ბრძნული აზრები
გოეთე: ადამიანის სული უმაღლესი მწვერვალია ბუნებაში არსებულ სულთა შორის.
როლანი: დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება.
სოლონი: მე ვბერდები, მაგრამ ბეჯითად სწავლას თავს არ ვანებებ.
იოანე დამასკელი: განსაცდელის ჟამს ყველა უბედურება ერთად იყრის თავს.
ლაროშფუკო: ქალის სიმტკიცე ურყევია მხოლოდ იმის მიმართ, ვინც ეზიზღება.
უაილდი: ღვინის ხარისხისა და ხანის გასაგებად სრულიადაც არ არის აუცილებელი, ხელადა ფსკერამდე დაცალო.
გამსახურდია: უდიდესი ბედნიერებათაგანი, რაც კი განგებას მოუნიჭებია ადამიანისთვის, ეს არის შრომა.
მიხეილ ჯავახიშვილი: ავტორი ყველა მკითხველზე უფრო ულმობელი და ჟინიანი მკითხველია და ამიტომ ის თვითონვე უნდა იყოს დასასრულით კმაყოფილი.
ამიელი: ქალი ოჯახისთვის ან ხსნაა, ანდა დაღუპვა.
ვალერიუსი: წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.
ბერტონი: სიყვარული აერთიანებდა მიწებს, აშენებდა ქალაქებს, აჩენდა ბავშვებს... ოღონდ, თუ შელახავდი მის ღირსებას, ის ძირს სცემდა სამეფო გვირგვინებს, ანგრევდა ქალაქებს, ღუპავდა მთელ ოჯახებს.
შამფორი: ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან, ერთ მცირედს აქვს სადილი, მაგრამ არ აქვს მადა; მეორე დიდ ნაწილს კი კარგი მადა აქვს, მაგრამ არა აქვს სადილი.
ვოლტერი: თეატრი გვასწავლის იმას, რასაც სქელტანიანი წიგნები ვერ გვასწავლიან.
კოკო შანელი: სილამაზე იმისთვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ; სისულელე კი იმისთვის, რომ ისინი გვიყვარდეს.
იბსენი: ლამაზი ქალი ორჯერ კვდება.