კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

აღარ მინდა ასე ცხოვრება
უკვე 30 წლის ვარ და სიცოცხლე მომბეზრდა – არაფერი საინტერესო და სასიხარულო არ ხდება ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ ცოდვას ვამბობ, მაგრამ, ასეა. ყელში ამომივიდა ერთი და იგივე, სულ დათმობა, სულ უკან დახევა და ჩრდილში დგომა.
მთლად პატარაობიდან, რაც კი თავი მახსოვს, სულ კანონებისა და მიღებული წესების დაცვით ვცხოვრობდი – ასე მოითხოვდნენ ჩვენი მშობლები, რადგან თვითონაც ასე ცხოვრობდნენ და მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ასე ცხოვრება იყო სწორი, წესიერი და მართალი. რაღაც ასაკამდე ჩემს დასაც იმორჩილებდნენ, მაგრამ მერე ინგა მიხვდა, რომ იხრჩობოდა ამდენი „არ შეიძლებათი“, ამდენი „სირცხვილია, ხალხი რას იტყვის“ და სხვა მსგავსი აკრძალვებით და, ერთ დღესაც, ისეთი მიტინგი მოუწყო დედ-მამას, რომ იქით ეხვეწებოდნენ, ოღონდ დაწყნარდი და რაც გინდა, ის ქენიო. იმ დღიდან მართლაც დაიხსნა თავი მშობლების „აღმზრდელობითი კლანჭებიდან“ და ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად. მე კი, ამხელა ქალი ვარ და სამი წლის ბავშვივით ყველაფერში ვემორჩილები მშობლებს. მაქვს ხოლმე შინაგანი პროტესტი, მაგრამ ხმამაღლა დაწიკვინებასაც კი ვერ ვბედავ. შეიძლება, დებილად ჩამთვალოთ, მაგრამ ბოლომდე სიმართლე უნდა დავწერო: ვჭამ იმას, რასაც თვალის დასანახავად ვერ ვიტან, მაგრამ, რადგან ჩემი მშობლები გიჟდებიან, სულ „იფ, იფ“ გამიდის, თუმცა, ისე მეზიზღება, ლამის გული ამერიოს ხოლმე; ასევე, მაცვია ის ტანსაცმელი, რომელიც დედაჩემს მოსწონს (ძირითადად თავისი ნაქონი), თანაც იმ სტილში, რომელიც უკვე გადასულია მოდიდან, მაგრამ, რადგან დედას მიაჩნია, რომ მაღალი დონის გასათხოვარმა გოგომ აკადემიურად უნდა ჩაიცვას და ასე შემდეგ. შედეგად კი ის მივიღე, რომ 30 წლის ქალს ჯერ ფლირტიც კი არავისთან მქონია. არადა, მართლა არა ვარ მახინჯი და გოიმი. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე „დახადიაკ“ ბიჭებსაც კი არ მოსწონთ მუდო, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ზედმეტად მორცხვი და გაუბედავი გოგოები. ასეთი თუ ხარ, თუნდაც ფრთიანი ანგელოზი იყო, მზეთუნახავი და თან, დედამიწაზე ყველაზე ნიჭიერი და განათლებული, კაციშვილი ზედ არ შემოგხედავს.
ჩემმა ზედმეტმა მორჩილებამ მარტო დამტოვა ცხოვრებაში – არც შეყვარებული მყავს (პირად ოჯახზე აღარაფერს ვამბობ) და არც მეგობარი. ისე ვარ დაკომპლექსებული, სამსახურშიც კი ვერავინ დავიმეგობრე – მეშინია, უარი არ მითხრან და შეურაცხყოფილი არ დავრჩე. დედაჩემს კი ეს სულაც არ აღელვებს, მეუბნება – შენ შენი წესიერებითა და ინტელექტით ყველაზე მაღლა დგახარ, იმათ იკითხონ (ოღონდ, ვერ ვხვდები ხოლმე, „იმათში“ ვის გულისხმობს), თორემ შენ არსად დაიკარგებიო.
დედამიწის ზურგზე შენი ოჯახის წევრების გარდა რომ არავინ გიცნობს, არავის ახსოვხარ და არავის ენატრები, დაკარგული ხარ, აბა, რა ხარ?!
მარინა, 30 წლის.

скачать dle 11.3