კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დაიმსახურა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ლიდერი ქალის სტატუსი და რა არის მისი წარმატების ფორმულა

– მარი, თქვენ უკვე შემდგარი  და საქმიანი  ქალბატონი ხართ. უკვე თქვით თქვენი სიტყვა ადვოკატურაში, იყავით ტრანსმაგისტრალური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ახლა ხართ ესთეტიკური ცენტრის  „ლაქშერი კოსმეტიკსის” დირექტორი. როგორ იწყება თქვენი საქმიანი დღე?
–   პირველ ყოვლისა, მინდა, დავაკონკრეტო, რომ  ჩემი ფუნდამენტური  საქმიანობიდან, ადვოკატურიდან არსად წავსულვარ. მეტიც, ადვოკატურაში ჩემმა 8-წლიანმა პრაქტიკამ, დამიგროვა სწორედ ის გამოცდილება, რომელიც ამჯერად ბიზნესის მარკეტინგულ საქმიანობასა და მენეჯმენტში მეხმარება. რაც შეეხება ჩემს იურიდიულ  კომპანიას, დღეს ეს კორპორაცია იმდენად სრულყოფილად და გამართულად მუშაობს, ჩემი პარტნიორების, გამოცდილი და კვალიფიციური იურისტების დამსახურებით, რომ მე აღარ მჭირდება ყოველდღიურ მართვაში ჩართვა. ელექტრონული კომუნიკაცია სრულიად საკმარისია ამ მიმართულებით.  თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ვახერხებ იმას, რომ ერთდროულად ორი წარმატებული კომპანია ვმართო. რაც შეეხება ჩემს გადანაცვლებას,  ესთეტიკსერვისი უფრო ქალის საქმეა და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ, ვიდრე მაგისტრალებზე მუშაობისას, სადაც წმინდა ტექნიკური ხასიათის სამუშაო იყო.  კოსმეტიკურ კომპანიაში მუშაობა კი, მე უკვე მსიამოვნებს.
– ახლა მართლაც ძალიან „ქალურ  პოზიციაზე“ მუშაობთ.
– დაგეთანხმებით. ეს არ არის ტიპური, რუტინული სამსახური. აქ მოსვლა მსიამოვნებს. მიხარია, რომ  ქალთა ესთეტიკის მიმართულებით ვმუშაობ. სულ სხვა განცდაა, როცა ქალს ალამაზებ და ისე უშვებ სახლში. უნივერსალური სამსახურია, ასევე უნივერსალური კლინიკური საშუალებებით. შეუძლია, აქ მოვიდეს ქალი და სრულყოფილად გამშვენიერებული დაბრუნდეს სახლში. აქ საუბარი მხოლოდ გარეგნულ კოსმეტიკაზეა არაა. ჩვენი კომპანია „ლაქშერი კოსმეტიკს,” გახლავთ კლინიკის დამფუძნებელი. თავის დროზე, ჩემი ებრაელი პარტნიორი დავარწმუნე, რომ „დე შელის” ბრენდი შემოსულიყო ქართულ ბაზარზე, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია საქართველოში მცხოვრები ქალბატონებისთვის. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ  ესთეტიკური კლინიკის გაფართოებას და პლასტიკური ქირურგიის ჩართვას. ამასთანავე, უნდა დავამატოთ კაბინეტებიც განსაკუთრებულად პრობლემური ჭარბწონიანებისთვის და ფსიქოლოგიური მომსახურებისთვის. ძალიან ცნობილ დიეტოლოგებსა და ფსიქოლოგებს მოვუყრით თავს. ჩვენი სამედიცინო კლინიკიდან გავა სრულყოფილი ქალი, რომელმაც მიიღო მაღალი სერვისის მომსახურება. ჩემი კომპანია  „ლაქშერი კოსმეტიკს” სპეციალურად ქართველი ქალბატონებისთვის მსოფლიო გამოფენებზე ეძებს წარმატებულ საერთაშორისო კოსმეტიკურ და გამაჯანსაღებელ ბრენდებს, რომ შემდეგ საქართველოში მათი აპრობირება მოხდეს. „დე შელი” ამის ნათელი მაგალითია. ცოტა ხნის წინ ჩვენ შემოვიტანეთ ექსკლუზიურად  „ბრიზის” ხაზი, რომელიც ასევე, აღიარებულია მსოფლიოში. ჩვენთან მოსული ადამიანი კი თვითონ აირჩევს, რომელი ბრენდის მომსახურება სურს.
– ქალი და ბიზნესი... როგორ აფასებთ საკუთარ წარმატებას, რა მიგაჩნიათ აუცილებელ წინაპირობებად – იდეა თუ კიდევ სხვა?
– ეს იყო ერთი ფინჯანი ყავა და იდეა, თუმცა მხოლოდ ჩემი არა, ჩემი პარტნიორის, ბატონ მიხეილ ლუბარსკის. მაგრამ, თქვენც ხომ იცით,  იდეებს  განხორციელება უნდა და ეს პროცესია ყველაზე რთული. გადამწყვეტია შრომა და მხოლოდ დაუღალავი შრომა!  ფიზიკურად თითქნის არ მძინავს. დილის 9 საათზე ჩვენ კომპანიაში უკვე ტრენინგი გვაქვს – დილის შეხვედრა თანამშრომლებთან. სამოტივაციო ტრენინგის შემდგომ, უკვე გაწერილია მთელი ჩემი დღის რეჟიმი. ეს გახლავთ ცოდნის გაღრმავებისა და თანამედროვე მექანიზმებთან მორგების გაუთავებელი პროცესი. სულ ახლახან კვალიფიკაცია ავიმაღლე ამსტერდამის სასამართლო სისტემის  პრაქტიკული კურსის მოსმენით. ბრაიან ტრეისის გაყიდვების შესახებ სალექციო სემინარის მოსმენა, თავისთავად, ჩემთვის აუცილებლობაც კი იყო და წარმუდგენელია, ეს არ მომესმინა. „ლაქშერი კოსმეტიკსი“ ჩემპიონია და მან გაამართლა. თუმცა, ერთი ადგილის ტკეპნა არ მიყვარს. ახლა სხვა ბრენდებსა და ინოვაციებზე ვმუშაობ.
– მარი, თქვენ უცებ მოახერხეთ კომპანია „ლაქშერი კოსმეტიკსის” პოპულარიზაცია, მოახერხეთ ყოფილიყავით  ტელეპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულიც და წარმატებული ადვოკატიც...
–  ეს ყველაფერი ჩემი ხასიათითაა განპირობებული. მე არ მიყვარს, ვიყო ჩვეულებრივი. მიზანდასახული და აქტიური ვარ.   არ ვჩერდები, ვეძებ ინოვაციებს. ახალგაზრდა რომ ვარ ეს ჩემი თანამშროლებისთვის ერთგვარი სტიმულია: რომ ამ ასაკშიც შეიძლება, მიაღწიო გარკვეულ წარმატებას და  აჩვენო სხვებსაც, რომ შენ მართავ სიტუაციას და გაქვს შედეგი! გვყავს უამრავი კმაყოფილი კლიენტი, ვინც უკვე ჩვენი კომპანიის ერთგული მომხმარებელია. ეს კი ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატებაა, ჩემი აზრით.
–  მარი, წარმატებული ბიზნესლედი ხართ, მაგრამ პირადი ცხოვრება მკაცრად გაქვთ გასაიდუმლოებული. მე დავარღვევ ჩვენს შეთანხმებას და უნდა გკითხოთ. გავიგე, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში სიახლეა...
– არ მიყვარს შეთანხმების დარღვევა. პირადი ცხოვრება ძალიან პირადია. ამიტომ, არ მიწყინოთ და ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ.

скачать dle 11.3