კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩამწვეთებელი

უკრაინის უმაღლესი „რადის“ დეპუტატებმა პარლამენტში, არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგი შინაარსის კანონპროექტი შეიტანეს – რუსეთს რუსეთი არ უნდა ერქვასო.
კერძოდ, არ უნდა ერქვას, ვინაიდან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის აღმნიშვნელი ისტორიული  სახელწოდებებისა და მათგან ნაწარმოების ან სინონიმების დარქმევა სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დაუშვებელია, – ასე ფიქრობს კანონპროექტის წარმდგენი და ავტორი „რადას“ სულიერებისა და კულტურის კომიტეტი.
„რადას“ საიტზე გამოქვეყნებულ განმარტებაში კი ნათქვამია: „რუსეთის ფედერაციის არაკეთილმეზობლური იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა უკრაინის ტერიტორიის ისტორიული სახელწოდების – „რუსეთის“ გამოყენება. მასთან ერთად, რომ „რუსეთი“ ანუ „რუს“ არის იმ ტერიტორიის ისტორიული დასახელება, რომელზეც განთავსებულია თანამედროვე უკრაინა, მისი გამოყენება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ სინონიმად არის აგრესიული იძულება უკრაინის მოქალაქეებისა იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა დროებითია და ზღუდავს უკრაინის სუვერენიტეტს.“ ერთი სიტყვით, მოსკოვის სამეფოს უკანონოდ გადაერქვა რუსეთიო.
ასე და ამგვარად, კანონპროოექტის მიზანია, აღდგეს სოციალური და ისტორიული სამართლიანობა და უკრიანელმა ხალხმა დაიცვას საკუთარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა.
მიზანი უდავოდ კეთილშობილურია, ოღონდ, მე არ შევუდგები სლავების, ანუ უკრაინული და რუსული არგუმენტების გარჩევას (ვინაიდან ბოლომდე საკუთარიც ვერ გამირკვევია), თუ ვისი ექსკლუზივია „რუსეთი“, თუმცა, რა თქმა უნდა, კიევის რუსეთიდან იწყებოდა ისტორია. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი 2008 წლის ომამდე დაერქვა (ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის ინიციატივითა და სურვილით) და შემდეგ ეს ზემო აფხაზეთი აფხაზეთის სეპარატისტულ წარმონაქმნს მიუერთეს (ისე, თუ ზემო აფხაზეთია, აფხაზეთს არ უნდა ეკუთვნოდეს?!), ვითომ, ოდესის გუბერნატორი იყო „რადის“ კულტურისა და სულიერების კომიტეტისთვის ზემონახსენები იდეის ჩამწვეთებელი?!

скачать dle 11.3