კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიზკულტურა სახისთვის და ჯანმრთელი ნამზეური

ცნობილია, რომ ჰიალურონის მჟავის შემცველი საშუალებების ზემოქმედებისვის საჭიროა კანის შემზადება, რისთვისაც, კოსმეტოლოგიის გურუ და „ლორეალ პარიზის“ ექსპერტი ჟოელ სიოკო სპეციალურ მასაჟს გვასწავლის,  რომელიც აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ხელს უწყობს კოსმეტიკური საშუალებების უფრო ღრმად შეწოვას და უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავის მოლეკულების მიზანში მოხვედრას. ყოველი მოძრაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 1 წუთის განმავლობაში. შრატი პრობლემურ მონაკვეთზე დაიტანება წერტილებად, შემდეგ დაიცდით 2 წუთს, სანამ მას კანი შეიწოვს და შემდეგ წაისვამთ კრემს. უფრო მძაფრი ზემოქმედებისთვის, შეგიძლიათ, შრატი კრემის ზემოდან წაისვათ.
მასაჟის პროცესი კი შემდეგნაირად მიმდინარეობს:
1. თავდაპირველად, თითების ბალიშებით ხდება კანის დაჭიმვა და მოთელვა;
2. შემდეგ გადადიხართ მსუბუქ, მაგრამ ინტენსიურ ჩქმეტებზე;
3. ბოლოს აკეთებთ ენერგიულ მიტყაპუნებას.
„მაგრამ, ბებიების რეცეპტებში ხომ აკრძალულია კანის დაჭიმვა, დაჩქმეტა და მოჭმუჭნა?“ – იკითხავენ ზოგიერთები. ეს ჟოელმაც იცის, თუმცა, იგი საწინააღმდეგო აზრისაა. მისი მტკიცებით, აუცილებელია ნებისმიერი კუნთის (მათ შორის, სახის კანისაც) ვარჯიში – ამ მეთოდით კუნთები ხდება ბევრად უფრო მკვრივი და ელასტიკური, რის შედეგადაც სახის ოვალი იღებს უფრო მკვეთრ ფორმებს და აღდგება მისი მოცულობა.
ხელებისთვის, ფეხებისა და მუცლისთვის ტრენაჟორები არსებობს, სახისთვის კი ასეთი რამ ჯერ არავის გამოუგონებია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავამაგროთ მისი კუნთები მასაჟის მეშვეობით და, კიდევ, მიმიკებით, ოღონდ, იმ მიმიკებით, რომლებიც ახლავს ჩვენს დადებით ემოციებს. იარეთ გაღიმებულმა და იცინეთ, რამდენიც გინდათ – ეს ნაოჭებს არ გაგიჩენთ; აი, წარბებს კი ნუ შეიკრავთ და სახეს ნუ მოღუშავთ – ვერტიკალური ნაოჭები ახალგაზრდა სახესაც კი აბერებს.
მაგრამ, ვერანაირი მასაჟი ვერ გიშველით, თუ კანს სხვა მხრივაც არ დაეხმარეთ – ამჯერად გარუჯვას ვგულისხმობთ. გახსოვდეთ, რომ ჭარბად და არასწორად მიღებული ნამზეური არა მარტო აშრობს და ფიტავს კანს, არამედ, იწვევს კანის ფოტოდაბერებასა და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი.
ვინაიდან უკვე კარს მოგვადგა პლაჟის სეზონი, ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება, შევახსენოთ ქალბატონებს, როგორ უნდა იქცნენ „ფიფქიებიდან“ „მულატკებად“ ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენონ.
ნაბიჯი პირველი – მომზადება გარუჯვისთვის:
ნამზეური თანაბარი რომ გამოვიდეს და დიდხანს შეინარჩუნოთ, მზის აბაზანების მიღების წინ უნდა გაიკეთოთ ამქერცლავი პილინგი, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს პლაჟზე გასვლამდე 5-6 დღით ადრე. სკრაბი დაამზადეთ შემდეგნაირად: ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით შეურიეთ დაფქული ყავა, ზღვის მარილი და ზეითუნის ზეთი; ამის შემდეგ კი გაიკეთეთ თეთრი თიხისა და წყალმცენარეების ნიღაბი.
ნაბიჯი მეორე – პროცესი:
როგორც ცნობილია, ჯანმრთელად გარუჯვისთვის აუცილებელია, გამოიყენოთ სპეციალური კრემები და ლოსიონები. მათ სწორად შესარჩევად აუცილებელია, დაადგინოთ თქვენი კანის ფოტოტიპი და დამცავი საშუალებებიც ამის მიხედვით შეიძინოთ.

скачать dle 11.3