ყოველთვის ერთ ქვეყანაში, ერთ კონკრეტულ ადამიანთან არ მიწევს მუშაობა. ახლახან იტალიაში ვიყავი, ერთი სიმღერის არანჟირება ლონდონში გაკეთდა. რთული რეჟიმი მაქვს, 10 დღის განმავლობაში ბოლო ორი დღე მქონდა თავისუფალი, რომ ჩემი ძმისშვილისა და დედისთვის საჩუქრები მეყიდა. დილის 9 საათიდან, საღამოს 9-10 საათამდე ვმუშაობთ.  სირთულეებსაც წავაწყდი. პირველი ის იყო, რომ სიმღერები არის ქართულენოვანი და მათ ენა არ იციან, დინამიკას ვერ გრძნობენ. ამიტომ, ამ საქმეში ბოლომდე ჩართული ვარ, ვცდილობ, ვაკონტროლო ყველაფერი – სადმე ასო არ ჩაიყლაპოს, აქცენტი არ იყოს ცუდად და ასე შემდეგ. ეს პროცესი არის დამქანცველი და ძალიან ღლის გონებას. ბევრი ამბობს ხოლმე, რომ მთავარია, პირი გააღო და მორჩა ყველაფერი.  მინდა დაგარწმუნოთ, რომ შემოქმედების შექმნა ურთულესია. ერთ ფრაზაში წლებია ჩადებული და ყველაფერი მარტივად არ ხდება. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ვქმნი, ჩემი სული და გულია; შესაბამისად, ვის მოსწონს და ვის არა – ეს მეორეხარისხოვანია. საერთოდ, ჩემი შემოქმედება იმით არის გამორჩეული, რომ ყოველთვის ვცდილობ, არ ჰგავდეს სხვას.
– სიმღერების თარგმნას არ აპირებ?
– დიახ, მაგრამ, რადგან საქართველო ჩემთვის მსოფლიოში პირველია და ჩემი ხალხია მსმენელი, მიმაჩნია, რომ სიმღერები ქართულენოვანი უნდა იყოს. როცა მათ ჩაწერაზე ვმუშაობდი, უცხოელმა კოლეგებმა დამისვეს შეკითხვა – რატომ მქონდა სურვილი, სიმღერა ყოფილიყო ქართულენოვანი, როცა მუსიკა იყო ინტერნაციონალური. ვუპასუხე, რომ მინდოდა, მსოფლიოშიც მოესმინათ ქართული მუსიკა. „ქაღალდის ნავი”, რომლის ვიდეორგოლიც იტალიაშია გადაღებული, მსოფლიოს 14 წამყვან რადიოში ტრიალებს. აქვე დავამატებ, რომ ამ სიმღერაზე შეფასება მაქვს „ბესტი” და დაახლოებით 3 200 კომენტარია დაწერილი. ერთი ცუდი არავის უთქვამს, ძირითადად წერენ, როგორ მოხვდა ეს უცნობი ადამიანი რადოსივრცეშიო. ასევე, ტექსტი, არ ესმით, მაგრამ ჟღერადობა მათთვის მისაღებია. ძალიან ხშირად მიხდიან მადლობებს იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის კულტურა გავაცანი მათ. დაახლოებით ორ თვეში ალბომის ჩაწერა დაიწყება და გამოვა როგორც ინგლისურენოვანი, ასევე ქართული სიმღერები. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი კომპოზიტორი მყავს – ქალბატონი მანანა სიამაშვილი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი ტექსტის ავტორია. თავადაც ვწერ სიმღერის ტექსტს, თუმცა მათზე მუსიკის შექმნა მეშინია, ძალიან ბვერი დაკვირვებაა საჭირო ამ დროს.
– პირველად როგორ დაუკავშირდი უცხოელ პროდიუსერებს?
– ამერიკაში მყავს მეგობარი და თავიდან ის დამეხმარა, შემდეგ კი ინტერნეტის მეშვეობით თავად მოვიძიე კონტაქტები. თუმცა, გადამწყვეტი მაინც ნიჭი აღმოჩნდა.  უცხოეთში თუ ნიჭი არ გაქვს, ვერაფერს გააკეთებ, არ გაღიარებენ და უვარგისად ჩაგთვლიან. მეუბნებიან, რომ კარგს ვქმნი, ამიტომ დაინტერესება მათი მხრიდანაც დიდია.
– საცხოვრებლად გადასვლას არ გეგმავ?
– ახლა მაწყობს როგორც ვმუშაობ. ჩემს ქვეყანაში ვარ, ახლობლებთან ერთად და, როცა საჭიროება მოითხოვს, მაშინ მიწევს გამგზავრება. ხვალ როგორ მექნება გონებაში ეს საკითხი, არ ვიცი, მაგრამ დღესდღეობით არსად წასვლას არ ვაპირებ.
– იურმალაში „ჯორჯიას” ვარსკვლავი გაუხსნეს. რატომ არ წახვედით ამ ცერემონიალზე?
– ეს წლების წინ იყო. საერთოდ, პირველი ადგილის ყველა მფლობელს გაუხსნეს ვარსკვლავი და მათი სახელებიც შეიტანეს, ვინც მონაწილეობას იღებდა. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, ნამდვილად კარგი ვარსკვლავია. ევროპაში საკუთარი ვარსკვლავი რომ გაქვს, სულ სხვა თემაა. რატომ არ წავედით, აღარ მახსოვს. იყო მოუცლელობა და პატარ-პატარა მიზეზები.
– უცხოეთში, გარდა იმისა, რომ მუშაობ და რთული რეჟიმი გაქვს, გართობისთვის დრო არ გრჩება?
– ხანდახან არის პერიოდი, როცა ძალიან ვიღლები და პიანინოს დანახვაც არ მინდა. ამ დროს ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, გავერთო მანამ, სანამ არ მომბეზრდება. ასეთ დროს არ ვაძალებ საკუთარ თავს რამის გაკეთებას. არ ვიკლებ არც გართობას და არც მუშაობას (იცინის). როგორც ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობს, ისე ვარ მეც, არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ვარ ჩემი საქმით დაკავებული და ვერთობი, როცა ვახერხებ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ამ ეტაპზე ჩემი პირადი ცხოვრება არის ალბომის დამთავრება (იცინის). ჯერ არ გამოჩენილა  ის ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გამოჩნდება, თუმცა დიდად არ ვღელავ ამ თემაზე. მესმის, რომ ასაკი მემატება და საჭიროცაა სერიოზული ურთიერთობა, თუმცა, ჯერ არავინ ყოფილა, ვისზედაც ვიფიქრებდი, რომ მასთან ერთად ცხოვრებას შევძლებდი.
– მშობლები რას გეუბნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით?
– მთელი ცხოვრებაა, ჩემი პრონციპებით ვცხოვრობ, ოჯახის წევრებშიც მოპოვებული მაქვს ნდობა და არ ერევიან ჩემს პირადში.  შეიძლება მითხრან რაღაც, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი უფრო ისაა, მე რას გადავწყვეტ. მათ ესმით, რაც ხდება ჩემს თავში და ამ კუთხით გულნაკლული ნამდვილად არ ვარ. საერთოდ, ფანტაზიაში ვცხოვრობ და, ვფიქრობ, ეს კარგია, რადგან ვერავინ მოგაყენებს ზიანს. საერთოდ, ურთიერთობები ორ თვეზე მეტხანს არ გრძელდება, მერე ეჭვიანობები და მსგავსი რაღაცეები იწყება.
– ანუ, ორთვიანი ურთიერთობები გაქვს ხოლმე?
– მაქსიმუმი 4-5 თვე იყო. ამ პერიოდის შემდეგ იწყება ის ჯოჯოხეთი, რომელიც ანგრევს ყველაფერს და აჩენს ბზარებს ურთიერთობებში. ძალიან მალე ვივიწყებ ადამიანებს და იშვიათად ვაპატიებ შეცდომებს. არ მიყვარს, როდესაც ჩემს შეცვლას ცდილობენ, უნდა მიმიღონ ისეთი, როგორიც ვარ. როდესაც მათ საწინააღმდეგოდ მიმოქმედია, ბოლოს საშინელი კლანჭები გამოუვლენიათ. ამიტომ, დავრწმუნდი, რომ ჩემთან ურთიერთობის ღირსები არ არიან, თუმცა მათთან დღემდე ვმეგობრობ.

скачать dle 11.3