კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – წარმატების ძალა

– როგორ და როდის დაიწყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისტორიის გზა?
– 20 წლის წინ ყველაფერი ერთი შეხედვით უტოპიური იდეიდან დაიწყო. 1995 წელს რამდენიმე ადამიანის იდეა რეალობად იქცა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში გაჩნდა პატარა რგოლი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან მალე მძლავრ საუნივერსიტეტო ბაზად ჩამოყალიბდა.
– რამდენი ფაკულტეტი ფუნქციონირებს უნივერსიტეტში და როგორია მათი განვითარების პერსპექტივა?
– 20-წლიანი არსებობის განმავლობაში უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ხუთი ძლიერი, მაღალპროფესიული აკადემიური კადრით დაკომპლექტებული ფაკულტეტი. ესენია: თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით, ლაბორატორიებითა და ტელე-რადიო სტუდიებით აღჭურვილი – ბიზნესის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინის, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტები. უნივერსიტეტისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტის დამატებას.  შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრების მიღებას შევძლებთ. 2016 წლიდან კი ბაკალავრებსაც შევთავაზებთ აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლას. ცხადია, რომ  მევენახეობა-მეღვინეობას, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინის განვითარებას, დიდი მომავალი აქვს. დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ იუნესკომ ქვევრის ღვინო აღიარა ქართველთა საგანძურად მსოფლიო მემკვიდრეობაში. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  თავის სააღდგომო ეპისტოლეში აღნიშნულზე გაამახვილა ყურადღება.  მისი ეს მოწოდება და მიმართვა ჩვენთვის საპროგრამო დოკუმენტად გადაიქცა, რომელიც გვავალდებულებს, შევისწავლოთ და მეცნიერულად განვავითაროთ ქართული ტრადიციული ქვევრის მეღვინეობა. ჩვენი მთავარი დასაყრდენია პროფესიონალი აკადემიური კადრი და უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მიმაჩნია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესურა უკონკურენტოა!
– რა პირობებია შექმნილი უნივერსიტეტში სტუდენტთა პროფესიული დაოსტატებისთვის?
– კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაარსების დღიდან უამრავი ცვლილება განიცადა. დაინერგა არაერთი მეცნიერული სიახლე, განვითარდა არსებული სტრუქტურები და მიმართულებები. უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს როგორც სასწავლო პროცესის, ასევე მენეჯმენტის დახვეწა და სრულყოფა. უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები ვიდეოკონფერენციების ჩატარების, დისტანციური სწავლების დანერგვის, მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას იძლევა. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ვთანამშრომლობთ პარტნიორი ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებთან. ამასთან, საუკეთესო სტუდენტებს საშუალება აქვთ, ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამით უცხოეთში, სრულიად უფასოდ ისწავლონ. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი,  სლოვაკეთი, ესპანეთი,  ბულგარეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, იტალია და ასე შემდეგ. სულ ახლახან მილანის უნივერსიტეტიდან მივიღეთ შემოთავაზება მეღვინეობის დარგში. კსუ-ის ოცდაათამდე სტუდენტი უდინეს უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტო ფანტონის ინიციატივით, ამავე უნივერსიტეტში  უფასოდ გაივლის სასწავლო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზაზე.
– საუნივერსიტეტო სისტემის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები. რა მდგომარეობაა ამ მხრივ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში?
– სწავლებისა და კვლევის სინთეზური ერთიანობა  კსუ-ის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.  კსუ აქტიურადაა ჩართული TEMPUS-ის პროექტებში, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტი. თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის ფორმულირებისთვის კსუ-ში, თეორიული ცოდნის პარალელურად, პრიორიტეტულია პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერება. სწორედ ამ მიზნით, უნივერსიტეტის ბაზაზე, ფუნქციონირებს კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია და კარიერის დაგეგმარების, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევის, ადამიანური უსაფრთხოების კვლევის; მულტიმედია; საგამოცდო ცენტრი;  ენების; უცხოელ სტუდენტთა მომსახურების; ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ასევე, ქართული რეწვის ცენტრი – „ღვინის თეატრი” და დემოგრაფიული კვლევის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ მედიის საერთაშორისო  ფესტივალ  „ზუმი - თბილისზე“,  რომელშიც 11 უნივერსიტეტიდან 45 ავტორი იღებდა მონაწილეობას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა, სტუდენტების მიერ შექმნილი შვიდი ნამუშევარი წარადგინა. მათგან გაიმარჯვა ოთხმა: „მშრალი ხიდი“, „შვიდქალა“, „პანტომიმა“ და „ჩრდილების თეატრი.“ მით უმეტეს, რომ  საერთაშორისო ფესტივალში, საქართველოსთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ლატვიისა და ავსტრიის უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ჩვენთვის ამ გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
– დაბოლოს, რატომ უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში?
– ის, ვინც შემოხაზავს 115-ს, აირჩევს ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ განათლებას და ბედნიერ სტუდენტობას!  ასე რომ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ელის მათ, ვისაც სურს, ჩვენთან ერთად იგრძნოს წარმატების ძალა.

скачать dle 11.3