კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უმალავდა ოჯახის წევრებს გიორგი ფრუიძე და როგორ უწევს მას ყოველდღე დიდივით მუშაობა

გიორგი ფრუიძე: ქუთაისიდან ვარ, ახლა მერვე კლასში გადავედი. ჩემი სკოლა ძალიან მიდგას გვერდში, ყველანაირად ხელს მიწყობს. ოთხი თვეა, გაკვეთილებზე არ ვყოფილვარ, მაგრამ, არანაირი პრობლემები არ შემიქმნეს, ისე გადამიყვანეს მერვე კლასში.
– არ მოგენატრა შენი ქალაქი, მეგობრები?
– კი, მენატრებიან. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ, მივეჩვიე აქეთ ყოფნას, გადატვირთულ გრაფიკს. მინდა ჩასვლა, თუმცა, ახლა უფრო მეტად ვარ დატვირთული. ყველა ხვდება, როგორ დღეში ვართ. ყოველდღე დიდებივით რომ გვიწევს მუშაობა, ძალიან დამღლელია, მაგრამ, მსიამოვნებს, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ.
– კარგია დიდივით მუშაობა?
– კარგი არ არის, მაგრამ, თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, შრომაა საჭირო. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის, რომ წარმატებას მივაღწიე და დიდი ხნის ოცნება შევისრულე, თუმცა, წინ კიდევ ბევრი ოცნება მაქვს.
– რა ოცნებები გაქვს კიდევ?
– პირველია – სიმღერაში მივაღწიო წარმატებას. მინდა, უცხოეთში წავიდე, გავხდე წარმატებული, მაგრამ, ამ ყველაფერს ბევრი სწავლა უნდა. თუმცა, ჯერჯერობით არსად ვაპირებ წასვლას.
– მეოცნებე ხარ?
– ძალიან მეოცნებე ვარ და ნელ-ნელა მისრულდება ყველაფერი. ყოველდღე ვალაგებ, ხვალ რა უნდა გავაკეთო. ორი სამი წლის წინ ჩავიფიქრე, რომ წარმატებული და პოპულარული უნდა ვყოფილიყავი მუსიკაში, თუმცა, მუსიკალური განათლება მანამდე არ მქონია, ჩემთვის პიანინოზე ვაჯახუნებდი ხელებს. მერე მუსიკალურ სასწავლებელში დავდიოდი და ისე დამაინტერესა, რომ ჩემით ვაწყობდი აკორდებს. შემიძლია, მთელი ღამე ვიჯდე პიანინოსთან და დავუკრა. ყოველდღე ვმღერი, არ ვისვენებ. ვიოცნებე, ვიოცნებე – სხვადასხვა პროექტში მინდოდა გასვლა, მაგრამ, ვერ მოვახერხე, ბოლოს კი „X ფაქტორში“ მივედი და გამიმართლა.
– ეს გადაწყვეტილება შენ მიიღე?
– ჩემი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ამის შესახებ. გავიღვიძე დილით. წინა დღეს ვიმღერე ტექსტი და მუსიკა ისე, რომ არავის არაფერი ეეჭვა. მივედი ქასთინგზე, მოვეწონე, მითხრეს, დაგირეკავთო და, იმედი მივეცი ჩემს თავს. თუმცა, სახლში თავი ვერ შევიკავე და მაინც ვთქვი. გაოცებულები მიყურებდნენ – რა შუაშია შენთან სიმღერაო; მაგრამ, მერე მიხვდნენ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემს თავს სულ ვახსენებ, რომ დამოუკიდებელი უნდა ვიყო, ანუ, რასაც მიზნად დავისახავ, ის უნდა გავაკეთო და სხვაზე არ უნდა ვიყო დამოკიდებული. მიყვარს  მარტო ყოფნა, თუმცა, ჯერ არ ვარ იმ ასაკში, რომ მხოლოდ საკუთარი თავის ამარა ვიყო. მაგრამ, რაც მე მეხება, რაც ჩემი გასაკეთებელია, იმას თვითონ ვაკეთებ. პატარაობიდან ვარ ამას მიჩვეული – ჩემები არ ერეოდნენ და ჩემს გასაკეთებელს სულ მე ვაკეთებდი.
– სიმღერის ნიჭი გენეტიკურია?
– დედა სამუსიკო სასწავლებელში დადიოდა, ბებიაც მღეროდა, ოღონდ, ხალხურ სიმღერებს. მეც ხალხურებით დავიწყე. 2-3 წლიდან სულ ვღიღინებდი, ჩემი გაჩუმება არ იყო. მერე პიანინოზე ჯლახუნი დავიწყე. 6 წლისას, სამწუხაროდ, მამა გარდამეცვალა. 2 წლის ასაკიდან რომ ვერ მაჩუმებდნენ და სულ ვმღეროდი, ახლობელმა დედას უთხრა, მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანეო. ხუთი წელი ვისწავლე და ბევრი გამოცდილება მივიღე. ვმღეროდი ხალხური სიმღერების გუნდში „იმერელი ბიჭები“. გასტროლებზე, ფესტივალებზე დავდიოდით, პატარ-პატარა წარმატებებს ვაღწევდით. თან, პიანინოზე ვაწყობდი უცხოურ სიმღერებს, თავადაც ვმღეროდი და აღმომაჩნდა ძალიან მაღალი დიაპაზონი – ბიჭისთვის განსაკუთრებულად მაღალი. ყველა მეუბნებოდა, აქამდე ვერ ახვალო და მე დავუმტკიცე, რომ ავიდოდი. როცა მითხრეს, რომ „X ფაქტორში“ მიმიღეს, მოვძებნე პედაგოგი, რომელიც ორი კვირა მამეცადინებდა, პატარ-პატარა რაღაცეები ვისწავლე და კიდევ გავედი ქასთინგზე, ანუ, უმეტესობა ჩემით გავაკეთე.
– დედმამიშვილები გყავს?
–  21 წლის ძმა მყავს. ძალიან მოსიყვარულე და მაგარი ბიჭია, სულ გვერდში მიდგას და „მიჯიკებს” – მიდი, მიდიო. თუმცა, ჯიკაობა არ მჭირდება, ისედაც მივდივარ. მამაც ძალიან მოსიყვარულე იყო, ჩემნაირი, ბევრ რამეს მასწავლიდა. ალბათ, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი გახსნილი ვარ. დედა ყველაზე მეტად ნერვიულობს ჩემი გამოსვლისას: არ შეეშალოსო, როგორ იმღერებსო; რამე ცუდად არ უთხრან, ცუდად არ იმღეროსო, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად მთავრდება. ძმა არცერთ ლაივს არ ტოვებს, გვერდში მიდგას და მარიგებს.
– როგორი მენტორია ანრი?
– ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, ვისთან მოვხვდებოდი. ანრი მინდოდა ან სოფო. ძალიან გამიხარდა, ანრი რომ გადმოვიდა მანქანიდან. მომწონს მისი სიმღერა, ხმა, ჩაცმის სტილი, ყველაფერი... გამიმართლა, რომ ჩემი მენტორია. მისგან არ ველოდი ასეთ ურთიერთობას, ტელევიზორიდან ყველა სხვანაირი ჩანს. ყოველთვის თბილია, ჩხუბი საერთოდ არ იცის, მეგობრულია. გვიყურებს, როგორც ბავშვი ბავშვს, ჩვენსავით იქცევა.
– ამხელა სცენაზეც პირველად დადექი?
– გუნდის გარეშე – პირველად გუნდთან ერთად რომ გამოვდიოდი, ამხელა კედელი მედგა უკან; ახლა კი, თავიდან, მარტო რომ გამოვედი, შემეშინდა – არ მინდოდა, შიშს ემოქმედა ჩემზე და  ცუდად მემღერა. თუმცა სცენაზე გასვლისას ყველაფერი დამავიწყდა – ასეთ დროს ყველანაირი სტრესი მეხსნება და ვმღერი ისე, როგორც სახლში: არანაირი სტრესი და შებოჭილობა, ყველანაირად ვიხსნები. ხალხი ტაშს რომ უკრავს, აჩქარებული კადრი მგონია ყველაფერი და ეს ძალიან დიდი სტიმულია. ყველაზე მეტად მიხარია, რომ გავიცანი ის ადამიანები, რომელთა გაცნობაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ანრი ზოგჯერ სახლში გვპატიჟებს, სიმღერებს ვწერთ, ვერთობით.
– რა თქმა უნდა, გექნება გამარჯვების იმედი.
– ყველას აქვს გამარჯვების იმედი. არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებ თუ არა პროექტს, მთავარია, მერე რას იზამ. შეიძლება, გავიმარჯვო და მერე ვერაფერი გავაკეთო, ან, პირიქით – პირველი ტურიდან გავვარდე და მერე ყველაფერი გავაკეთო, ისე ამეწყოს ცხოვრება. მთავარია, როგორ იაზროვნებ, როგორ გაართმევ თავს.
– გყავს თაყვანისმცემლები?
– ყოველთვის ვოცნებობდი, ფანები მყოლოდა და მიხარია, რომ მყავს. დღეში 200-300 ესემესს მწერენ, მომდის დამეგობრების თხოვნები. „ფეისბუქში“ რომ შევიდე და პასუხი გავცე, ვეღარ ვიმეცადინებ, ამიტომ, გვიან ვწერ ხოლმე. ამწუთას არ მინდა, ვინმე მომწონდეს, არ მაქვს ამის დრო. არ ვარ ისეთი ბავშვი, რომ ვინმე მომწონდეს ან მიყვარდეს... ყოველთვის ძალიან მეგობრული ვარ.
– ჭკვიანი ბავშვი ხარ?
– დიახ. ყველაფერი შეერთდა და გამოვედი მშვიდი ბავშვი. თუმცა, ჩემს ხასიათს არ ვამჟღავნებ – ყველგან ასე დიდივით არ ვსაუბრობ, მაგრამ, ვიცი, სად რა და როგორ უნდა გავაკეთო.

скачать dle 11.3