თევზი ატმით სალომე გოგიაშვილისგან
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი კალმახის ფილე, 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა, 0,5 სადილის კოვზი კარის ფხვნილი, 4 ცალი ატამი, 4 ცალი პომიდორი, 1 კონა მწვანე ხახვი, რამდენიმე ფოთოლი შაშკვლავი, 3-4 სადილის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი, 2 სადილის კოვზი ზეთი, მარილი, პილპილი და შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი: თევზი გარეცხეთ, გააშრეთ და ოთხად გაჭერით. ლიმონის წვენი, წიწაკა და კარი აურიეთ და თევზის ნაჭრებს წაუსვით. ატმები გარეცხეთ, გაჭერით და კურკა ამოაცალეთ. პომიდორი გარეცხეთ, ოთხად გაჭერით და თესლი ამოაცალეთ. ატამი და პომიდორი პატარა კუბებად დაჭერით. მწვანე ხახვი და შაშკვლავი წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ძმარი, მარილი, პილპილი და მწიკვი შაქარი. შეურიეთ ზეთი, დაჭრილი პომიდორი, ატამი. თევზის ნაჭრები გრილზე შეწვით და სალათასთან ერთად მიირთვით.