კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოს დაოჯახებულმა წყვილმა, რომ მშვიდი და დაცული ურთიერთობა შეინარჩუნოს და რისგან გვიცავს სარკის ტარება

რთულია პირად ცხოვრებაში სიმშვიდის დამკვიდრება. თუ ეზოთერიკაში ჩახედულ ადამიანებს დავუჯერებთ, ჩვენ თავად ვიქმნით წარმატების კოდს. განსაკუთრებით კი ქორწინების დღეს უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც მომავალში ბედნიერ თანაცხოვრებას გვიქადის. ასევე, ქალბატონებისთვის არსებობს სამკაულები, რომლის ტარებაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, იცავს ავი თვალსგან და პირად ცხოვრებაშიც უმართავს ხელს. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქალბატონი ნაზი, რომელმაც არაერთი ოჯახი იხსნა დანგრევისგან.



– შეყვარებულთა უმეტესობა ქორწილს ზაფხულის პერიოდს ამთხვევს. თუ არსებობს უძველესი ტრადიცია, რაც ამ დღეს ახალდაქორწინებულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ?
– რასაკვირველია, არსებობს და, სამწუხაროდ, ამას დღევანდელი ახალგაზრდები აღარ ითვალისწინებენ. ახალდაქორწინებულებმა ბედნიერად რომ იცხოვრონ, ქორწილის დღეს ფეხსაცმელში ცაცხვის ფოთოლი უნდა ჩადონ. ეს, სამომავლოდ, ოჯახურ თანაცხოვრებაში ბედნიერების მომტანია. ქორწინების პირველ ღამეს კი საწოლის ქვეშ დადგით გამჭვირვალე მინის ჭიქა, ჩაყარეთ მასში შაქარი, დილით კი ამ წყლით მოადუღეთ ყავა ან ჩაი და ის მიირთვით ორივემ – ეს მომავალ ცხოვრებაში დიდ სიყვარულს გპირდებათ, თან, სკანდალებისა და გაუგებრობების გარეშე. ძალიან კარგია გრძნობების აყოლა, მაგრამ, თუ ცოტა გონებასაც მოუხმობთ და წინაპრების გამოცდილ წესებსაც გამოიყენებთ, ვერც ავი თვალი და ვერც შური ვეღარ დაანგრევს თქვენს ბედნიერებას.
– როცა ახალდაქორწინებული წყვილი ახალ სახლში იწყებს თანაცხოვრებას, აქაც მართებს რაიმე წესების დაცვა?
– დიახ, ორივეს მართებს და ეს ძალიან საყურადღებო თემაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ სახლის კუთხე ყველაზე წარუმატებელი ადგილია ბინაში – ის ადამიანისგან ენერგიას ისრუტავს, ანუ, სახლის ერთგვარი ვამპირია. ამიტომ ამ ადგილას არ უნდა გაჩერდეთ, მით უმეტეს ზურგით, რადგან ადამიანის ზურგი ყველაზე დაუცველი და სუსტი ენერგეტიკული არეა. ასევე, საშიშია დანაწევრებული და ნახატებიანი სარკეების დაკიდება ბინაში – ის არღვევს ადამიანის ენერგეტიკას, ეს კი ძალიან საშიშია. მაგრამ, თუ ჩვეულებრივ სარკეს ჯიბით ატარებთ, ეს კარგია, რადგან მტრისგან დაგიცავთ. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ თუ სარკეს ჯიბით ატარებდნენ, ის შემხვედრის უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდა. სარკე ჯიბეში ამრეკლავი ზედაპირით პატრონის სხეულისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან უარყოფით ფიქრებს, აზრებსა და ჩანაფიქრს აირეკლავს. ასევე, შეყვარებული წყვილის საწოლი არ უნდა უყურებდეს სარკეს და არც ფანჯრისკენ იყოს მიმართული. სხვათა შორის, როცა ახალდაქორწინებულები ახალ ბინაში შევლენ, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ონკანიდან წყალი უნდა აიღონ და ორივემ თითო ჭიქა დალიოს.
– ბევრს ეს ყველაფერი ზღაპარი ჰგონია...
– ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ ეს მე არ მომიგონია. გადახედეთ უძველეს ეზოთერიკულ ლიტერატურას ან წინაპრების მიერ დატოვებულ ჩანაწერებს. ეს რიტუალები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ყველას თავისი ბედი აქვს და, რაც დაბადების მომენტში დაგვეწერა შუბლზე, მას ვერც შევცვლით და ვერც ავცდებით. ამიტომ, გირჩევთ ბედნიერების შანსი არ გაუშვათ ხელიდან, ცდა ნამდვილად ღირს.
– თუ ადამიანი დიდი ხნის დაოჯახებულია და მის ცხოვრებაში დგება დაღმავალი პერიოდი, როცა საყვარელ ადამიანთან კონფლიქტებსა და გაუგებრობებს ვერ უვლის გვერდს?
– ყველას ცხოვრებაში დგება ჩავარდნის პერიოდები. ამიტომ, სწორედ ამ დროს უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და სიტყვა, რომ პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ – ცუდისკენ არ მიმართოთ საკუთარი ბედი და იღბალი. ჩავარდნის პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, წყევლოს საკუთარი დაბადების დღე და ასე შემდეგ. ეს გაუაზრებლად ხდება და ადამიანი აზრზეც ვერ მოდის, რომ ასეთი საქციელით თავს ვნებს და ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ ბედ-იღბალს. მართალია, როცა წარუმატებელი დღეები გაქვს, ამ დროს ძნელია, საყვარელ ადამიანთან საუბრისას, აკონტროლო სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ, თუ იცი, რომ ამ გაუაზრებელ ქმედებებს არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება, აუცილებლად შეიკავებ თავს. ხომ იცით, დაუფიქრებელი ნათქვამი უფრო ხშირად აგვიხდება, ვიდრე გააზრებული. ამიტომ, სურვილებიც უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე, თუნდაც დიდი ხნის ოჯახი გქონდეთ.
– თუ არსებობს რაიმე ეზოთერიკული წესი, რითაც ასეთი გაუგებარი სიტუაციიდან ადვილად დავიძვრენთ თავს და დადებითისკენ შევცვლით მოვლენებს?
– საყვარელ ადამიანთან  დაძაბულობის დროს, სიტუაციის გასანეიტრალებლად და პრობლემების მოსაგვარებლად კარგია ვერცხლის ქინძისთავის ტარება – ის დაგეხმარებათ, მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, იყოთ ფრთხილი და წინდახედული პარტნიორთან. ვერცხლის ქინძისთავის ტარება, ასევე, მეექვსე გრძნობას ავითარებს და ადამიანს ექსტრემალური სიტუაციებისგან იცავს. ზოგადად, დღეს მოდაშია ტანსაცმელზე ათასგვარი ბროშისა და თვლებით მოჭედილი გულსაბნევის ტარება. გეტყვით, რომ, მაგალითად, ოქროს გულსაბნევი ადამიანს ჭორებისა და მითქმა-მოთქმისგან იცავს; თუ ვერცხლის ბროშს მისაღებ ოთახში, ფარდაზე მიამაგრებთ, ის თქვენს საცხოვრებელს ხანძრისა და გაქურდვისგან დაიცავს და, ასევე, კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, გირჩევთ, მელქიორის გულსაბნევი ატაროთ. რაც შეეხება თილისმურ ქვებს, გეტყვით, რომ ბრილიანტებით მოოჭვილი გულსაბნევი საქმიანი ქალბატონისთვის, უბრალოდ, აუცილებელია – ნებისმიერი მოლაპარაკების დროს, ის ხელს უწყობს, გაითვალისწინონ ქალბატონის აზრი და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ მიიღონ. ზურმუხტისთვლიანი გულსაბნევის ტარება ჯანმრთელობისთვისაა ძალიან კარგი, რადგან დაავადებებისგან დაგიცავთ; ოპალისთვლიანი გულსაბნევი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, მარგალიტისთვლიანი სამკაული კი კარგია მათთვის, ვისაც ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. საერთოდ, გირჩევთ, ყვავილის ფორმის, თვლებით მოჭედილი გულსაბნევები ატაროთ, რათა საქმეში შედეგს ადვილად მიაღწიოთ.

скачать dle 11.3