კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მისწერა ბოლო შეტყობინება ირაკლი ჭანიამ ავარიამდე და რით იყვნენ გამორჩეულები მამკოდის გზაზე ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული ბიჭები

7 ივლისს კიდევ ერთი ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა: მამკოდის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა: 21 წლის ირაკლი ჭანია, 22 წლის ზუკა ლემონჯავა, 30 წლის შოთა ანჯაფარიძე და კოკა ჯობავა, რომელიც იმ დღეს გახდა 22 წლის. მეგობრები სწორედ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად იყვნენ ბუნებაში გასულები და უკანა გზაზე წამოსულებს ეს საშინელება შეემთხვათ.



თეა აქუბარდია (გარდაცვლილი ბიჭების მეზობელი): ოთხივე ბავშვი ჩემ თვალწინ გაიზარდა. საშინელ ავარიას ემსხვერპლნენ. ისეთი საშინელი უბედურება დატრიალდა, რომ გადარჩენილ ბავშვებს ნორმალურად არც ახსოვთ, რა მოხდა. ახლახან გამოწერეს გარდაცვლილი ირაკლი ჭანიას ძმა და ბავშვი საერთოდ ვერაფერს იხსენებს. მან არც იცოდა, რომ ბიჭები დაიღუპნენ და ძალიან ცუდადაა ამ ყველაფრის გამო. მეგობრები და მეზობლები რომ ამ დღეში არიან, მისი მდგომარეობა როგორიღა იქნება. ბავშვი შოკშია, გათიშულია. ერთი ბიჭი ძალიან ცუდადაა. გადარჩება თუ არა, არავინ იცის. არ ვიცი, რა ვთქვა, საოცარი ბავშვები იყვნენ. მათზე ცუდს ვერავინ იტყვის. სილამაზით დაწყებული, ზრდილობით დამთავრებული – ყველაფერი ჰქონდათ. აზრზე ვერ მოვდივართ, ნუთუ ეს ბავშვები ჩვენ გვერდით აღარ იქნებიან?! ჩვენს თავს საშინელი უბედურება ტრიალებს. მეხუთე სართულზე ორი მიცვალებულია, მეექვსეზე – ერთი, მეოთხეზე – ერთი. ვისთან შევიდეთ, რომელი ერთი ვიგლოვოთ, აღარ ვიცით. ეს ბავშვები ყოველდღე სიცოცხლეს გვიხალისებდნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი, კოკა, რომელსაც ამ საშინელ დღეს დაბადების დღე ჰქონდა, დედისერთა იყო. ეს ბავშვი, რატომღაც, სულ მოწყენილი დადიოდა, თუმცა, ვერავინ გაიგებდა, რა აწუხებდა. საოცრად გაწონასწორებული ბავშვი იყო. ირაკლი ჭანია კი სულ იცინოდა, მოწყენილს ვერასდროს ნახავდით. საოცარი გარეგნობის ბიჭი იყო, ფოტომოდელს ჰგავდა და სულ სურათებს იღებდა. ამდენ ფოტოს რატომ იღებ-მეთქი, ვეკითხებოდი და, მომწონს, ლამაზი ვარო, – ამბობდა. იმ დღეს საოცრად მხიარულები იყვნენ. ერთად გადაუღია ფოტოები ოთხივეს – გულმა უგრძნოთ, რაც მოელოდათ თუ რა იყო, არ ვიცი. წასვლამდე რომ ვნახე, ვუთხარი, რა ხდება, რა ლამაზები ხართ-მეთქი. სიცილი დაიწყეს – ბუნებაში მივდივართ საქეიფოდო. ირაკლის საცოლე ჰყავდა და ერთ თვეში დაქორწინებას აპირებდა. შოთას რაც შეეხება, ის დაქორწინებული იყო და ერთი პატარა შვილი დარჩა. მისი მეუღლე ახლა მეორე ბავშვს ელოდება. შოთა საოცარი ადამიანი იყო. სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და ეკლესიურად ცხოვრობდა. ხატების წერით იყო დაკავებული. ასაკით, დანარჩენებთან შედარებით, უფროსი იყო – 30 წლამდე. მათ ხშირად არიგებდა და რჩევებს აძლევდა ხოლმე. არავინ იცის, რა მოხდა. ისინი, ვინც სხვა მანქანით მათთან ერთად მოდიოდნენ და ხედავდნენ, ყვებიან, რომ სულ ცეკვითა და სიმღერ-სიმღერით მოდიოდნენ, მუსიკები ჰქონდათ ჩართული და მხიარულობდნენო. კიდევ ერთი გარდაცვლილი – ზუკა, ყველაფერი იყო დედამისისთვის. დედისთვის ყველანაირი შვილი უსაყვარლესია, მაგრამ ზუკა საოცრება იყო. ყველა დედას ვუსურვებ მისნაირ შვილს. ასაკით პატარა იყო, მაგრამ ჩამოყალიბებული კაცივით აზროვნებდა და იქცეოდა. ბავშვობიდან, სადაც კი შეეძლო, ყველგან მუშაობდა და გვერდში ედგა ოჯახს. ორმეტრიანი ვაჟკაცი ბიჭი იყო, არაფერი აკლდა, თუმცა არანაირ სამსახურში არ თაკილობდა მუშაობას. ყველაფერს აკეთებდა, რომ სახლში პურის ფული შეეტანა. როცა მამამისი აქ არ იყო, ხელფასს რომ აიღებდა, დედას ყველა ხარჯისთვის უნაწილებდა თანხას. ყველაფერს დიდი კაცივით გეგმავდა, არადა ჯერ მხოლოდ 22 წლის იყო. სპორტსმენი იყო, რაგბიზე დადიოდა. ბოლო დროს ამბობდა, ცოტა გავსუქდი და ყოველ დილით უნდა ვივარჯიშოო. ახლა, თუ არ ვცდები, დაცვაში მუშაობდა. გაჩერებულს ვერასდროს ნახავდით, სულ შრომობდა. საოცარი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. მოწყენილს რომ დაინახავდა, სულ ეფერებოდა და ცდილობდა, გაემხიარულებინა. ბევრი გოგო ვერ მოექცევა დედას ისე, როგორც ზუკა – სულ თვალებში უყურებდა, რა გაუხარდებოდა. ამ ბიჭებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. სულ ერთად იყვნენ. სამსახურს და სასწავლებელს რომ მორჩებოდნენ, აუცილებლად შეიკრიბებოდნენ ხოლმე. ერთმანეთის გარეშე ლუკმას არ ჭამდნენ. ერთს თუ ჰქონდა, ესე იგი, ყველას ჰქონდა. რამეზე საყვედური რომ გეთქვა მათთვის რაღაც წვრილმანის გამო, ან თუ წაეკამათებოდი, მოვიდოდნენ და ჩაგიხუტებდნენ. გულში არაფერს ჩაიდებდნენ. ზრდილობითაც გამოირჩეოდნენ. სულ უცხო ადამიანი რომ დაენახათ, დახმარება თუ სჭირდებოდა, დაუფიქრებლად დაეხმარებოდნენ. მათი იმედი ყველას ჰქონდა. ჩვენთან, უბანში მაღაზიის გამყიდველიც ამბობდა, ამ ბავშვების ამბავმა დამღუპაო, არადა,  სულ ათი დღეა, რაც ჩვენთან მუშაობს. მათთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, მიმხვდარიყავი, როგორები იყვნენ. სულ ერთად დადიოდნენ, ცალ-ცალკე ვერასდროს ნახავდით. უბანშიც ერთად იყვნენ, ერთად თამაშობდნენ და იმქვეყნადაც ერთად წავიდნენ. არ ვიცი, ასეთი საშინელება თუ მომხდარა სხვაგან. წარმოდგენაც არავის შეუძლია, აქ რა ტრაგედია ტრიალებს. მთელი სახლი ტირილის ხმას მიაქვს. ხალხი შეძრულია. მშობლები საშინელ დღეში არიან, აღარაფერი უნდათ. წყალსაც კი ძალით ასმევენ. ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ და გავამაგროთ, შვილების დატირება რომ შეძლონ. ერთადერთი, იმასღა ვნატრობთ, რომ, კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, გამოკეთდეს და ფეხზე დადგეს. ისიც ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობს. წარმოდგენა არ გვაქვს, ეს ტრაგედია როგორ უნდა გადავიტანოთ.
გიო შარანგია (გარდაცვლილი ბიჭების მეგობარი): იმ დღეს ერთ-ერთი დაღუპულის, კოკა ჯობავას დაბადების დღეს აღვნიშნავდით მამკოდაში. იქიდან წამოსვლისას გზაში საშინელი ავარია მოხდა. მანქანაში რვა ბიჭი იჯდა და სამი იქვე გარდაიცვალა – იუბილარი სასწრაფოს მანქანაში და დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხი გადარჩა, თუმცა ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ მათზე ცოტა ადრე ჩამოვედით სახლში და, რომ დავურეკეთ, გვითხრეს, მალე მოვალთო. ავარიის დროს ერთ-ერთი მშობელს ელაპარაკებოდა თურმე და მათ ყველაფერი ტელეფონით მოისმინეს. ოთხივე გამორჩეული ბიჭი იყო. საჭესთან შოთა იჯდა,  მათ შორის ყველაზე უფროსი. ის ძალიან მორწმუნე ბიჭი იყო და სულ რჩევებს გვაძლევდა. ირაკლი საოცრად მხიარული იყო. საცოლე ჰყავდა და ბოლო შეტყობინება საცოლისთვის აქვს მიწერილი: ბოდიში, ცოტა ნასვამი ვარ და არ გეწყინოს, 10 წუთში გნახავო. ზუკა სპორტსმენი იყო. ახლა მერიაში მუშაობდა. იმ დღეს „სმენაში“ უწევდა მუშაობა, მაგრამ, კოკას დაბადების დღის გაცდენა არ უნდოდა და თანამშრომლისთვის გაუცვლია. კოკა მისი პატარა ძმის ნათლიაც იყო. სულ ერთად ვიყავით და ახლა ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელება ხდება – ახლა ერთ სადარბაზოში ოთხი მიცვალებული გვისვენია.

скачать dle 11.3