აგრესიული მოკავშირე
თუმცა სამხრეთ კავკასიაში სომხეთი რფ-ის ერთადერთი და უპირობო სატელიტია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სიყვარული არც ისე წრფელი და გულგამგმირავია.
არ არის, ვინაიდან რფ-ის პრ.-ის მიერ დაფუძნებულმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა („რის”-მა) გამოაქვეყნა ექსპერტ იგორ ნიკოლაიჩუკის მედია-სტატისტიკა თემაზე: „რუსეთი მსოფლიოში“. სტატისტიკა მსოფლიო პრესის ანალიზს ეფუძნება, თუ რას წერენ ისინი რუსეთის შესახებ (ანალიზმა მოიცვა 2015 წლის 22-28 ივნისის შუალედში გამოქვეყნებული პუბლიკაციები) და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მიერ ზემონახსენები სომხეთი რუსეთისა და რუსეთის ხელისუფლების უარყოფით კონტექსტში მომხსენიებელი ქვეყნების ათეულში მოხვდა. მის გარდა, ათეულში არიან: პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, შვეიცარია და იაპონია.
ბუნებრივია, ამ რეალობამ ჩრდილოეთში გულისწყრომა გამოიწვია (რა ტყუილად ვაჭმევთ პურსაო?!), ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სომხეთის უსაფრთხოების გარანტი სწორედ რუსეთია, ოღონდ თავს იმით იმშვიდებენ, რომ, მიუხედავად ათეულში მოხვედრისა, სომხურ პრესაში არც ისე ბევრი ანტირუსეთული სტატიაა, მაგალითად, გერმანიასთან შედარებითო, მაგრამ, სამაგიეროდ, აგრესიულობის ინდექსი იმავე გერმანულს 5-ჯერ აღემატება.
ჩვენ არ ვიცით, რად შეუწყრნენ ჩვენი მეზობელი სომხები თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს, მხოლოდ ტარიფების გამო თუ უფრო ღრმა მიზეზებია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მამა-მარჩენალი შეძლებული ჯობია. –