კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა ლავრენტი ბერია ნინო გეგეჭკორთან ქორწინების სანაცვლოდ საქართველოს დატოვებას

ლავრენტი ბერიას ბიოგრაფია  უნიკალურია. მასში არის ყველაფერი – ღალატი, ინტრიგები, მელოდრამული მომენტები. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდზე გვასაუბრება ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ნიკა თევზაძე.

– საქართველოში ლავრენტი ბერია 1922 წლის ნოემბერში გადმოიყვანეს. მანამდე ის „აზერ-ჩეკას” თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. რა თანამდებობაზე დანიშნეს ის?
– ლავრენტი საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი და საქართველოს ჩეკას თავმჯდომარის მოადგილე გახდა. მალე ჩეკამ აბრევიატურა შეიცვალა და გპუდ გადაიქცა, თუმცა ამით საქმის არსი არ შეცვლილა. გპუ ვჩკს ტრადიციებს მართლაც „ღირსეულად“ განაგრძობდა და საბჭოთა ხელისუფლების მტრებს მუსრს ავლებდა. საქართველოში ამას განსაკუთრებით მწვავე ხასიათი ჰქონდა. აქ 1921-1924 წლებში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლები მიმდინარეობდა. ბოლშევიკებს მთელი ქართველი ხალხი დაუპირისპირდა. წითელი არმიის ფეხქვეშ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მიწა იწვოდა.
ლავრენტი  შეეცადა, უშიშროებიდან წასულიყო, მენავთობე-ინჟინრის პროფესიას დაუფლებოდა და სასწავლებლად ბელგიაში წასულიყო. ამის თაობაზე მან ცენტრალურ კომიტეტს განცხადებითაც კი მიმართა. ამრიგად, ლავრენტი მზად იყო, გენერლის თანამდებობა დაეტოვებინა  და სტუდენტი გამხდარიყო.
– მაპატიეთ, მაგრამ მაშინ გენერლის ჩინი არც უშიშროებაში, არც წითელ არმიაში არ არსებობდა.
– ბერია საქართველოს გპუს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს, ფაქტობრივად, გენერლის ჩინის ტოლფასი თანამდებობაა.
– ბევრი თვითმხილველი ბერიას მიაწერს სიტყვებს: საქართველოს გადავხნავთო. ამის თაობაზე წერს ისეთი ავტორიტეტული მკვლევარი, როგორიც ავტურხანოვია.
– დიახ, ასეთი რამ მართლაც ითქვა. როცა სტალინი საქართველოში ჩამოვიდა, ელმავალმშენში მივიდა, იქაურ მუშებს რუსულად მიმართა და პასუხად გაისმა სტვენა. სტალინი იძულებული გახდა, ქარხნის ტერიტორია დაეტოვებინა. იმავე საღამოს ბოლშევიკებმა სტალინს სუფრა გაუშალეს. სტალინმა სასმისი შეავსო და თქვა, საქართველოს სარეველა მოსდებია, საქართველო უნდა გადაიხნასო. ბევრმა ქართველმა ბოლშევიკმა ასეთი სადღეგრძელოს დალევა ვერ შეძლო. ჭიქა მხოლოდ ბერიამ დაცალა და დააყოლა: სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართელოსაც გადავხნავთო. დიახ, ეს ნამდვილად ითქვა, მაგრამ როცა ამ „გადახვნის“ პროცესი დაიწყო,  ბერია შედრკა. თვით ისეთი ადამიანისთვისაც კი, როგორიც ლავრენტი გახლდათ, ეს არცთუ იოლი აღმოჩნდა. ბერიამაც უშიშროების დატოვება და ბელგიაში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა, თუმცა საამისოდ, ცეკას ნებართვა იყო აუცილებელი.
თუმცა  ეს იოლი როდი გამოდგა. მეგობრებმა, რომლებიც ცეკაში მუშაობდნენ, ლავრეტის უთხრეს, ცოლი უნდა შეირთო, სხვაგვარად არ გაგიშვებენო. ლავრენტისაც სასწრაფოდ ცოლი უნდა შეერთო. სწორედ ამ დროს გაახსენდა ნინო გეგეჭკორი, რომელიც ქუთაისის ციხეში ყოფნისას გაიცნო. ბერია იქ საშა გეგეჭკორთან ერთად იჯდა. ნინო, საშას ცოლთან, ვერასთან ერთად, მის სანახავად ხშირად მიდიოდა. ლავრენტის მაშინ კარგად დაამახსოვრდა ახალგაზდა, ლამაზი, წარმოსადეგი ნინო. უკვე ოკუპაციის შემდეგ, როცა საშაც და ლავრენტიც თანამდებობის პირები გახდნენ, ის გეგეჭკორების სახლს ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე. ნინო საშასთან ცხოვრობდა და ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ.
– მართალია, რომ ნინო გეგეჭკორი მენშევიკური საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის ნათესავი იყო?
– ნინო ერთი ობოლი გოგონა გახლდათ და საშა გეგეჭკორის ოჯახში იზრდებოდა. მოგვიანებით (როცა ბერია ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს) მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებში ეგრეთ წოდებულ „მენშევიკურ ემიგრაციასთან“ კავშირიც ფიგურირებდა. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც წერდა, ბერია ჟორდანიას მთავრობის საიდუმლო აგენტი იყო და ქართული ემიგრაციის დავალებით ბოლშევიკებს ხვრეტდაო. ეს, რასაკვირველია, აბსურდია. სამწუხაროდ, ჩვენს ემიგრაციაში არ არსებობდა სტრუქტურა, რომელსაც მსგავსი ოპერაციის განხორციელება შეეძლო.
– ნინო გეგეჭკორისა და ბერიას უთიერთობებზე რას გვეტყოდით?
– ამის თაობაზე ქალბატონი ნინო ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა. 1990 წელს გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ. ქალბატონი ნინო ამბობს, რომ გათხოვებანდე მისი ურთიერთობები საშა გეგეჭკორის მეუღლესთან ვერ აეწყო. ნინო პატრიოტულად იყო განწყობილი, სტუდენტების ანტისაოკუპაციო გამოსვლებშიც მონაწილეობდა. ერთხელ ასეთი გამოსვლა მილიციამ ბრანსპოიტებით დაშალა. ნინოც შინ ერთიანად გალუპული მისულა. „როცა ვერამ შეიტყო თუ რა მოხდა, ქამარი აიღო და ლაზათიანად მიმტყიპა. თან, იმეორებდა, შენ საშა გეგეჭკორის ოჯახში ცხოვრობ და მის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობო?!“ – იხსენებს ქალბატონი ნინო. ამიტომაც მას სულით-გულით სურდა, ვერას გასცლოდა და საკუთარი ოჯახი შეექმნა. ამრიგად, ბერიასა და ნინო გეგეჭკორის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ლავრენტის სასწრაფოდ სჭირდებოდა ცოლი, რათა უცხოეთში წასულიყო, ნინოს კი – ქმარი, რათა აშარ ვერას გასცლოდა.
– ლავრენტისა და ნინო გეგეჭკორის ურთიერთობებზე უამრავი ლეგენდა დადის. ზოგი ამტკიცებს, რომ მათ ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ. ლავრენტიმაც ნინო მოიტაცა, ნაბადი გადაახურა, ცხენზე შესვა და გააქროლაო...
– ნინო გეგეჭკორი ამბობს, რომ არავითარი მოტაცება ან სახლიდან გაპარვა არ ყოფილა. ლავრენტიმ პაემანი დამინიშნა, ერთმანეთს ნაძალადევის ბაღში შევხვდითო. ლავრენტი ქალს პატიოსნად მოექცა. სიყვარულის ახსნა არ დაუწყია. უთხრა, რომ მზადდება სასაკლაო, მას კი ამაში მონაწილეობის მიღება არ სურს. ჰოდა, ბელგიაში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა. მაგრამ, თუკი ცოლი არ შეირთო, უცხოეთში არ გაუშვებენ. ნინო ამ გულწრფელობამ მოხიბლა. ქალის გული ხომ მუდამ გრძნობს მამაკაცს უყვარს ის თუ არა. ლავრენტის ლამაზი, წარმოსადეგი ნინო გეგეჭკორი უდავოდ მოსწონდა, მაგრამ სიყვარულით არ ჰყვარებია და ეს არც დაუმალავს.
– გამოდის, რომ ნინო გეგეჭკორისა და ლავრენტი ბერიას ქორწინება სიყვარულით არ მომხდარა?
– ქორწინება როგორც ნინოს, ისე ლავრენტისაც ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა, მაშინ ისეთი დრო იყო, რომანტიკული გრძნობებისათვის, უბრალოდ, არავის ეცალა. საქართველო სისხლისაგან იცლებოდა. ევროპას ჩვენთვის არ ეცალა, რუსები კი ყოველგვარ გამოსვლას უსასტიკესად აღშობდნენ. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაც უკანასკნელი სასოწარკვეთილი გაბრძოლება გახლდათ.  ეს იყო აჯანყება იმპერიის  წინააღმდეგ, რომელმაც მოდერნიზება განიცადა, წითელი ფერი მიიღო და ერები კვლავაც ხალხთა საპყრობილეში შერეკა. მე ქედს ვიხრი 1924 წლის აჯანყების გმირების წინაშე.
– ქორწინებამ ლავრენტის უშველა?
– მას პირდაპირ და ცინიკურად განუცხადეს: რევოლუციას დღეს შავი მუშები სჭირდება, ჩეკისტი კი რევოლუციის შავი მუშააო. ამრიგად, ბერიამ ყველაფერი იღონა, რათა  თავისი ერის სისხლში ხელები არ გაესვარა, მაგრამ ამაოდ.  ამის შემდეგ რჩებოდა ორი გზა: ან ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეერთებოდა და ქართველ პარტიზანებთან ერთად მომკვდარიყო, ან მეორე – უცხოეთში გაქცეულიყო. გადარჩენის შანსები ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, მინიმალური გახლდათ. ჩეკაში ხომ ურთიერთთვალთვალის სრულყოფილი სისტემა იყო დანერგილი. ყველა ერთმანეთს ჯაშუშობდა. ბერიას თითოეული ნაბიჯიც კარგად იცოდნენ. იმასაც ხვდებოდნენ, თუ უცხოეთში სასწავლებლად წასვლა რად მოისურვა. ჰოდა, გაძლიერებულად უთვალთვალებდნენ. მართალია, ლავრენტი კარგი კონსპირატორი იყო, მაგრამ არსებულ სიტუაციაში გადარჩენის შანსები თითქმის ნულის ტოლი იყო. ან დამპყრობლის სამსახურში დარჩენა და მისი ბრძანებების შესრულება, ან სიკვდილი! საკითხი სწორედ ასე დადგა. ბერიამაც პირველი ვარიანტი აირჩია.
ლავრენტი ბერია  მზად იყო, დაეტოვებინა კარიერა, ოღონდ თავისი ერის სისხლში ხელი არ გაესვარა, მაგრამ ვერ შეძლო დაეთმო სიცოცხლე. რაკი არაფერი გამოვიდა, ლავრენტიმ 1924 წლის აჯანყების ჩახშობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, რის გამოც წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.  ამაში არის რაღაც სიმბოლური. ბერიას ხელები მართლაც წითლად იყო შეღებილი და ეს ქართველების სისხლი გახლდათ.

скачать dle 11.3