კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბორის ბედიას ანეკდოტები


– ძვირფასო, ექიმმა მითხრა, რომ, დიდი-დიდი, რვა საათიღა დამრჩა სიცოცხლე. მოდი, წავიდეთ კარგ რესტორანში, მერე კი – საუკეთესო სასტუმროში, – ეუბნება ქმარი ცოლს.
– ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ასადგომი არ იქნები!
***
ელექტროსკამზე დასვეს სიკვდილმისჯილი. სანამ დენს ჩართავს, ციხის უფროსი ეკითხება:
– შენი ბოლო სურვილი რა არის?
– ხელი მომეცი, უფროსო, ასე უფრო მშვიდად ვიქნები.
***
რჩევა მამაკაცებს: „თუ ქალთან პრობლემები არ გაქვთ, კარგად შეამოწმეთ – ნამდვილად ქალია?“
***
ქალი დიდხანს იქექება ხელჩანთაში, რომ მათხოვარს ფული მისცეს. მათხოვარმა ითმინა, ითმინდა და ბოლოს ვეღარ მოითმინა:
– ჩქარა მომეცი, ქალო, ფული, თუ მაძლევ: მანქანა აკრძალულ ადგილას მყავს გაჩერებული!
***
ქუთაისელი სტუმრად ჩავიდა თბილისში. მივიდა ერთ ძმაკაცთან და ყავით გაუმასპინძლდა; მივიდა მეორესთან – ისიც ყავით გაუმასპინძლდა; მესამეს მიადგა და – იმანაც ყავა გამოუტანა. მოკლედ, სადაც მივიდა, ყავა მიართვეს. მეოთხე ძმაკაცს რომ ესტუმრა და იქაც ჰკითხეს, ცხელი ყავა გინდა თუ ცივიო, ქუთაისელს ყელში ამოუვიდა:
– ე, ბიჯო, იყოს ცხელი,  ოღონდ, თუ ძმა ხარ, ერთი ცალი ბარკალი მაინც ჩამიგდე შიგნითო.
***
საუბარი დისკოთეკაზე:
– გოგონა, თქვენ ახლა ცეკვავთ?
– დიახ!
– მადლობა ღმერთს! მე მეგონა, დენმა დაგარტყათ და ძიგძიგებდით.
***
– ქალბატონო, შეიძლება, გაგაცილოთ?
– მხოლოდ მზერით, ახალგაზრდავ, მხოლოდ მზერით!
***
ერთი გოგო ეკითხება მეორეს:
– გოგო, სად დაიბადე?
– საავადმყოფოში..
– ვაიმეე... რა გჭირდააა?!
***
თვითმფრინავში ზის სვანი, სალონში ჩაქრა შუქი. სვანი წამოხტა და დაიძახა:
– ვა, ტუნელში შევფრინდით?
***
ქმარი დაღლილი დაბრუნდა სახლში და ცოლს ეკითხება:
– რა გვაქვს საჭმელი?
– არაფერი.
– გუშინაც არაფერი გვქონდა!
– ჰო, ორი დღით მოვამზადე!
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– მოდი, მანქანა ვიყიდოთ, მე ტარებას ვისწავლი და თან ქვეყანაც დავათვალიეროთ.
– რომელი ქვეყანა, ეს თუ ის?
***
– სიღარიბეში ამოგხდება სული, სიბერეშიც კი არავის დასჭირდები!
– უკაცრავად, რა მითხარით?
– აქ მოაწერეთ ხელი და კრედიტი თქვენია!

скачать dle 11.3