კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ავსებენ ქალი და მამაკაცი ერთმანეთის სულიერ სიცარიელეს და როდის არ იცვლება ეკლესიაში მოსიარულე, მარხული ადამიანის სულში არაფერი

დღეს ადამიანების დიდი ნაწილი სულიერ სიცარიელეს განიცდის, თუმცა ხშირად ამას ვერც ხვდებიან და ვერც იმას აცნობიერებენ, საიდან მოდის ეს სიცარიელე და როგორ უნდა შევივსოთ ის. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):




– ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთი ქმნის ადამიანს და ეუბნება: თუ ამ საკვებს შეჭამ, მოკვდები. ანუ ღმერთმა არჩევანი დაუდო ადამიანს: შეგიძლია, მოკვდე ან გადარჩე. ეს არის ადამიანის თავისუფლების ზენიტი, მაგრამ მან აირჩია სიკვდილი. ადამის შემდგომი პერიოდი ქრისტემდე – არჩევანი აღარ არის და ყველა კვდება. ანუ, შენ არჩევანი აღარ გაქვს: იბადები და, კარგი ხარ თუ ცუდი – კვდები, ანუ, არჩევანი დაკარგულია. ახალი აღთქმა: მოდის განკაცებული ღმერთი და გეუბნება: „თუ გსურს ცხონება, შემომიდექი მე”, – ისევ ახალი ფორმა, განახლებული კავშირი ღმერთთან. შეწყვეტილი კავშირი განახლდა და ღმერთი გეუბნება: გინდა ცხონება? გინდა გადარჩენა? გამომყევი მე. როგორ არჩევანს გააკეთებთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
– დღეს ბევრს საუბრობენ მეორედ მოსვლაზე, თუმცა მისი ზუსტი მნიშვნელობა, არსი ბევრისთვის გაუგებარია.
– თუ გინდათ, რომ კარგად გაიგოთ, რა არის მეორედ მოსვლა, უნდა წაიკითხოთ ნოეს ცხოვრება. როგორც იყო ნოეს დროს, ასე იქნება ძე კაცისას მეორე მოსვლის დროსაც. ღმერთი 120 წლის განმავლობაში აფრთხილებდა ხალხს, მაგრამ არავინ უსმენდა; ნოეს კი დასცინოდნენ გამვლელ-გამოვლელები, ისევე, როგორც დღეს აქილიკებენ პატრიარქის ქადაგებებს: დაბერდა და რას ამბობსო. პირველი წარღვნა, დასჯა მოხდა გარყვნილების ცოდვის გამო. მაგრამ, როდესაც დამთავრდა წარღვნა, ღმერთმა შეხედა ადამიანებს და თქვა: ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკილია და მე ამის გამო წარღვნას აღარ მოვავლენო. რის ნიშნადაც ცაზე გამოსახა ცისარტყელა. მან წინასწარ იცის, რომ ნოეს შთამომავლები ისევ ისე გააგრძელებენ ცხოვრებას. ახალ აღთქმაში კი სხვანაირად ხდება, როდესაც მას ეტყვიან, რომ სილოამის გოდოლი ჩამოიქცა და 18 კაცი მოიყოლა, ის თანამედროვე მამებივით არ ამბობს – როგორ დაისაჯნენ, ცოდვილები იყვნენო. ქრისტე კი ამბობს: „თქვენზე ცოდვილები არ იყვნენ, მაგრამ, თუ თქვენ არ შეწყვეტთ უსჯულოების ჩადენას, იგივე დაგემართებათ” ანუ, არჩევანი ადამიანზეა. ღმერთმა გითხრა: მე შენ გამო წარღვნას არ მოვავლენ, მაგრამ, თუ არ შეინანიებ, დაისჯებიო. მე კი არ დაგსჯი, არამედ, არჩევანი შენზეა და თავად უნდა გააკეთო არჩევანიო. თუ შესცოდავთ, საკუთარ ცოდვებში დაისჯებითო. ადამიანი საკუთარ თავს თავად სჯის არასწორი ქცევით, არასწორი კვებით, ცხოვრების წესით. ღმერთი გეუბნება, გაფრთხილებს, მაგრამ მას არ აქვს უფლება, შენს ცხოვრებაში ჩაერიოს, იმდენად დიდი თავისუფლებაა ის; იმდენად დიდ პატივს სცემს შენს არჩევანს, თავისუფალ ნებას. ადამიანი ყოველდღე უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის გამოსწორებას, ეკლესიაში  იაროს; თუ ვერ მოდის ეკლესიაში, სახლში მაინც გამოსწორდეს. მაგრამ, თუ არაფერს აკეთებ გარდა იმისა, რომ ყოველკვირა ბავშვი მოგყავს ეკლესიაში, აზიარებ და შენ ამ კუთხით არაფერს აკეთებ, შენც დაიღუპები და ის ბავშვიც მალე გაიქცევა ეკლესიიდან. რა ხელი აქვს სიბნელეს ნათელთან? – ბავშვი სახლში ხედავს შენს ქმედებას და აღარ მოდის ეკლესიაში, რადგან, იცის, როგორ ცხოვრობ. ასე იქნებიან ის ადამიანებიც, ვინც შენ გარშემო არიან, ვინც გხედავენ და იციან, როგორ ცხოვრობ, როგორ განიკითხავ სხვებს, არ ლოცულობ, ეს კი არის სულიერი სიცარიელის ბრალი.
– რას ნიშნავს ეს, მამაო?
– როდის მოდის ადამიანი ეკლესიაში? მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან უხარია, ან, პირიქით, პირადი ან საერო უბედურება დაემართა. ამ დროს ჩვენ ცოტა შევფუცხუნდებით, ნიღაბს გავიკეთებთ, მოვრბივართ ეკლესიაში, მაგრამ ყველაფერი მალევე გვავიწყდება. ჩვენ გვინდა, ჩვენი სულიერი სიცარიელე მოჩვენებითი დღესასწაულებით, კატაკლიზმებით ამოვივსოთ. იოანე კრონშტადტელი ამბობს ასეთ რამეს: ქვეყანა მთვლემარე მდგომარეობაშია და ღმერთი მიწისძვრებით, სტიქიური უბედურებებით აფხიზლებს მას. კი არ ღუპავს, სჯის, აფხიზლებს. ჩვენი ღმერთი სიყვარულია; ჩვენი ღმერთი არ არის წვერებიანი მოხუცი, ის სიყვარულის ღმერთია, სულ ერთნაირ მდგომარეობაში: აბსოლუტური სიყვარულია, აბსოლუტური სამართალი, წყალობა; მას სურს ჩვენი ცხონება და ჭეშმარიტებასა შინა მოსვლა. ყველაფერს თავისი კანონზომიერება გააჩნია. ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს და ადამიანიც ვერ იტანს ამ სიცარიელეს. იმისთვის, რომ ღმერთს ეს სიცარიელე ამოევსო, ქალს მისცა კაცი და კაცს – ქალი; მაგრამ, ჩვენ გვგონია, რომ ისინი მხოლოდ იმისთვის არიან, რომ საწოლში შეავსონ ერთმანეთი. სულიერი სიცარიელე უნდა შეავსოს ადამისა ევამ და ევასი – ადამმა. ეს არ არის მხოლოდ ხორციელი ურთიერთობა. ორივემ რომ იფიქროს, მე რა უნდა გავუკეთო ჩემს ქმარს, ან ცოლსო, მაშინ ეს სულიერი სიცარიელეც შეივსება. დღეს კი მხოლოდ ერთმანეთის გადაბრალებაზე არიან, რაც იწვევს ცოდვის, მრისხანების გამრავლებას. ასეთია წმიდა მამების კომენტარები იმის შესახებ, თუ საიდან მოდის სულიერი სიცარიელე და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. იოანე კრონშტადტელი ამბობს: თუკი თქვენ ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე გულზე სევდა შემოგაწვებათ, იცოდეთ, რომ თქვენი სული სიცარიელეში იმყოფება და სწორედ ამით არის დამძიმებული. იგი ეძებს არსებას, რომელიც აავსებს მას სიყვარულით, სიტკბოებით, სიცოცხლით, სიხალისით, იმედით; ერთი სიტყვით, ის ეძებს  ქრისტეს, რომელსაც ერთადერთს შეუძლია, მისცეს გულს განსვენება და ტკბობა. თუ არ ხარ ქრისტესთან, არ ეზიარები, სულიერად რჩები ცარიელი. თუ ეზიარები და აღსარებას ამბობ ბუტაფორიულად, ეძებ პრობლემას ქმარში, ცოლში, ოჯახში, მეგობარში, ხელისუფლებაში, ქვეყანაში, ყველგან. მაგრამ, საბოლოოდ, ვერ პოულობ, რადგან ის, ვინც მთავარი უნდა იყოს შენს ცხოვრებაში, გვერდზე გყავს გაწეული, თვითონ კი უმნიშვნელო რაღაცეებს ხარ გამოკიდებული.  ღირსი პაისი ათონელი ამბობს: „როცა  ხედავ ადამიანს, რომელიც ძლიერი სულიერი შფოთვით, დარდით, სევდით იტანჯება, მიუხედავდ იმისა, რომ ყველაფერი აქვს, რაც მის გულს მოესურვება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ იგი უღმერთოდ ცხოვრობს.” ხომ გინახავთ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს, არ გააჩნია პრობლემა, მაგრამ მაინც დანაღვლიანებული, პრობლემურია? ასე იმიტომ ემართება, რომ ქრისტე ჰყავს დაკარგული. იგივე გვემართება ჩვენც. ნუ ვეძებთ სხვაში სიცარიელის შევსების საშუალებას, ეს საკუთარ თავში უნდა დავინახოთ. არ გეფერებიან, არ გკითხულობენ? შენ მოეფერე, შენ მოიკითხე, შენ ილოცე, ოღონდ, ქრისტესთან, და არა ვინმე სერიალის გმირთან ან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ გულითა და სულით უნდა შევიცვალოთ, ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად; ჩვენი გემი უნდა იყოს ეკლესია, ღუზა – იესო ქრისტე, რომელიც ადრეც, დღესაც და მომავალშიც ერთი და იგივე იქნება – სიყვარულის ღმერთი, რომელიც არასდროს მიგატოვებს. მაგრამ, თუ შენ მიატოვებ, თუ სიკვდილს ირჩევ სიცოცხლის მაგივრად, რა შუაშია ქრისტე, ღმერთი? ჩვენ ღმერთს ვერ გავაბრაზებთ, რადგან ის სიყვარულია და ყოველი ჩვენი ცოდვა ვერ აწონის მის ერთ წვეთ სიყვარულს. ნუ აშინებთ ვინმეს ღმერთით და ნუ ეუბნებით: თუ შენ ეკლესიაში არ დადიხარ, უარესი წარღვნა და უბედურება მოხდებაო. შენ რომ დადიხარ, რა იცვლება? არაფერი. ამიტომ, დადიხარ თუ არა ეკლესიაში, მარხულობ თუ არა, ეზიარები თუ არა, რა მდგომარეობაშიც ხარ, იმაში არ უნდა დარჩე. საკუთარ თავში მოუხმე იესო ქრისტეს, გაუღე კარი, რომ ის შემოვიდეს შენს გულში და, თუ მასთან ერთად ივახშმებ, ამდენი უბედურება აღარ იქნება არც შენთან და არც შენს ქვეყანაში. სულიერი სიცარიელე უღმერთობაა, ამიტომ, მოვუხმოთ ქრისტეს და ჩვენში იქნება ჰარმონიული ცხოვრების წესი; შეგიყვარდებათ თქვენი ქმარი, ცოლი და მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.

скачать dle 11.3