ავოკადოსა და კიტრის სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 1ცალი მწიფე ავოკადო, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 250 გრამი კიტრი, 1 ღერი პიტნა, 1 პატარა ცხარე წითელი წიწაკა, 150 გრამი იოგურტი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ავოკადოს გააცალეთ კანი, ამოაცალეთ კურკა და ჯერ მეოთხედებად, შემდეგ კი თხლად დაჭერით. დააწურეთ ლიმონი. კიტრი გაფცქვენით, შუაზე გაჭერით და თესლი კოვზით ამოაცალეთ, შემდეგ კი თხლად დაჭერით და ავოკადოს შეურიეთ. მოაყარეთ წვრილად დაკეპილი პიტნა და წიწაკა. იოგურტი შეაზავეთ მარილითა და პილპილით და მოასხით სალათას.