კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია ფარადაშვილის ანეკდოტები


პაპანაქება სიცხისგან გათანგული კახელი, გურული და მეგრელი ლაპარაკობენ.
კახელი:
– წელს ჩვენთან ისეთი გვალვაა, მიწაზე სულ თხრილები გაჩნდა.
გურული:
– ჩვენთან კიდევ ისეთი გვალვაა, ძროხები სულ რძის ფხვნილს იწველებიან.
მეგრელი:
– ეგ რა არის, ჩვენთან იყო გვალვა თუ იყო. ხეები ძაღლებს დასდევდნენ.
კახელი და გურული დაინტერესდნენ:
– ეგ როგორ, კაცო? რატომ?
– რატომ და, სიცხისგან გათანგულები ძაღლებს ეხვეწებოდნენ, მოგვაფსითო.
***
ეჭვიანი ქმარი ცოლს სცენებს უმართავს:
– მღალატობ არა? აღიარე ახლავე, ვისთან და როდის?!
– კი მაგრამ, რანაირად? დილით სამსახურში გავრბივარ, სამსახურის მერე – მაღაზიებში და ბაზარში. შემდეგ სახლში მოვრბივარ, რომ საჭმელი გავაკეთო, ბავშვებს ვაჭამო, გაგირეცხოთ, გაგიუთოოთ. აბა, მითხარი, სადღაა მაგის დრო?
– კი მაგრამ, იმ საქმეს სულ 2 წუთი უნდა.
– 2 წუთი შენთან უნდა, თორემ...
***
მეგრელი გურულთან სახლში მივა სტუმრად და ხედავს დათვის ტყავს კედელზე. მეგრელი ეკითხება:
– შენ მოკალი?
– ხო.
– რამდენი ტყვია ესროლე?
– ხუთი.
– რამდენი ააცილე?
– ყველა.
– აბა, როგორ მოკალი?
– სიცილით მოკვდა!
***
ფულიანი მეგრელი შედის ეკლესიაში და ლოცულობს:
– ღმერთო, გეხვეწები ახალი სავაჭრო ცენტრი რომ გავხსენი, იქნებ კარგად ამუშავდეს. ღმერთო... კიდე, 2 მილიონი რომ ჩავდევი ერთ საქმეში, 10 მილიონი ამომაღებიე, ღმერთო... 5 ბენზოკალონკა რო ვიყიდე, ეგენიც ამიმუშავე კარგად, ღმერთო...
იქვე, დაინახავს ეკლესიაში გურული შემოდის და პარალელურად  ლოცვას იწყებს:
– ღმერთო, გეხვეწები, ბიჭები პახმელიისგან ვკვდებით, 20 ლარი იქნებ გადმოგვიგდო, ძალიან ცუდად ვართ, დასალევი არა გვაქვს, იქნებ გვიშველო რამე, ღმერთო!
მეგრელი გახედავს გურულს და ეტყვის: 
– ძამა, მე მოგცემ მაგ 20 ლარს, ოღონც ღმერთს ნუ მიცდენ, შენი ჭირიმე..
***
მეგრელი „რულეტკას” თამაშობს. ყველაფერი წააგო, ერთი ფიშკაღა დარჩა და თავის მოკვლას აპირებს. მოულოდნელად თეთრწვერა მოხუცი გამოეცხადა და უთხრა: სამჯერ მოგცემ რჩევას და თუ დამიჯერებ, მოგებული დარჩებიო.
–  რამდენი წლისა ხარ?
– 32-ის.
– დადე 32-ზე.
დადო და მოიგო.
– რომელ რიცხვში ხარ დაბადებული?
– 18-ში.
– დადე 18-ზე.
დადო და მოიგო.
– ბოლო რჩევაა, იცოდე. ღამის განმავლობაში რამდენჯერ შეგიძლია ქალთან ვაჟკაცობა?
– 8-ჯერ.
– დადე მთელი ფული 8-ზე.
დადო. დატრიალდა ბარაბანი და… 2-იანი ამოვიდა.
მეგრელი გამწარდა:
–  ფუ, ჩქიმ პაკაზუხა დიდა!..

скачать dle 11.3