გამომცხვარი ბოსტნეული
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ახალი კარტოფილი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 კბილი ნიორი, მარილი, პილპილი და ტარხუნა – გემოვნებით.
მომზადების წესი: აირღუმელი 200 გრადუსზე გაახურეთ. კარტოფილი ცხელ წყალში კარგად გარეცხეთ და შუა-შუა გაჭერით. მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, ღრმა ფორმაში მოათავსეთ და დაახლოებით ნახევარი საათით შედგით ღუმელში. გარეცხეთ დანარჩენი ბოსტნეული და დაჭერით ლუკმისოდენა ნაჭრებად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ეს ყველაფერი დაუმატეთ კარტოფილს; ზემოდან მოაყარეთ მარილი, პილპილი, ტარხუნა და აცხვეთ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.