კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში წარმატებული სამოდელო კარიერა ქეთი ჟღენტმა და რატომ ელოდებოდნენ მას პარიზში, „ესკადას“ სამოდელო სახლში 2 საათის განმავლობაში

ქეთი ჟღენტი: 17 წლის ვარ, მყავს ორი ძმა, ერთი და და კიდევ მეყოლება ერთი და ან ძმა. ძალიან ბევრნი ვართ და ალბათ, კიდევ უფრო მეტნი გავხდებით. მე ყველაზე უფროსი ვარ. ჩემი ძმა 15 წლისაა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მასთან, ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაფერს ვუყვები, ჩემ შესახებ ყველაფერი იცის, არაფერს ვუმალავ. ჩემი მესაიდუმლეა.
– დედაშენი, ლიკა შენგელია წლების წინ წარმატებული მოდელი იყო.
– დედა წარმატებული მოდელი იყო. მაგრამ, იმ დროს უცხოეთში წასვლა არ გახლდათ ადვილი. „ფორდის“ სააგენტოდანაც ჰქონდა, ჯერ კიდევ მაშინ, მოწვევა, მაგრამ ვიზების გამო ვერ წავიდა. მერე გათხოვდა, ჩვენ გავჩნდით და დაანება მოდელობას თავი. მე არ მინდოდა მოდელობა, არც დედას, თუმცა წინააღმდეგი არ ყოფილა. უბრალოდ, არც უთქვამს: მიდიო. 10 წელი ჩოგბურთზე დავდიოდი და მერე ისევ მოდელობა გადავწყვიტე. თან, სულ ამ სფეროში ვტრიალებდი – დედას მეგობრები, მეც მყავს მოდელი მეგობრები, ჩემი ნათლიები არიან თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინო ცქიტიშვილის მეუღლე.
– როგორ განვითარდა შენი საჩოგბურთო კარიერა?
– თავიდან არ მინდოდა ჩოგბურთზე სიარული, მაგრამ 6 წლის ასაკში მშობლებმა ძალით შემიყვანეს. მერე ძალიან მომეწონა, მინდოდა, ბოლომდე გავყოლოდი, მაგრამ ამისთვის პროტეინების სმა მომიწევდა. ტანისთვის კი ეს არ იქნებოდა კარგი, თან ბევრი უნდა მევარჯიშა, დავიკუნთებოდი. ამიტომ, თავი დავანებე და არჩევანი მოდელობაზე გავაკეთე. თუმცა, სულ ტურნირებში ვმონაწილეობდი, წარმატებებიც მქონდა, უცხოეთშიც ვიყავი. პირველად 7 წლისამ, ჩემზე 2 წლით უფროს გოგონას მოვუგე. თან, ისეთი დიდი იყო, მე კიდევ – გამხდარი, მეშინოდა. მაგრამ, მოვიგე და მეორე ადგილზე გავედი. მშობლებს ძალიან უხაროდათ ჩემი წარმატებები და მათ რომ უხაროდათ, მეც მიხაროდა. სულ ვიყავი და ახლაც გათამამებული ვარ მათგან. რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევ, უფრო მეტად უხარიათ.
– როგორ განვითარდა შენი სამოდელო კარიერა?
– 14 წლის ვიყავი, პირველად საქართველოს „ფეშენ-ვიქზე“ რომ გამოვედი. ძალიან პატარა ვიყავი. ისეთი კარგი ემოციები მქონდა, საერთოდ არ ვნერვიულობდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი პოდიუმზე. შემდეგ ბაქოში მქონდა Ermanno-Scervino-ს ჩვენება – ეს იყო სასწაული. არა მხოლოდ ასაკით, არამედ ტანითაც პატარა ვიყავი, ბოლოში ვიდექი. მოვიდა და წინ, პირველი დამაყენა – ჩვენება გამახსნევინა. ისეთი ბედნიერი ვიყავი... ამის მერე უკვე პარიზში წავედი სამოდელო სააგენტოში. ჩემი ფოტოები გააგზავნეს და მივიღე მოწვევა. თავიდან დედა გამომყვა, დამაბინავა და მერე დაბრუნდა. საკმაოდ რთული იყო, რადგან დილის 8 საათიდან საღამომდე ქასთინგებზე გიწევს სირბილი, თან მეტროთი. ბევრჯერ დავიკარგე. ყველაზე რთული ის არის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შენი გასაკეთებელია. არ ვიცოდი ქუჩები, სულ ხალხს ვეკითხებოდი. გამიმართლა, რომ კარგი ხალხი შემხვდა, ყველა მიხსნიდა. პარიზში ბევრი ჩვენება მქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი „ესკადას“ შოუ იყო. ძალიან გამიმართლა, რომ „ესკადამ“ ამირჩია. არანაირი გამოცდილება და არც ფოტოები მქონდა. თან, პარიზში მუშაობა ყველაზე რთულია, დიდი კონკურენციაა. ეს იყო ახალი კოლექციის პარეზენტაცია, ორი დღე გრძელდებოდა. დილის 8 საათზე უნდა მივსულიყავი, დამეძინა და ორი საათით დავაგვიანე. მეგონა, მეჩხუბებოდნენ, მაგრამ მელოდებოდნენ, ისე თბილად შემხვდნენ... ისეთი ლამაზი კაბები იყო და ბევრი სტუმარი... წამოსვლისას საჩუქრებიც მოგვცეს.
– პირველ ემოციებს, ალბათ, დედას უზიარებ ხოლმე.
– საერთოდ არ ვიცოდი მაშინ „ესკადა“. დედაჩემს ველაპარაკებოდი წინა დღეს, მკითხა: ხვალ რა გაქვსო. არაფერი, რაღაც სისულელე-მეთქი... რა – მითხარიო. „ესკადა“-მეთქი. „ესკადა“ გაქვს და ეს სისულელეაო. მერე მივხვდი, რომ მართლაც ძალიან კარგ დიზაინერს ავურჩევივარ. მანამდე იყო იქაურ დიზაინერთა შოუები, ჩვენებები. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი. იქ ყველა დიდს ირჩევს, ამიტომ პატარა ასაკში წასვლას აზრი არ აქვს. ახლა უფრო მეტი შანსია. თვითონ პარიზი სასწაულია. არ მგონია, ამაზე მეტად რომელიმე ქალაქი მომეწონოს – ყველა ქუჩა მუზეუმია, თან, ყველა კუთხეში ლამაზი რესტორნები. სახლში 4 გოგონა ვცხოვრობდით. უკრაინელს დავუმეგობრდი და ერთად დავდიოდით მუზეუმებში, რესტორნებში. ოღონდ გვიან არა, მეშინოდა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ახლა მივდივარ ჰონკონგში. ძალიან ცნობილმა სააგენტო „ელიტმა“ ამირჩია, თან, ძველი ფოტოებიდან. ისე გამიხარდა. თვე-ნახევრით მივდივარ და იმედია, მივაღწევ წარმატებას. დედამ თავიდან არ გამიშვა, ეშინოდა. მაგრამ, ახლა რომ მიხვდა, შემიძლია მარტო ცხოვრება, მიშვებს. თავიდან გამომყვება, გზებს მასწავლის და მერე დავრჩები მარტო. ჰონკონგში რომ მივდივარ, კარგია, იქ მუშაობა მერე ევროპაში ძალიან გეხმარება. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ.
– სილამაზის კონკურსზე ხომ არ აპირებ გამოსვლას?
– „მის საქართველოზე“ მინდა გასვლა და ვნახოთ, შეიძლება, გავიდე.
– ვინც გხედავს, ყველა კომპლიმენტს გეუბნება. ისეთი ლამაზი ხარ, არ შეიძლება, ეს არ აღნიშნო. ალბათ, უკვე მიეჩვიე ასეთ ემოცებს.
– ძალიან მიხარია, რომ ასე მეუბნებიან. ვცდილობ, კარგად ვისწავლო, რადგან პირს რომ გააღებ, დებილი არ უნდა იყო. პარიზშიც ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა და იქაც თუ გაიპრანჭები, ყურადღებას მიიქცევ.
– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
– კი, მაგრამ მე არავინ მომწონს.
– და როგორი ბიჭები მოგწონს?
– მაღალი, ქერა, ცისფერთვალება ბიჭები. სიმპათიური... სპორტსმენი თუ იქნება, კარგია. ხასიათს გააჩნია: უჟმურიც მომწონებია და ძალიან მხიარულიც. ჩემთვის მთავარი ყურადღებაა – დარეკვა, მოკითხვა. ახლა არავინ მიყვარს, სერიოზულად არავინ მომწონებია. ჯერ სხვა საქმეები მაქვს. პარიზში არავინ მომეწონა, ქართველები ბევრად მირჩევნია.
– რა არის შენი მიზანი?
– ჩემი ყველაზე დიდი მიზანია „ვიქტორიას სიქრეტის“ მოდელობა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ქასთინგზეც გავალ. ვნახოთ, რა გამომივა.

скачать dle 11.3