ქათმის შებრაწული ყაბაყითა და ნივრით
საჭირო ინგრედიენტები: 3 ნაჭერი ქათმის ბარკალი ბარკლის ძირით, 750 გრამი ყაბაყი, 160 გრამი ახალი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, კორიანდრი, 1 ცალი პომიდორი, 1 თავი ხახვი.
მომზადების წესი: ყაბაყი გარეცხეთ, გათალეთ და 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. ქათმის ბარკლები ძირიანად ჩაჭერით შუაში. გამოსაცხობ ფორმაში, ჯერ ყაბაყი ჩააწყვეთ, ზემოდან კი მოალაგეთ ქათმის ნაჭრები. ნიორი დაჭერით ფოჩიანად და მოაყარეთ ხორცს.
ხახვი და პომიდორი კუბიკებად დაჭერით და ნიორს ზემოდან მოაყარეთ. შემდეგ დაუმატეთ კორიანდრი, მარილი, პილპილი და მოათავსეთ აირღუმელში 200 გრადუსზე. 50 წუთის შემდეგ გამოიღეთ, შეაბრუნეთ და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე კიდევ 15 წუთით.
გარნირად ძალიან უხდება უმი ბოსტნეულისა და მწვანე სალათის ფოთლების სალათა.