ორიგინალური ტორტი
საჭირო ინგრედიენტები: 10 ცალი მოზრდილი კარტოფილი, 1 ცალი კვერცხი, 100 მილილიტრი რძე, 0,5 ჭიქა ფქვილი, მარილი, შავი პილპილი, ზეთი – შესაწვავად.
შიგთავსი: 300 გრამი ხორცი (ნებისმიერი – ფრინველის, ძროხისაც, თუნდაც ძეხვი).
სოუსი: 400 გრამი არაჟანი, 2 კბილი ნიორი, 100 გრამი ფხვიერი ყველი. მარილი, შავი პილპილი. მწვანილი, პომიდორი – მოსართავად.
მომზადების წესი: კარტოფილი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. ბადეზე მოათავსეთ და გარეცხეთ გამდინარე წყლით. დაუმატეთ კვერცხი, რძე, ფქვილი, მარილი, შავი პილპილი. მოზილეთ ცომივით. ცხელ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და გამოაცხვეთ როგორც ფირფიტა, ორივე მხრიდან. 6 ცალი უნდა გამოვიდეთ. ანუ ტაფაზე დაახლოებით 5 სადილის კოვზი კარტოფილის ცომი უნდა მოათავსოთ.
ცალკე მოამზადეთ სოუსი: არაჟანში (ან მაიონეზში) შეურიეთ დანაყილი ნიორი. ცოტა მარილი და პილპილი. შეურიეთ, ასევე, ცოტა რბილი ყველი – გახეხილი. მაგარი ყველიც შეიძლება, თუ კარგად გახეხავთ. ხორცი უნდა იყოს შემწვარი ან მოხარშული. დააქუცმაცეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ, შიგთავსს შეურიეთ ცოტა მოშუშული სოკოც. ახლა ააწყვეთ თქვენი ტორტი. ჯერ ერთი კარტოფილის ფირფიტა დადეთ, წაუსვით სოუსი და მოაყარეთ სატენი. შემდეგ მეორე... მესამე... ასე – ბოლომდე. ზემოდანაც მოუსვით სოუსი და მაცივარში რამდენიმე საათით მოათავსეთ. გამოიღეთ, მორთეთ დაჭრილი პომიდვრითა და მწვანილით. შეგიძლიათ, გაათბოთ და ისე მიირთვათ, თუმცა, ცივიც ძალიან გემრიელია.