კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სულეიმანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულეიმანი, რომელიც თურქული წარმოშობისაა.
ქიტა სულეიმანაშვილი 1672 წელს მოხსენიებულია ნასყიდობის წიგნში.
სულეიმანაშვილი იყო მებატონეც.
„თონეთელ სახელმწიფო გლეხს, თომე სულეიმანაშვილს და სჯულისმიერ ცოლსა მისსა მზექალას, 1832 წელს შეეძინათ ვაჟი – აბრაამი, რომელიც მონათლა მღვდელმა სოლომონ შავშიშვილმა“.
თომა სულეიმანაშვილი მოიხსენიება დიდ თონეთში 1843 წელს.
საქართველოში 160 სულეიმანაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 52, თბილისში – 27, თეთრი წყაროში – 14. არიან სხვაგანაც.
ომსარაშვილი
ომსარაშვილი კახეთში გაჩენილი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად გურჯაანში ცხოვრობენ.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ომსარა. ეს საკუთარი სახელი დაფიქსირებული აქვთ ივანე ჯავახიშვილსა და ალექსანდრე ღლონტს.
ომსარა ქართული ტრადიციით შედგენილი ორფუძიანი და ორკომპონენტიანი სახელი უნდა იყოს. მასში მონაწილეობს ომა და სარა. ეს საკუთარი სახელი ერქვათ როგორც ქართველ ებრაელებს, ასევე, ქართველებსაც.
საქართველოში 138 ომსარაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 78, თბილისში – 38, თელავში – 10. არიან სხვაგანაც.
მიშველია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიშველ.
„გიორგი ლიპარტიანმა უწყალობა გიორგი ფაღავას მიშველ მდივნის ერთი ბიჭი, ცოლ-შვილით და მამულით, 1681-1714 წლებში“.
მიშველ-მიშველია არის მდივანი გიორგი ლიპარტიანის მიერ ბააკა იაშვილისთვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნის დამწერი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს; ასევე, დამწერი და მოწმე გიორგი ლიპარტიანის მიერ, გიორგი ფაღავასთვის მიცემული საბჭოს წყალობის 1681-1714 წლების წიგნში. ის, აგრეთვე, მოიხსენიება ხუხუ ფაღავასთვის მიცემულ მამულის წყალობის 1681-1714 წლების წიგნში.
ნიმოკოლავოში, ჩხოუშიის მარცხენა მხარეს, ცხოვრობს ამ გვარის, მიშველაძის 15 კომლი. ამ უბანს ეწოდება ლემიშველია. მიშველია ადგილობრივი ვარიანტია. „მიშველი“ ზმნური ფორმაა. სუფიქსი ა მას აქცევს პირველსახელად. მიშველი მშობლისმიერი სახელია. ახალშობილისთვის ამგვარი სახელის დარქმევით მშობლები გამოხატავდნენ გარკვეულ სურვილსა და იმედს. მეორე მხრივ, ერთმანეთს აკავშირებდნენ სვანურ მეშველიანს, მიშველაძესა და მეგრულ მიშველიათა გვარებს.
საქართველოში, დაახლოვებით 331 მიშველაძე ცხოვრობს.


აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3