უგემრიელესი რაგუ
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი ფილე, 4 ცალი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, პატარა კუბიკი კარაქი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 5 ცალი მიხაკი, დარიჩინი (ცოტა), 60 გრამი ტომატ-პასტა, 50 გრამი ნაღები, ოხრახუში, მარილი.
მომზადების წესი: ფილე დაჭერით მომცრო კუბიკებად. შებრაწეთ ყველა მხრიდან ცოტა კარაქში. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად და მოხრაკეთ იგივე ტაფაში, სადაც ფილე შეწვით. დაუმატეთ ცოტა კარაქი. შემდეგ იმავე ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო.
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და მოათავსეთ სქელძირა ქვაბში. ჩადეთ დაფნის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ერთმანეთში აურიეთ ტომატ-პიურე და ნაღები. მოასხით კერძს, უყავით მარილი. შუშეთ კიდევ ათი წუთი და მზად არის. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.