კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლინიკა „ესთეტიკ სერვისი“ – გაახალგაზრდავების მოწინავე ტექნოლოგიები და პაციენტის უსაფრთხოება

კლინიკა „ესთეტიკ სერვისის“ პლასტიკური ქირურგიის განყოფილება ის გამონაკლისია, სადაც ამერიკელი ქირურგიც კი ვერ განასხვავებს, ის ამერიკულ კლინიკაშია თუ ქართულში. სტაციონარი აღჭურვილია ბოლო თაობის აპარატურით, სადაც დაცულია პაციენტის უსაფრთხოების ყველა პირობა. არა ერთი საერთაშორისო რეგალიისა და საერთაშორისო აღიარების მქონე პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კუტუბიძე მხოლოდ სამედიცინო მტკიცებულებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებსა და FDA-ს მიერ ნებადართულ ინდუსტრიულ პროდუქციას  იყენებს, ამიტომაც არის 2012 წლიდან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კონსულტანტი პლასტიკურ ქირურგიაში, 2015 წლიდან კი ამ აღიარებას ისიც დაემატა, რომ კლინიკის გუნდი ამერიკის საელჩოსთვის ბრწყინვალე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელია საქართველოში.

პლასტიკურ ქირურგ ალექსანდრე კუტუბიძის პროფესიული ბიოგრაფია საკმაოდ შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია: საქართველოს პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის წევრი; პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო კონფედერაციაში ნაციონალური დელეგატი საქართველოდან; ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი; ამერიკის შეერთებული შტატების რინოპლასტიკის საზოგადოების აქტიური წევრი 2012 წლიდან (პირველი პლასტიკური ქირურგი პოსტსაბჭოთა სივრციდანაც, რომელსაც პატივი ხვდა, გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების რინოპლასტიკის საზოგადოების წევრი). დაჯილდოებულია სამადლობელო სიგელით IWA-ის, ქალთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მიტოვებული ბავშვებისთვის ჰუმანიტარული პლასტიკური ოპერაციების ჩატარებისთვის.
ალექსანდრე კუტუბიძე ყოველწლიურად ესწრება ესთეტიკური მედიცინის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სიმპოზიუმსა თუ კონფერენციას. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია რინოპლასტიკის საზოგადოების ყოველწლიური შეკრებები, რადგან სწორედ იქ კეთდება პირველად განაცხადები რინოპლასტიკისა და ესთეტიკური მედიცინის სიახლეების შესახებ. ის სულ ახლახან დაბრუნდა კანადიდან, სადაც ჩატარდა  ASAPS-ის (აშშ-ს ამერიკის ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების) და The RS, Inc.-ის (რინოპლასტიკის საზოგადოების) ყოველწლიური შეკრებები, სადაც ის ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო.
– რა სიახლეებია მსოფლიო პლასტიკურ ქირურგიაში?
– წელს ამერიკელი პლასტიკური ქირურგების ყოველწლიური შეხვედრები კანადაში ჩატარდა. მასზე დასწრება აუცილებელია პროფესიონალისთვის, იქ ყოფნისას აანალიზებ საკუთარ გამოცდილებას, შეიარაღდები ახალი ტექნოლოგიებით, აფასებ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს. ხდება ცხელი „ტოპიკების“ პრეზენტაცია: ტექნოლოგიებით დაწყებული და იარაღებით დამთავრებული. გამოფენაა ინდუსტრიული მონსტრების, შეგიძლია ევაჭრო, შეიძინო უახლესი იარაღები. გაეცნო მათი გამოყენების ტექნოლოგიას. ტარდება წამყანი სპეციალისტების ლექციები, ეწყობა საინსტრუქციო კურსები, ტარდება მასტერკლასები ყველა მიმართულებით. ძალიან დამუხტული ჩამოვედი. მაქსიმალურად გამოვიყენე ჩემი დრო.
– ჩვენ როგორ დონეზე ვართ? „ესთეტიკ სერვისის“ სტანდარტი აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს?
– კლინიკა „ესთეტიკ სერვისი“ სერიოზული ორგანიზაციაა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამერიკულ აკრედიტაციაზე მუშაობა. ამერიკული ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების სააკრედიტაციო ასოციაციის ლიცენზიის მაძიებლები ვართ, რაც გულისხმობს ყველა იმ სტანდარტთან შესაბამისობას, რომლებიც არის ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში: შესაბამისი აღჭურვილობა, პროტოკოლები, ხარისხი, უსაფრთხოება. უამრავი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი. ხედავთ, რომ საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტია, რამდენიმე ათასი მოთხოვნით და თითოეულ მათგანში უნდა მივიღოთ შეფასება: „დიახ“.
– საქართველოში აქვს რომელიმე კლინიკას ამერიკული აკრედიტაცია?
– არავის და, თუ მივიღებთ, პირველები ვიქნებით, თუმცა პირველები ვართ, ვინც მათ მიმართა ასეთი მოთხოვნით.
– თუმცა უკვე ხართ საქართველოში ამერიკის საელჩოს კონსულტანტი?
– ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე არსებობს თავისი კლინიკა, მაგრამ საელჩოს თანამშრომლები სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. ძალიან დიდი აღიარებაა, როდესაც ამერიკის შერთებული შტატების მოქალაქე მოგმართავს გეგმიური ჩარევისთვის საქართველოში. ისინი ჩვენთან იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, რადგან ჩვენს კლინკიაში მოქმედებს ამერიკის სტანდარტი, ფასები კი ამერიკასთან შედარებით გაცილებით დაბალია.
საერთოდაც, ჩვენი პაციენტების 40 პროცენტი უცხოელია. მართალია, ჩვენ არ გვაქვს საერთოდ რეკლამა, მაგრამ, სამაგიეროდ, გვყავს უამრავი მადლიერი პაციენტი, რომლებიც ყველაზე საიმედო რეკლამას გვიკეთებენ. კლინიკა პაციენტებს პლასტიკური ქირურგიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს –  ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ტარდება ესთეტიკური პლასტიკური ოპერაციები. პლასტიკური ქირურგია საშუალებას აძლევს ადამიანს, გახდეს უფრო თავდაჯერებული და გაბედული, რაც მთავარია, ის გზას გიხსნით წარმატებული კარიერისკენ. მიზანს ყველაზე იოლად აღწევენ საკუთარ გარეგნობაში დარწმუნებული ადამიანები. ასე რომ,  „ესთეტიკ სერვისი“ თქვენი წარმატების გასაღებია! აქ თქვენ მიიღებთ მსოფლიოს წამყვანი კლინიკების დონის მომსახურებას –  ქართული ფასებით.

 

скачать dle 11.3