კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეგონათ ამერიკაში ნოდიკო ტატიშვილის შეყვარებული და რის გამო ხტებოდა ავტომობილიდან ნინი შერმადინი

ნოდიკო ტატიშვილი: ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ მოლოდინი იყო ძალიან დიდი და ქართველი ემიგრანტები რამდენიმე საათით საქართველოში დავაბრუნე. საკმაოდ დიდი, ორსაათნახევრიანი პროგრამა მქონდა. სამი კონცერტი გაიმართა: ერთი – ნიუ-იორკში, მეორე – ფილადელფიაში, მესამე – ნიუ-ჯერსიში. ამ ყველაფერს დაემთხვა ის ცუდი ამბავი, რომელიც საქართველოში მოხდა. ამიტომ, ბევრი ვეღარ მოვიდა, თუმცა მაინც ბევრი ხალხი შეიკრიბა, ისეთი ბედნიერი ვიყავი – ძალიან თბილი საღამო იყო ქართული რეპერტუარით. ასევე, იმ სიმღერებით, რომელიც ძველია და არ არის ჩემს რეპერტუარში. სულ სხვანაირი ემოციაა, როდესაც იმ აუდიტორიას უმღერი, რომელსაც გაათმაგებულად ენატრება ქართული სიმღერა, ყველაფერი ქართული. იქ არიან ადამიანები, რომლებიც 10-15 წელია უკვე, იქ ცხოვრობენ, მუშაობენ, რომ ოჯახები არჩინონ. ძალიან მძიმე ყოფაში ცხოვრობენ. ვერ წარმოიდგენ, ყველა როგორ მუშაობს. ბედნიერი ვარ, რომ ეს კონცერტი ჩატარდა. იმდენი სითბო მივიღე – ნატურალური, ემოციური, რომელიც არასდროს დამავიწყდება. თბილისში სხვანაირად დამუხტული ჩამოვედი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია სხვა პროფესიაში, გარდა იმისა, რომ უნდა ვიდგე სცენაზე და ხალხისთვის ვიმღერო. ამიტომაც ჩამოვედი იმ შემართებით, რომ კიდევ მეტი ვაკეთო. უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი შემოქმედება, რომ ხალხს მეტად ვასიამოვნო.
– როგორ ჩაიარა კონცერტებმა, მხოლოდ ქართველები ესწრებოდნენ?
– ქართველებიც იყვნენ, რუსებიც და უკრაინელებიც. თუმცა, 90 პროცენტი ქართველები იყვნენ. გამიხარდა ისიც, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ ქართულ არხებს. კარგად იციან, რას მღერიან აქ და რა არის ახალი შენს შემოქმედებაში. იუმორნარევი საღამოებიც იყო. ბევრს ვიცინოდით ძირითადად, ჩემს ცეკვებზე. ერთი ცეკვაც ვაჩვენე – „ტანგო.” ვთქვი: უნდა გაცინოთ-მეთქი და ჩემი ცეკვა ვანახე ვიდეოზე. მერე „სამბას” სწავლება შევთავაზე ყველას. ნინი შერმადინმა რომ დაინახა, ბევრი გოგონა მეცეკვებოდა, ცოტა ეჭვიანია,  წამოხტა და აღარ დამჯდარა. ნინიმ აიღო საკუთარ თავზე ნიუ-იორკის კონცერტის ორგანიზების უდიდესი ნაწილი. გარდა იმისა, რომ ჩემი კარგი მეგობარია, კარგი მომღერალი და ძალიან ერთგული, ალალი, გულწრფელი ადამიანია. ძალიან ენატრება საქართველო, შვილი, რომელსაც იქიდან პატრონობს, ისევე, როგორც მთელ ოჯახს. სამივე კონცერტზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იყო, მღეროდა ჩემთან ერთად. მწვანე ბარათი აიღო, რომელსაც ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებზე გასცემენ. ძალიან კარგი პრივილეგიებით სარგებლობს. გარდა ამისა, ბანკშიც მუშაობს, მღერის სხვადასხვა კლუბსა და რესტორანში. მოკლედ, ძალიან მაგარი გოგოა.
– შენც ხომ არ მოგინდა დარჩენა?
– კი, როგორ არა. იქ უფრო დიდი პერსპექტივა გაქვს, რომ რაღაცეები  აკეთო. რა თქმა უნდა, აქაც ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ იქ სულ სხვა მასშტაბებია, სხვა ტემპი, ბაზარიც იმხელაა, თუმცა ძალიან რთულია. ფილადელფიაში კონცერტი გამიკეთა ნინიკო კორახაშვილმა. მითხრა: ქართველებს აქ უყვარხარ, გავაკეთოთო. ისეთი კარგი კონცერტი გამოვიდა და იმდენი ემოცია მოდიოდა სცენაზე და ანალოგიურად – სცენიდანაც. მძიმეა, როცა ამდენ აცრემლებულ თვალს ხედავ, მაგრამ იმავდროულად, სხვა ემოცია გაქვს. ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსიშიც ძალიან კარგად ჩაიარა კონცერტებმა. თითოეული ქართული სიტყვა რომ ესმით სცენიდან, სხვანაირად გიყურებენ, გისმენენ. ცრემლებისგან ალაპლაპებულ თვალებს ხედავ. იმ მოვლენების გამო, რაც აქ მოხდა, გადავწყვიტეთ, კონცერტი საქველმოქმედო ყოფილიყო. ამაზე მერე ვისაუბრებთ მე და ნინი. ისეთ რთულ პერიოდში მოგვიწია კონცერტი, ძალიან ვნერვიულობდი. დღე და ღამე არ მეძინა, თან, იქიდან რომ ვერაფერს ვაკეთებდი.
– როგორ ატარებდით დანარჩენ დროს?
– ბევრი კარგი კონცერტი დაემთხვა ჩემ იქ ყოფნას: ბრაიან ადამსის, ბუიკასი. ფაქტობრივად, მე და ნინიმ ავიკელით მთელი დარბაზი, ვიდექით და ვმღეროდით.  მიუზიკლი „ალადინი“ ვნახე, მერე წავედით „ბლუ ნოუთში“ მე, ნინი და ჩემი ორი მეგობარი – გეგა და ეკა შალუტაშვილები. მათი ბავშვი მოვნათლე, სიურპრიზად გამომიცხადეს და პატარა ლაზარე გახდა ჩემი მეოცე ნათლული. მერე გეგამ და ეკამ დაგვაპატიჟეს მე და ნინი. მოვისმინეთ რობერტ გასპერის ტრიო დიჯეისთან ერთად. ეს იყო ფანტასტიკური, განსხვავებული. რაც შეგვეხება მე და ნინის, თაიმ სქვერზე ვცეკვავდით. ვასწავლიდი „ვალსს”, ყველა ჩვენ გვიყურებდა. შეხვედრა იყო ყველაზე მაგარი. მე და ნინი ახლო მეგობრები ვართ, ამდენი თვე მელოდებოდა – როდის ჩამოხვალო... მერე როდის გავა ერთი თვე, ერთი კვირა, ერთი დღეო. როგორც კი ჩვენი მეგობრების ავტომობილმა კენედის აეროპორტში, მეშვიდე ტერმინალზე შემოუხვია, ნინიმ მანქანიდან გადმოხტომა დაიწყო. მე როგორც კი დამინახა, ავტომობილის გაჩერებას არც დაელოდა, გადმოხტა. მოკლედ, ათწუთიანი შეხვედრა გვქონდა. ყველას შეყვარებულები ვეგონეთ და ელოდებოდნენ, როდის ვაკოცებდით ერთმანეთს. რომ არ ვაკოცეთ, ხელი ჩაიქნიეს. დღეში 15-20 კილომეტრს ფეხით დავდიოდი. მანჰეტენზე, ისტ ვილიჯში ვცხოვრობდი. „მეტროპოლიტენ მუზეუმშიც“ ვიყავი, სადაც რემბრანდტის ძალიან ლამაზი ნახატები ვნახე. ცენტრალ პარკი დავათვალიერე. ნიუ-იორკი – ეს არის ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს. ჩემთვის კი სარელაქსაციოდ, ყველაზე კარგი საშუალება ქუჩებში სიარულია. თან, იქ ხომ მაღალი შენობებია. მაღლა ღრუბლები რომ მოძრაობენ, ასე გგონია: ხმელეთი დადის. ძალიან მიყვარს ნიუ-იორკი, სადაც რაღაც პერიოდი დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მრავალფეროვანია, არ ჰგავს ევროპას, აზიას. სულ სხვაა, არაფერს ჰგავს. გგონია, რომ სხვა პლანეტაზე ხარ. ნინის მეგობრების ოჯახშიც ვიყავით სტუმრად. ესენი არიან ნატო და უჩა ნინიეშვილები. ერთხელ ვახსენე: ხინკალი და მწვადი მომენატრა-მეთქი, ქართულ სამზარეულოს არაფერი მირჩევნია. ნატომ ისეთი ხინკლები გააკეთა, საქართველოში მეგონა თავი. მერე უჩამ მწვადი შეწვა – პატარა საქართველო მომიწყვეს. სხვათა შორის, ნიუ-იორკამდე ვიყავი მიუნჰენში, ქართული რესტორნის იუბილეზე. არაჩვეულებრივი ხალხი ესწრებოდა – ბევრი ქართველი და მთელი კონცერტი ერთად ვიმღერეთ.
– უცხოეთში, სადაც ქართველები რამე მნიშვნელოვანს აკეთებენ, შენ გეძახიან. ამის ფუფუნება ბევრ ქართველს არ აქვს.
– კი და ძალიან მიხარია. მანამდე პარიზში ვიმღერე, მერე – ისრაელში. ისე მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ ემიგრანტებს უნდათ შენთან შეხვედრა და მოსმენაო, მე ნებისმიერ პირობაზე ვთანხმდები, არასდროს ვამბობ უარს. 
– შენი ამერიკიდან გამოცილება ნინისთვის  ემოციური იქნებოდა.
– ნინის მეგობრებმა, აწ უკვე ჩემმა ნათელ-მირონებმა, გამომაცილეს. ნინი ვერ დავამშვიდეთ, ამაზე მე ცალკე ვბრაზდებოდი. დავაფიცე: არ იტირო-მეთქი. თან ტიროდა, თან ცრემლებს ძლივს იკავებდა.

скачать dle 11.3